კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისზეა კრისტი შეყვარებული და აპირებს თუ არა ის გათხოვებას


მოდელი კრისტი ქართული ბომონდის იმ ნაწილს განეკუთვნება, რომლის შესახებაც ყოველთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობენ და, ალბათ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. ის, რომ მისი ცხოვრება აინტერესებთ, ამაში კრისტი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა ყოველთვის გული სწყდება, როდესაც საკუთარი თავის შესახებ ისეთი ჭორები ესმის, რაც აბსოლუტურად არ არის სიმართლესთან ახლოს ან სიმართლე საშინლად დამახინჯებულია. მის ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება კი, ყოველთვის კრიტიკული განსჯის საგანი ხდება.



კრისტი: თინეიჯერობის წლებიდან მივეჩვიე, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, წერენ, განიხილავენ ჩემს პირად ცხოვრებას. ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ნებისმიერი ნიუანსი პრესაში იწერებოდა და საზოგადოების განხილვის საგანი იყო. ამ ბოლო პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობ, პირად ცხოვრებაზე აღარ ვილაპარაკო, საკმარისია, რაც ვილაპარაკე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ნებართვის გარეშე რაღაცეები ან არ იწერება, ან არ ითქმევა. ალბათ, თავად რომ არ ვლაპარაკობ, ამიტომ მეტი ინტრიგა გაჩნდა და ვიღაცას ჰგონია, რომ ჩემს ცხოვრებაში სასწაულები ხდება. პირადი ცხოვრება პირადია და მორჩა. საერთოდ, ძალიან გულახდილი ტიპი ვარ და ადვილად ვიხსნები, არც არაფერი მაქვს დასამალი. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი თითქოს ცუდად მოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე. იმ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც ნატაშკა შემეძინა. მაშინ ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჟურნალისტები, იღებდნენ ინტერვიუებს ბავშვთან დაკავშირებით, ნატალიას ფოტოებს უღებდნენ. საკმარისი იყო იმ ჟურნალის გამოსვლა, რომ ბავშვი ავად ხდებოდა. არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ რაღაც მომენტში თვალის და ასეთი რაღაცეების მჯერა. არ არის კარგი ახალშობილის ასე საზოგადოების განსჯის საგნად გამოყვანა. თან, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ ხდება, ასე, იჯერებ, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს. ამის შემჩნევის შემდეგ სულ ვცდილობდი, რომ ნატაშკაზე საუბრისგან თავი შემეკავებინა. იგივე ხდებოდა სიყვარულთან დაკავშირებით. საკმარისი იყო, ძალიან გულახდილად მეთქვა, შეყვარებული ვარ-მეთქი, რომ ამას პერეფრაზირებას უკეთებდნენ და აბსოლუტურად სხვა რაღაცეები იწერებოდა. იცი, რას დავაკვირდი? თუ სხვა ვინმე ამბობს, შეყვარებული ვარო, ეს სიყვარულად აღიქმება, ჩემს შემთხვევაში კი ყოველთვის უხეშად მოიაზრებენ. საშინლად არ მომწონს ასეთი დამოკიდებულება და არ მინდა, ჩემზე ასეთი რაღაცეები იწერებოდეს. გეტყვი, რომ ახლა ვარ შეყვარებული, თავს ძალიან მშვიდად და კარგად ვგრძნობ, თუმცა ამის შესახებ ვრცლად საუბარი არ მინდა.

– მიუხედავად ამისა, პრესაში მაინც დაიწერა შენი სიყვარულის შესახებ.

