კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ლევან როსტოშვილის „შვება“ და ვის მისდევდა ნანუკა გოგიჩაიშვილი „კუპალნიკით“

 პირველი სოლო სიმღერა თავის კარიერაში და აკომპანემენტით – ნანუკა გოგიჩაიშვილი. ასე დაიწყო ლევან როსტოშვილისა და ნანუკა გოგიჩაიშვილის მეგობრობა „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემიდან. ორივე საკმაოდ საინტერესო ჟურნალისტი აღმოჩნდა.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნანუკა გოგიჩაიშვილი
– ბანალური კითხვით დავიწყებ: როგორ დაისვენე?
– რატომ – ბანალური?! სექტემბერში ეს ადეკვატური კითხვაა. დავისვენე ნორმალურად: ეგვიპტეში ვიყავი ათი დღე, საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო. რამდენჯერმე ბათუმშიც ჩავედი, ანაკლიაშიც – გადაცემის ჩაწერა გვქონდა.
– მოგეწონა ბათუმში?
– კი, მაგრამ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია (იცინიან).
– ვიცი, რომ ძალიან კარგი მამა ხარ. შეგცვალა მამობამ?
– არ ვიცი, მგონი, სერიოზულად შემცვალა. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, ბავშვს ხშირად ვერ ვნახულობ, რაც საშინელებაა, ძალიან მენატრება. უსწრაფესად იზრდება. ჩემი ნახვიდან ნახვამდე ისე იცვლება, ვგიჟდები. ორი თვეა, არ მინახავს და, ფოტოებს რომ ვნახულობ, ვხვდები, როგორი შეცვლილი და გაეშმაკებულია.
– როგორ ფიქრობ, ერთ ქალაქში რომ გეცხოვრათ, უფრო ყურადღებიანი იქნებოდი?
– აუცილებლად. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სანდრო ჩემგან შორსაა. არადა, წარმოიდგინე, ყოველდღე ახალ-ახალ რაღაცეებს სწავლობს. მანქანაში უკან აღარ ჯდება, სულ წინ უნდა, წივის და კივის, საჭესთან თუ არ ზის.
– მერე, ეს უკრაინაში აკრძალული არ არის?
– არის, მაგრამ, რაღაცას ვახერხებთ (იცინიან).
– ვიცი, რომ დედაშენი, მაია ქაჩლიშვილი, ცნობილი პედიატრია და, ალბათ, ძალიან უნდა, თავის შვილიშვილს მიხედოს.
– კი არ განიცდის, აქედან უგზავნის რჩევებს. ამ ზაფხულს ძალიან ხშირად ცივდებოდა, მთელი სამი თვე ზღვაზე იყო, ოცდაოთხი საათი წყალში ჭყუმპალაობდა და ხშირად ჰქონდა სიცხეები. დედაჩემი ტელეფონით უნიშნავდა მკურნალობას. ამაშიც გამოგვადგა დედაჩემი, ექიმებში ფულს არ ვიხდით.
– მახსოვს, ადრე ისტორია მოყევი: დედაჩემს კაბინეტში ჩემი რამდენიმე ფოტო აქვს და პაციენტებს ჩემი ფანი ჰგონიათო...
– არადა, დედაჩემი ჩემი ყველაზე დიდი „არაფანია” მთელ დედამიწაზე, ერთადერთი ადამიანია, ვინც არასდროს გამოხატავს სითბოს ჩემ მიმართ. უთბილესი დედაა, მაგრამ, არ არსებობს, შეგაქოს. ხომ არსებობენ ასეთი დედებიც: „ჩემმა ლევანმა უმაღლესი სასწავლებელი ხუთიანებზე დაამთავრა, ჩემი ნოდარი ბანკის მმართველი გახდა...“ ეს რადიკალურად განსხვავებულია.
– დედაჩემიც ანალოგიურად, ამიტომ, ყოველთვის მაინტერესებს მისი აზრი.
– სულ ჩემს კრიტიკაშია, არაფერი არ მოსწონს. ჩემი გაკეთებული ასი საქმიდან, შეიძლება, ერთზე თქვას ამას არა უშავსო.
