კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეგუება ეკა კვესიტაძე მაღალჩინოსან მეუღლეს და რას აბრალებენ მას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით


ჟურნალისტი, გადაცემა „აქცენტების“, რომელიც ახალი, საინტერესო ფორმატით, სტუმრებით, გადაცემაში ჩართული ცოცხალი აუდიტორიით, 15 ნოემბერს გავა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, წამყვანი ეკა კვესიტაძე საკმაოდ პრინციპული ადამიანია. უყვარს თავისი საქმე, არ ღალატობს საკუთარ ღირებულებებს, ზრდის ორ არაჩვეულებრივ შვილს და არასდროს ერევა მაღალჩინოსანი მეუღლის ცხოვრებაში, რომელიც ჯერ კიდევ გაზეთში მუშაობისას გაიცნო.



ეკა კვესიტაძე: კერ კიდევ სკოლა-ლიცეუმში ვსწავლობდი, როდესაც „პირველ არხზე“ გავიდა ჩემი პირველი სიუჟეტი. მანამდეც ვწერდი, ტელევიზიისთვის სიუჟეტებს ვაკეთებდი. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც „შვიდ დღეში“ დავიწყე მუშაობა. მალე გავხდი რედაქტორის მოადგილე. 2001 წლიდან ვმუშაობ გაზეთ „24 საათში“ და დღემდე განვაგრძობ წერას. ვწერ ანალიტიკურ სტატიებს, მაქვს საშუალება თავისუფლად, შეუზღუდავად გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ. ძალიან მიყვარს წერა და ეს არის ისეთი რამ, რასაც ვერასდროს შეგივსებს ტელევიზია.

– მაგრამ ტელევიზიასაც აქვს ალბათ გარკვეული ხიბლი.

– ტელევიზიას ჩემთვის ის ხიბლი აქვს, რომ შემიძლია პირდაპირ ეთერში დავსვა კითხვები. საკუთარი თავი ვერასდროს წარმომედგინა რეპორტიორის როლში, არასდროს მიმუშავია და არ მქონია ამის სურვილი. ერთადერთი, რაც უზომოდ მიყვარს, ეს არის ვიჯდე პირდაპირ ეთერში ჩემს რესპონდენტებთან, ან რესპონდენტთან ერთად და დავსვა კითხვები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მაქვს.

– როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე წარმატებული?

– საჭირო დროს, საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ეს არის იღბალი. სხვა შემთხვევაში, უნდა იყო მიზანსწრაფული, უნდა გქონდეს მიზანი და მის მისაღწევად ყველაფერს უნდა აკეთებდე. ჩემი ცხოვრების კრიზისულ პერიოდში მოვუსმინე დონალდ ტრამპს, რომელმაც ასეთ რამ თქვა, წარმატების ფორმულა ასეთია: როცა რაღაც ძალიან გიყვარს, გაქვს მიზანი, მიდიხარ მისკენ, ვერ აღწევ მას, მაგრამ მაინც იღვწი ამ მიზნის მისაღწევადო. როცა რაღაც ძალიან გიყვარს, მის მისაღწევად ბევრ ენერგიას, დროს, ემოციას დებ და შესაბამისად, რაღაც მომენტში, ამ მიზანს აღწევ. მიმაჩნია, რომ ყოველთვის კარგად გამოვა საქმე, რომელიც გიყვარს. ასე რომ, წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი შენი საქმის სიყვარულია.

– როგორი ხარ მუშაობის პროცესში?

– მუშაობის პროცესში ვარ მობილიზებული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. საერთოდ, ადამიანმა საკუთარ თავს იუმორით უნდა შეხედოს, თუ ეს თვისება გაქვს, ესე იგი, გაქვს განვითარების საშუალება. არასდროს მიჭირს საკუთარ თავს შევხედო იუმორით. რა თქმა უნდა, არავის უყვარს კრიტიკა, მაგრამ მის მიმართ უსიამოვნო დამოკიდებულებასაც იუმორით ვუყურებ და ეს მშველის.

– როგორ რეაგირებ წინააღმდეგობებზე?

– რომ გითხრა, ვოცნებობ წინააღმდეგობები შემხვდეს და მათთან ვიბრძოლო-მეთქი, მოგატყუებ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ასეთ შემთხვევაში მებრძოლი ვხდები. მაგრამ, თუ მიღებული შედეგი ღირს იმ ენერგიად, რასაც მისი გადალახვა ითხოვს, მაშინ შეიძლება ვიბრძოლო, თორემ სხვა შემთხვევაში უკან დამიხევია. ეს ჩემთვის უფრო ღირსების საქმეა. მირჩევნია ღირსეულად დავრჩე, ვიდრე წინააღმდეგობების გადასალახავად ყველა გზა და საშუალება გამოვძებნო.

– როგორი ხარ შინაგანად? ერთი შეხედვით ძლიერი, პრინციპული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– არ ვიცი, შინაგანად როგორი ვარ. ეს ის საკითხია, რაზეც პასუხი არასდროს იცი. შეიძლება თავი ძლიერი გეგონოს, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ სუსტი ხარ, ან პირიქით მოხდეს. ალბათ, ცხოვრების ბოლოს, შეგიძლია თქვა, რომ ხარ ძლიერი, იმიტომ, რომ გაუძელი ამა და ამ წინააღმდეგობებს, ან პირიქით – სუსტი იყავი. ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, არ ვუღალატო საკუთარ პრინციპებს, ღირებულებებს და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს. თუ ადამიანი საკუთარი თავის ერთგული არ არის, არ მგონია, ის შემდგარი პიროვნება იყოს. პრინციპულობა ეს ის თვისებაა, რომელსაც სხვაშიც ვაფასებ და საკუთარ თავშიც.