– დიახ, დაიწერა და ამაზე გადავირიე. შეკოწიწებული ინფორმაციები იწერება, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. იმ ადამიანის მხოლოდ ფოტოა ხოლმე ნამდვილი, რადგან ჩემი „ფეისბუქიდან“ იღებენ, სხვა ყველაფერი არეულია – ასაკიც შეცვლილი აქვს, თანამდებობაც და სხვა დეტალებიც. ამას წინათაც ერთ-ერთ გაზეთში, რომლის არსებობა არც კი ვიცოდი, დაიწერა ჩვენ შესახებ, თან რაღაც საოცარი სარკაზმითა და ირონიით: „კრისტი და მისი მამაკაცები“. კრისტი, რომელიც პირველი ქმრის გვარს ატარებს, მეორეზეა გათხოვილი და მესამე უყვარს... ნუ, რა არის ეს?! იმის გამო, რომ ორი გაზეთი გაყიდო, ხომ არ შეიძლება, ასეთი ტყუილები წერო?! თუ პირადის გამოაშკარავება მინდა, თვითონ დავწერ მემუარებს და ამით ვიშოვი ფულს. არ მსიამოვნებს ეს და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველას ვთხოვო, მოეშვას ჩემს ცხოვრებაში ქექვას. ისიც კი დაწერეს, რომ ცოტა ხანში გათხოვებას ვაპირებ, ეს კი რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამება.

– რეალურად ისევ გიორგი ყიფშიძის ცოლი ხარ, ხომ?

– დიახ, ოფიციალური საბუთებით ისევ გიორგის ცოლი ვარ, თუმცა ჯვარი სულ ცოტა ხნის წინ ავიყარეთ. ძალიან აწუხებთ ჩემი გვარის თემაც, თითქოს ვიღაცის გვარს ვიპარავდე. თუ ასე აინტერესებს ყველას, მაშინ მოგიყვებით, როგორ მოხდა ეს ამბავი: ჩემი ნამდვილი გვარი არ მღირსებია მას შემდეგ, რაც დავიბადე და, ზუსტად ახლა ვფიქრობდი, უნდა დავიბრუნო ჩემი ნამდვილი გვარი-მეთქი. როდესაც მე გავჩნდი, დედაჩემს და მამაჩემს ხელი მოწერილი არ ჰქონდათ, ამიტომ დედის გვარზე ჩამწერეს და ისე გამომიყვანეს სამშობიაროდან. მერე შევცვალოთ, მერე შევცვალოთო, ამბობდნენ და ასე გავიდა წლები. ჩემი და უკვე მამაჩემის გვარზე დაწერეს. ანუ დედაჩემი კარაპეტიანია, ისე კი სარქისოვა უნდა ვიყო. როდესაც მე და გიორგის ქორწილი გვქონდა და მკითხეს, გადახვალ თუ არა მეუღლის გვარზეო, გიორგიმ, მაშინვე, არც კი მკითხა ისე თქვა, გადმოვა, აბა რას იზამსო. მაგრამ ამის შემდეგ არ მითქვამს, არიქა, პირადობის მოწმობა და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შევცვალო-მეთქი. უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ ბაქოში მიწევდა წასვლა რაღაც კონკურსზე და შეუძლებელი იყო იქ სომხური გვარით წავსულიყავი. ატყდა მთელი ამბავი, სასწრაფოდ დავიწყეთ კაბების შეკერვა, პასპორტიც ერთ საათში ავიღე, ყველაფერი ძალიან სწრაფად გაკეთდა, მაგრამ ბოლოს გიორგიმ რაღაცაზე „გაჭედა“ და აღარ გამიშვა, არ მინდა, იმ კონკურსში მიიღო მონაწილეობაო. საზოგადოებამ იცის, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ და მარტო იმიტომ არ მიცნობენ, პირადობის მოწმობაში გვარი „ყიფშიძე“ რომ მიწერია. ის კი არა, ხელისმოწერად ანუ ფაქსიმილედ „კრისტი“ მაქვს. ძალიან ლამაზი ხელმოწერა მოვიფიქრე, რომლითაც ოფიციალურ საბუთებს ვაწერ ხელს. სანამ გიორგის გავყვებოდი, მანამდე ვიყავი უკვე ასული კარიერის გარკვეულ დონეზე, ამას ყოველთვის ვიტყვი. გავთხოვდი და ცხოვრება მოვიწყვე – ასე ნამდვილად არ ყოფილა. ყიფშიძე რომ გავხდი, ამით უფრო მეტი არ გამიკეთებია, არც ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას. ასეთი ვარ და სულ ასეთი ვიქნები უბრალოდ, კრისტი.