– შენ ცდილობ, რომ მოეწონოს?
– კი. ზოგადად, ჩემი ოჯახის აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, თუ რამეს ვაკეთებ, მათი შეფასება აუცილებლად მაინტერესებს.
– ის არის მკაცრი თუ შენც ხვდები შენს მინუსებს?
– გადასარევად ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ ცუდი შვილი ვარ, რომ მისი მოთხოვნები და პრეტენზიები სრულიად ბუნებრივია. ასეთივე ვიქნებოდი მეც ჩემი შვილის მიმართ. არიან უკეთესი შვილებიც – ასე ვიტყოდი. ცუდი შვილი, ალბათ, ცოტა ზედმეტად მძაფრი ნათქვამია, მაგრამ, იდეალურიც არ ვარ. როგორც ყველა ბიჭს, უამრავი პრობლემა მაქვს – ჩვეულებრივი თბილისური პრობლემები. და, სადაც არ უნდა ვიარო, ბოლოს მაინც სახლში მივდივარ და ჩემი ბოლო შვება თუ შველა ჩემი ოჯახია. ახლა შედარებით ნაკლებად, მაგრამ, იყო ასაკი, როცა რაღაც სისულელეებს ვაკეთებდი, – თვითონვე რომ ხვდები, ოჯახის წევრები როგორ დაღალე, მანქანებს ვამტვრევდი, სულ რაღაცას ვაფუჭებდი...
– მსგავსი პერიოდი ბევრ ბიჭს აქვს გავლილი.
– მაგრამ, არიან ისეთებიც, ვისაც მსგავსი პრობლემა საერთოდ არ ჰქონია – ფულის პრობლემა არ აქვს ან საჭესთან ნასვამი არასდროს დამჯდარა და არც დაჯდება. ხომ არიან ასეთი „წესრიგა“ ბიჭები?! არ ვიცი, დედაჩემს რომელი ურჩევნია, „წესრიგა“ თუ, ცოტა პრობლემებით და ნორმალური ტიპი. მგონია, რომ სხვანაირად ცხოვრება უაზრობაა; სანერვიულო თუ არ შეგხვდა, რაღაც ასაკის მერე გაგიჭირდება. ბევრ რამეს ვარ უკვე მიჩვეული: მარტო ცხოვრებასაც, უფულობასაც, ფულით ყოფნასაც და სხვა...
– პრობლემებში რომ იძირები და, უკვე ფსკერზე რომ ხარ, ვის ურეკავ ხოლმე, ვინ არის ადამიანი, ვინც იცი, რომ აუცილებლად გიშველის?
– ერთი ჩემი მეგობარი, გიორგი ქარაზანაშვილი. ერთადერთი ავტორიტეტიანი ადამიანია ჩემს სამეგობროში. სადაც არ უნდა მივდიოდე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ოჯახში სრული სიმშვიდეა, თუ მასთან ერთად ვარ. თვითონ გიორგის რომ ჰკითხო, თავის ორ შვილზე ძვირი მე ვუჯდები, რაც ძალიან მოჰბეზრდა. მაგრამ, ასეთი ყოფილა მისი ბედი (იცინიან). თუმცა, როგორც მე გავაკეთებ ყველაფერს ჩემი მეგობრებისთვის, ანალოგიურად იქცევიან ისინიც. დღეს მე მაქვს პრობლემა, გუშინ სხვას ჰქონდა და ასე გაგვაქვს თავი ერთმანეთის გვერდში დგომით.
– ნერვიული ხარ (ინტერვიუს განმავლობაში სულ ხატავდა, – ავტორი)?
– არა, პირიქით, მშვიდი ვარ.
– რას გამოჰყავხარ წყობიდან?
– არც არაფერს. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგო.
– ხარ ეჭვიანი?
– რაღაც დონემდე – კი. თუ გოგო ძალიან ძვირფასია ჩემთვის, მეტ-ნაკლებად ვეჭვიანობ, რასაც, ხან გამოვხატავ, ხან – არა. ზოგი ტიპი კრუნჩხვებში რომ ვარდება, მანქანებს ლეწავს, ღრიალებს და ტელეფონებს ჭამს, ასე არ ვარ! (იცინიან), არც აზიატი ვარ. გამიხარდება, თუ ჩემი მომავალი ცოლი ქუჩაში შიშველი არ ივლის, მაგრამ, არც ჩადრს ჩამოვაფარებ. მომწონს, როდესაც ჩემ გვერდით ლამაზი ქალი მოდის.
