კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

წამალნარგებები

სახელმძღვანელოები – აფთიაქში

მას შემდეგ, რაც საქართველოს ფოსტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელები საკუთარი ორთავ ფეხით მიბრძანდნენ საქართველოს იმ მოქალაქის ოჯახში, რომელმაც სასკოლო სახელმძღვანელოები ელექტრონული წესით გამოიწერა და ზედაც გამოწერილი სახელმძღვანელოები წაიმძღვანიეს (თუმცა ისიცაა, რაც ამ ორი პატიოსანი გვამის სტუმრობა დაჯდა ერთ-ერთ ოჯახში, იმ თანხით ბარე არაერთ ოჯახს შეუძენდნენ სახელმძღვანელოებს, მაგრამ, ვინ, თუ არა თავში მყოფებმა უწყიან, რომ თვალი ჭამს და თვალი სვამს). თუმცა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ეს უწყიან: გასულ კვირას სასკოლო სახელმძღვანელოები თბილისურ აფთიაქებშიც გამოჩნდა. ამ გადაწყვეტილების მოტივი უცნობია, რადგან აფთიაქებში დახლთან (რა თქმა უნდა, სასკოლო სახელმძღვანელოების გაყიდვის მიზნით) არც ბ-ნი შაშკინი გამოჩენილა და არც – ბ-ნი ბაინდურაშვილი (შესაძლოა, ვერც მოიცალეს, იმდენად იყვნენ გართული კურიერული საქმიანობით), ამიტომ, საკუთარ ფანტაზიას მივენდოთ: წამალი ორგანიზმს გვიკაჟებს, წიგნები კი – სულს, თუმცა, შესაძლოა, საკითხი უფრო მარტივადაც იყოს და აფთიაქებში სასკოლო წიგნების გაყიდვა იმას უკავშირდებოდეს, რომ ორივენიცა ასო-ბგერა წინ-ით იწყებიან.

скачать dle 11.3