– ალბათ, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც საქმის გარეშე დარჩენილხარ. საინტერესოა, როგორი ხარ ამ დროს.

– ძალიან ხშირად დავრჩენილვარ საქმის გარეშე. ბევრს კი ჰგონია, რომ მე არასდროს მქონია პრობლემა, ვემსახურები ხელისუფლებას, ია-ვარდით მაქვს გზა მოფენილი, ჩემი ქმრის თანამდებობა მიწყობს ხელს იმაში, რომ ყოველთვის მქონდეს სამსახური, მაგრამ ეს ასე არ არის. როდესაც 2004 წელს წამოვედი „რუსთავი 2“-დან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ტელევიზიისგან შორს და ვწერდი გაზეთისთვის.

– როგორ ხარ ამ დროს?

– როგორც ყველა, მეც დეპრესიული ვარ. ამ დროს კი ჩაკეტილი ხარ საკუთარ თავში და ნაკლებად გაქვს ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ეს იყო ჩემთვის შიგნიდან ხელმეორედ დაბადება. ყველა ადამიანს აქვს კრიზისი, მაგრამ მთავარია, ამ კრიზისიდან გაბოროტებული და დაბოღმილი არ გამოხვიდე, რის ცდუნებაც დეპრესიის დროს ხშირია. რადგან რთულია ადამიანმა ასე განაგრძოს ცხოვრება.

– თუმცა, ამისთვის ხელშემწყობი პირობები, ფაქტორებიც უნდა არსებობდეს. თუნდაც კარგი ოჯახი, რომელიც ქალისთვის ძალიან დიდი სტიმულია.

– ამიტომაც ვამბობ, რომ ბავშვმა შემცვალა შინაგანად. იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც ბევრ კითხვაზე არ მქონდა პასუხი და მერე უკვე ეს პასუხებიც მოვიდა. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, გარემო, მეგობრების წრე და რწმენა იმის, რომ რასაც აკეთებ, სწორია.

– მოდი, ისიც მითხარი, როგორ ხარ ოჯახში, როგორი დედა ხარ?

– ისეთი დედა ვარ, როგორც ყველა. მიყვარს ჩემს შვილებზე ბევრი ლაპარაკი, მათი ქება, ფოტოების დაგზავნა. ჩვეულებრივი და სტანდარტული დედა ვარ, ისეთი, როგორსაც არ ელოდებოდნენ, რომ ჩემგან დადგებოდა. ჩემი შვილებისთვის ყოველთვის ვნახულობ დროს. მირჩევნია, ისინი ხშირად მხედავდნენ, რომ არ ჰქონდეთ დედის დეფიციტი.

– როგორი მამაა შოთიკო?

– შოთიკო ბავშვებთან ვერ ატარებს დიდ დროს, მაგრამ ცდილობს კარგი მამა იყოს და თანდათან უმჯობესდება მისი ბავშვებთან ურთიერთობის ხარისხი. შოთიკო ჩვეულებრივი, სტანდარტული მამების რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც წარმატებით გადალახა შეგუების პროცესი და ახლა უფროს შვილთან ურთიერთობის მშვენიერ ეტაპზეა.

– შენ და შოთიკო ერთი პერიოდი ერთად მუშაობდით.

– ჩვენ ერთად დავიწყეთ გაზეთში მუშაობა, ის იყო ჩემი გადაცემის პროდიუსერი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მაღალჩინოსანი. ანუ, მის მაღალჩინოსნობის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდები.

– ანუ, რთულია მაღალჩინოსნის მეუღლეობა?

– ზოგადად რთულია, მაგრამ ჩემთვის – არა. იმიტომ, რომ ჟურნალისტიკაში 10 წელია ვარ, კარგად ვიცნობ პოლიტიკურ სპექტრს, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო სექტორი. მე და ჩემი მეუღლე არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში, ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანები და ერთმანეთის საქმიანობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ძალიანაც, რომ ვთხოვო ჩემს სტატიას გადახედოს, იმიტომ, რომ მაინტერესებს მისი, როგორც ჭკვიანი ადამიანის აზრი და არ მაღალჩინოსნის, ამასაც ვერ ვახერხებ. რადგან მაინცდამაინც არ ინტერესდება, ან ინტერესდება და დრო არ აქვს. არც ჩემი გადაცემის ხშირი მაყურებელი ყოფილა. მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი მიგზავნის კითხვებს და იმ კითხვებს ვსვამ ეთერში, მაგრამ ამას ყოველთვის იუმორით ვუყურებ. ძალიან ვმხიარულდები, როდესაც ჩემს მიმართ პრეტენზიები მესმის – რომ მე, თითქოს ხელისუფლების იდეოლოგიას ვქმნი და ასე შემდეგ. რა ვქნა, ვისაც ამის სჯერა, ვერ გადავარწმუნებ და ვისაც არ სჯერა, იმას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ეს ასე არ არის.


скачать dle 11.3