– რამის ფობია თუ გაქვს?
– განსაკუთრებით არაფრის, მაგრამ, სიმაღლესთან ვარ ცოტა ფრთხილად. ექსტრემალური გასართობებიც არ მიყვარს, რომ ამის გამო ვინერვიულო. სურვილი არ მიჩნდება, პარაშუტით გადმოვხტე ან ფეხებით ხიდზე მიბმული მდინარეში ჩავხტე – არ მაინტერესებს ამ ემოციის განცდა. მირჩევნია, სადმე დავჯდე, ყავა დავლიო და ვისაუბრო, ვიდრე ხუთას ორმოცდაათი საათი ფეხით ვიარო, ცეცხლი დავანთო და უკან წამოვიდე.
– ექსპრომტად რაღაცეების კეთება გიყვარს?
– კი, მაგრამ, ეს უცებ სადმე უცხოეთში წასვლას უფრო უკავშირდება. სიმთვრალისას ქუთაისში ქეიფის გასაგრძელებლად წასვლას, პრაღაში გავფრინდე, მირჩევნია (იცინიან). საერთოდ, კომფორტი მიყვარს. სანადიროდაც რომ დავდივართ მე და მამაჩემი, იქაც კომფორტს ვიქმნით. სასტუმროში დაძინება მირჩევნია კარავში დაძინებას და მწერების მოგერიებას. ნუ გამკიცხავთ ამის გამო.
– მეც ზუსტად ასე ვარ. გამოპრანჭული სადმე წასვლა რომ გინდა და მეგობრები გირეკავენ – ამოდი წყნეთში ვიმწვადაოთო – საშინელებაა. კი არის იქაც კომფორტი, მაგრამ „ბალახ-ბულახში გარონიება”, ცეცხლთან ჯდომა და მწვადის ჭამა არ მინდა და რა ვქნა?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ლევან როსტოშვილი
– არ გკითხავ, რადგან ვიცი, როგორც დაისვენე: ყოველ დილით გამოწკეპილი ტელევიზორში ამინდებს გვიცხადებდი ბათუმიდან. ანუ, კარგად დაისვენე...
– არც ისე. საღამოობით სულ ჩხუბები იყო. რატომ, რის გამო ხდებოდა ეს ჩხუბები, ვერ ვხვდები. ცეკვის დროს სახესთან გატეხილი ჭიქა თუ ჩაგიფრენდა, ამას მიჩვეულები ვიყავით, აღარც გვეშინოდა. არადაცული იყავი ამ ამბავში... როგორი ჩხუბები იყო, იცი. დაიძახებდნენ: „დავიწყეთ!“ და წავიდა „ხორუმი“, გადაგივლიდნენ. (იცინიან).
– შენ ახლა პატარა ხარ ასაკით და ახალი გგონია, თორემ, სადაც უნდა გაერთო, იქ რომ სულ ჩხუბებია, ეს ასი წელია ასე ხდება და გასაკვირი არ არის.
– ჩემი ასაკის ბიჭები უფრო „ბლატატას” ეფექტით არიან დაჯილდოებული, უფრო მოჩხუბრები არიან. არადა, ყველაზე მეტად მეშინია, საშინელი დისკომფორტია ჩემთვის ჩხუბში მოხვედრა...
– ჩემთვისაც დისკომფორტია, საერთოდ არ მომწონს.
– ტირილს ვიწყებ, ვყვირი გააშველეთ-მეთქი. მერე ყველა ჩემკენ იყურება – ვაიმე, გოგონა როგორ ტირისო. ერთი კაცი სცემეს ბათუმში, საწყალი, ძალიან შემეცოდა. თან კრემს ვისმევდი პლაჟზე, თან – ვტიროდი, გააშველეთ-მეთქი. ხალხი გიჟივით მიყურებდა – ან კრემი წაისვი ან გაჩუმდიო. მერე იმ კაცს საფულე დარჩა, გავეკიდე „კუპალნიკით”, „ბეივიჩის” გმირი მეგონა თავი.