– აპირებ გათხოვებას?

– მეორედ არ გავთხოვილვარ, უბრალოდ, იმ ადამიანთან, რომელიც მიყვარდა, სამი წელიწადი სამოქალაქო ქორწინებაში ვიმყოფებოდი. საერთოდ, არასდროს არ უნდა თქვა – „არასდროს“, მაგრამ ამ ეტაპზე მართლა არ ვაპირებ ოჯახის შექმნას, თავს მშვენივრად ვგრძნობ. როდესაც ორ შემთხვევაში არ გაგიმართლებს და ვერ იპოვი ისეთ ბედნიერებას, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება, მერე უკვე ძალიან ფრთხილად ეპყრობი ურთიერთობებს, გეშინია გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. ფაქტია, რომ ის ყველაფერი, რაც ჩემზე იწერება, ძალიან შორს არის სიმართლისგან. ისე, არასდროს დაუწერიათ ისეთ ადამიანზე, ვისთანაც საერთოდ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. თან, იცი, რაზე ვგიჟდები? ზოგიერთი ორჯერაც არის გათხოვილი, სამჯერაც და ხუთჯერაც, მაგრამ მათზე არასდროს იწერება ისეთი ცუდი ქვეტექსტებით, როგორც ჩემზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველთვის ზედმეტად აინტერესებთ აწუხებთ ჩემს ცხოვრებაში მომხდარი თითოეული ნიუანსი.

– რა სჭირდება კრისტის ბედნიერებისთვის?

– კრისტის ბედნიერება ყოველთვის მის გვერდითაა – ჩემი ნატაშკა, ჩემი ცხოვრება. სხვათა შორის, სულ ახლახან რენი ჰარლენის ფილმში „ჯორჯია“ ეპიზოდური, მაგრამ საკმაოდ საინტერესო როლი შეასრულა. ალბათ, ისტორია ყოველთვის მეორდება. თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც დაბადების დღეზე დამირეკეს და მითხრეს, ჩვენება გაქვსო. ნატალიას შემთხვევაშიც ასე იყო – დაბადების დღეზე მიიღო პირველი შემოთავაზება. ახლაც დამირეკეს და მითხრეს, პროდიუსერებს ნატაშკას ფოტოები მოეწონათ, ფილმში უნდა მიიღოს მონაწილეობაო. ძალიან კარგად შეასრულა როლი. რენი ჰარლენის გვერდით ვიჯექი და მისი აღფრთოვანებული შეძახილები რომ მესმოდა, ძალიან ამაყი ვიყავი. ის დამემართა, რაც სხვა დედებში საშინლად არ მომწონდა. ეს კაცი გადარეული რომ იძახდა: „ჰოლივუდ სთარ!“ „იუ არ სოუ ბიუთიფულ!“ და ასეთ რაღაცეებს, უბედნიერესი ვიყავი. პარალელურად, მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩვენი სააგენტოს გოგონებიდან ზოგი ბანკში მუშაობს, ზოგი სადღაც ოფისში. ეს არ შემიძლია და რა ვქნა?! იმიტომ არა, რომ ვერ გავაკეთებ და დებილი ვარ, უბრალოდ, არ არის ეს ჩემი საქმე და, თუ არ მსიამოვნებს იმის კეთება, რაც მევალება, საშინელებაა. სხვათა შორის, სულ ახლახან მივიღე ერთი საინტერესო შემოთავაზება ახალი სამოდელო სააგენტო იხსნება, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა ვიყო. ვნახოთ, იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა და ამ ამბავსაც არარეალურ ჭორებს არ მიაბამენ.


скачать dle 11.3