კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება, თანმიმდევრობით მითხარით რომელია ყველაზე ძლიერი ჯიში: როტვეილერი, პიტბული, ბოქსიორი, ბულტერიერი, კავკასიური თუ ქართული მთის ძაღლი?

პასუხი: გააჩნია, სიძლიერეში რას გულისხმობთ. ეს დამოკიდებულია ინდივიდსა და ძაღლის „ხაზზე“. ყველა ის ჯიში, რომელიც ჩამოთვლილია, ძალიან ძლიერია. თუ ჩხუბს გულისხმობთ, ქართული მთის ძაღლი, თუ მართლა მთის ძაღლია და არა დივანზე გაზრდილი, მათ შორის ყველაზე ძლიერია. შემდეგ მოდის ბულტერიერი, როტვეილერი, კავკასიური ნაგაზი, ბოქსიორი. რაც შეეხება საყარაულო თვისებებსა და ადამიანისთვის მომსახურების გაწევას, ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს როტვეილერს; შემდეგ მოდის ქართული მთის ძაღლი, კავკასიური, ბოქსიორი. რაც შეეხება ბულტერიერს, ამ შემთხვევაში უფრო ქვედა ადგილს დაიკავებს.

კითხვა: რა ასაკში შეიძლება ძაღლის კასტრირება?

პასუხი: როცა ძაღლი სქესობრივად მომწიფდება, უმჯობესია, კასტრირება სწორედ მაშინ გაკეთდეს. თუმცა ამ ოპერაციის გაკეთება უფრო გვიან ასაკშიც შესაძლებელია.

კითხვა: რა ღირს ბულტერიერის ლეკვი?

პასუხი: ბულტერიერის ჯიშის ძაღლი თბილისში ძალიან ცოტაა. მისი ფასი დაახლოებით 200-300 დოლარია, შეიძლება, ცოტა ნაკლებიც ღირდეს.

კითხვა: ვრცელდება თუ არა ძაღლებში ვენერიული დაავადებები და გადადის თუ არა ის ადამიანებზე?

პასუხი: ვენერიულ დაავადებას თუ დავარქმევთ, ეს არის სასქესო ორგანოების სარკომა, რომელიც ძაღლიდან ძაღლზე გადადის შეჯვარების პერიოდში. მისი განკურნება ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი. ადამიანზე ნამდვილად არ გადადის.

კითხვა: როტვეილერს თუ შეუძლია ქვეწარმავლის კვალის პოვნა?

პასუხი: შეიძლება, სპეციალურად დაიგეშოს, მაგრამ, საერთოდ, არც ერთი ჯიშის ძაღლი ქვეწარმავალს არ მისდევს. როგორც წესი, ძაღლი და ქვეწარმავალი ერთმანეთს ერიდებიან და არ ერჩიან.

გვერდი მოამზადა

მარიკა ხიდურელმა

скачать dle 11.3