– გულჩვილი ხარ?
– არ ვიცი, მაგრამ, ცემასა და ჩხუბს ვერ ვიტან. ვერ ვჩერდები – თან ვტირი და თან სულ კომენტარებს ვაკეთებ: „იმან რომ ეს ქნა, ამან ის რატომ უპასუხა“? საშინელი წიწინა ვარ ჩხუბში. სხვა არაფერზე ვტირი.
– აგრესიული ხარ?
– კი.
– რაში გამოიხატება ეს? კლუბში ვიღაც უცხო რომ მოვიდეს შენს გასაცნობად, გაარტყამ?
– არა, რა სისულელეა! ეგეთი წარმოდგენა გაქვს?! არა, პირიქით, ასეთ დროს მეუხერხულება უარის თქმა. ორჯერ მაინც თუ მოვა ვიღაც და მთხოვს, მეცეკვეო, უარს ვერ ვეუბნები. ნაცნობ ადამიანებთან ბევრად „ნაგლი” ვარ. აგრესიულობა ჩემს ახლობლებთან ურთიერთობაში გამოიხატება: ჩახუტებასა და კოცნას, მირჩევნია, დედაჩემი და ჩემი და ვაწვალო, მივახეთქო რამე, რაღაც მივჭმუჭნო.
– ვიცი, რომ ნიუ-იორკში წასვლაზე უარი თქვი. რაში გაცვალე, არჩევანი რა იყო, ნიუ-იორკში მოდელობა თუ...?
– შორიდან ზღაპრული ჩანს ეს ყველაფერი – სამი წელი ნიუ-იორკში კონტრაქტით ცხოვრება... არც ისე მიჭირს, რომ წავსულიყავი, იქ კი ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი.
– არჩევანი ჟურნალისტობასა და მოდელობას შორის იყო და შენ მოდელობის სასარგებლოდ გააკეთე? აქ რომ მოდელად დარჩე, ანაზღაურება ძალიან ბევრი წელი არ შეგეცვლება.
– იქ როგორ ხდება, იცი?! ან ძალიან გაგიმართლებს, ან ჩვეულებრივ დონეზე იქნები, ოღონდ, ფული გექნება. მაგრამ, გამართლებისთვის სამწლიანი საშინელი კონტრაქტი არ არის, „მაკდონალდსის” რიგში დგომის დროს მიპოვეს და რეკლამაში გადამიღეს. ქუჩაში სულ „ვიზიტკებს” მაძლევდნენ. ანუ, შეიძლება გარისკვაც.
– მაინც, ჩემი რჩევა იქნებოდა, იქ გაგეგრძელებინა საქმიანობა. როგორ ხედავ შენს მომავალს, ათი წლის მერე სად ხარ? „რუსთავი 2-ში” – „გამარჯობა, დღეს მზიანი დღეა“?!
– უღრმესი მადლობა. მინდა, რომ ჟურნალისტური საქმიანობა დავხვეწო, პრაქტიკებზე ვიარო გამოცდილ ჟურნალისტებთან, ვისწავლო.
– მაქსიმუმს რას აღწევენ ქართველი ჟურნალისტები?
– რა გინდა?! მაინც გინდა, მიმიყვანო იქამდე, რომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი?! მყავს ისეთი სააგენტო, რომელიც მცირეხნიანი კონტრაქტების გაკეთებაში დამეხმარება. სამი წელი მეშრომა, ნულიდან დამეწყო ყველაფერი – ეს არ მიღირდა. თბილისში კომფორტი მაქვს, მარტო ჩემი თავის იმედად არ ვარ, ბევრი ადამიანია, ვინც, რა წამსაც დამჭირდება, ჩემ გვერდით იქნება.
– შენი თავის იმედი არ გაქვს?
– მაქვს ძალიან კარგად (იცინიან). უბრალოდ, ცხოვრებაში ასე ვარ, მირჩევნია, სხვის ხარჯზე ცოტა გავიიოლო რაღაცეები...
