კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნორმადარღვეულები

„დ. აღმაშენებელი“,
„ქ. წამებული“, „ვ. ფშაველა“, „გალაქტიონი“…

იმას, რომ ქართული მეტყველების ნორმები ირღვევა, ყველა შევეჩვიეთ (თუმცა, რაღა ნორმები, როდესაც ხშირად ტელეეკრანებიდან ნათქვამის შინაარსის გაგებაც ჭირს იმ მარტივი მიზეზით, რომ თვით მთქმელსაც კი მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს საკუთარი ნაუბრის შინაარსზე), მაგრამ საქმე არც წერილობით ნიმუშებში გვაქვს უკეთესად. როგორც ჩანს, ისე უარესად, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანაც კი გახდა აუცილებელი, ოღონდ, ამ ღონისძიებამაც ვერ შეცვალა ის რეალობა, რომ თბილისის აწ უკვე რეაბილიტირებულ ქუჩებზეც კი სახელწოდებები ნორმების უხეში დარღვევითაა შეტანილი (მე ვიტყოდი, უვიცობის ნიშნით, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ახლებს ბ-ნი შაშკინის მიერ გამორეფორმირებულ სკოლებში არ უსწავლიათ, თორემ, გალაქტიონი გალაკტიონში, აბა, როგორ აერეოდათ?!).
ასე, მაგალითად, გასაკოპწიავებლად გამზადებულ დავით აღმაშენებლის გამზირს ამშვენებს წარწერა: „დ. აღმაშენებელი“, ქეთევან წამებულის გამზირს კი – „ქ. წამებული“.
დედაქალაქის მესვეურები განმარტავენ, რომ ისინი ჯერაც ძველი კოდექსით ხელმძღვანელობენ ქუჩების გაფორმებისას (სხვათა შორის, ხსენებულ კოდექსში ცვლილებები ორი წლის წინათ შევიდა). მომყავს ციტატა: „ორი წლის წინათ კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლებიც, მათ შორის, ისტორიული პიროვნებების ფსევდონიმების შემცველი აბრების შეცვლას და ამ მხრივ სიტუაციის კონტროლს გულისხმობს.“ შესაბამისად, ისინი გვპირდებიან, რომ „ამის საფუძველზე აბრები უახლოეს ხანებში შეიცვლება“.
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა აყოვნებდათ იქ, ზემოთ, ამ ორი წლის განმავლობაში, თუმცა, ის კი გავარკვიეთ, რომ საქმე გაცილებით რთულადაა, „დ. აღმაშენებელს“ ვინღა ჩივის, როდესაც იქ, იმავე ადგილას, „ქ. წამებული“ ფსევდონიმი ჰგონიათ. ამ რეალობის გათვალისწინებით კი, ვფიქრობ, ზოგ-ზოგიერთს არც ქართულის მოხალისე მასწავლებლების შესახლება აწყენდა.

скачать dle 11.3