– შენი მშობლებით ხომ არ სარგებლობ?
– არასოდეს, რადგან, თვითონ არ მოგცემენ ამის უფლებას. ამ შემთხვევაში მეგობრებს ვგულისხმობ, არასდროს არაფერს არ ვაგვარებ წინასწარ. თუ სადმე გვინდა წასვლა, ყველაფერი სხვებზე მაქვს მინდობილი, რაღაცეებს ისინი წყვეტენ ჩემ მაგივრად. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ისინი ყველაზე არაგამოსაყენებელი ადამიანები არიან მთელ დედამიწაზე.
– მაინც არ თქვი, ათი წლის მერე როგორ წარმოგიდგენია შენი თავი...
– ძალიან მაგარი იქნება..
– ვიღაც მილიონერის ცოლი იქნები, პატარა ძაღლებს გაასეირნებ, ჯიბეში ექვსი „ვერტუ” გექნება...
– რა სისულელეა! საერთოდ არ წარმომიდგენია ასე და არც იქნება!
– ეს ვარიანტი „ა” იყო, შენ „ბე” თქვი.
– შეიძლება, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ, მეოჯახე ტიპი ვარ. დარწმუნებული ვარ, ბევრი შვილი მეყოლება. ჩემი მეორე ნახევარი ჯერ ზუსტად არ წარმომიდგენია, მაგრამ, ჩემი შვილები წინასწარ ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად მომწონს ვიქტორია ბექჰემი – ოთხი შვილის დედა, რომელიც საოცარ ფორმაშია და, თან, ყველაზე სასურველი მამაკაცი შეინარჩუნა.
– არ გიყვარს არავინ?
– არა. არ ვიცი, რატომ.
– არადა, იმ ასაკში ხარ, ათ ბიჭს ერთად უნდა ეპრანჭებოდე.
– კი არის ვიღაც ათასი კაცი, მაგრამ, წინასწარვე „მეზარებიან” – არ ვემესიჯები, არ ვნახულობ და, გამოდის, რომ ამდენი ხანია, არავინ მომწონებია.
– საერთოდ არავინ მოგწონებია ამდენი ხნის განმავლობაში?
– აუ, არა არა, ახლა ცოტა მომწონს (იცინიან). ყველაფერში უცნაური ვარ – რაც შორს არის და მიუწვდომელია, ის მინდა და ახლაც მომეწონა ვიღაც, ვინც შორსაა... კი მაგრამ, რომ არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე?!
– ცოტა კიდევ მიმიშვი და სახელს და გვარსაც იტყვი.
– არ არსებობს.
– სად არის?
– რა აზრი აქვს. კარგ ქვეყანაშია.
– და შენთვის რომელია, კარგი, იდეალური ქვეყანა?
– მილანში ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდი, კუსკუსა, ლამაზი ქალაქია.
– ისიც იტალიაში ცხოვრობს, გარკვეულია!
– ვაიმე, არ არსებობს! რა სისულელეა, არ ცხოვრობს იტალიაში. მოკლედ, ევროპაში ცხოვრობს და კარგი ბიჭია. პირველად არის ცხოვრებაში, რომ ბიჭთან მამაჩემის ასოციაცია გამიჩნდა. მამაჩემი იმდენად კეთილი, დადებითი ადამიანია, რომ მასთან შედარებით არავინ მომწონდა. ესეც ასეთი ტიპია – რომ ზის, მისგან სიკეთე მოდის.
– ანუ, ეს არის მთავარი პირობა?
– დაახლოებით. „სივი” არ მაქვს მოფიქრებული, რომ აკმაყოფილებდეს.
– რატომ? მე მაქვს: ქალი ლამაზი უნდა იყოს. უამრავი დეტალია ქალში, რომელიც კარგი უნდა ჰქონდეს, რომ მომეწონოს: კოჭი, მოჭი, რაღაცეები. კოჭი, ტერფი და მუხლი რომ გაერთიანებული აქვს ქალს, ის არ მომეწონება.
– მარტო კოჭებს უყურებ?
– არა, კიდევ ბევრ სხვა რამეს (იცინიან).

скачать dle 11.3