კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან დაენგრა ურთიერთობა ნინო ბაშარულს გამოუცდელობის გამო და რატომ იტყვის ის იდეალურ მამაკაცზე უარს


„ჯეოსტარის“ საკმაოდ განსხვავებული მონაწილე, ნინო ბაშარული, რომელიც ხევსურეთის სახელით გამოდის კონკურსში, საკმაოდ ბევრი და საინტერესო საკითხით არის დაინტერესებული: წერს ლექსებს, თარგმნის გარსია ლორკას ლექსებს, ჰყავს თავისი ბენდი, ზრდის არაჩვეულებრივ ვაჟკაცს და თავადაც საკმაოდ საინტერესო ადამიანია.


ნინო ბაშარული: ყოველთვის აქტიური ცხოვრების სტილი მქონდა და ძალიან ბევრ რამეს ვიყავი მოდებული: პოეზიას, უცხო ენებს, ტანვარჯიშს, ბოლოს ბასკებისა და ქართველების ნათესაურ კავშირებს ვიკვლევდი, მასალებს ვეცნობოდი. ალბათ მომავალში ამ საქმეში რაღაც წვლილს შევიტან, ამჟამად კი სიმღერით ვარ დაკავებული.

– შენ თქვი, პოეზიით ვარ დაკავებულიო. ლექსებსაც წერ?

– პოეზია ძალიან მიყვარს. ლექსების კრებული გამოვეცი, ვთარგმნე გარსია ლორკას რამდენიმე ლექსი, ძალიან მინდოდა, მომეწყო საღამო „გარსია ლორკა და საქართველო“, მაგრამ „ჯეოსტარმა“ შემიშალა ხელი.

– ანუ ძალიან გიყვარს სიმღერაც?

– სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა, სხვადასხვა კონცერტებში, უნივერსიტეტში სტუდენტურ დღეებში ვიღებდი მონაწილეობას, რომანსებს ვმღეროდი, მაგრამ სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მომღერალი უნდა გამოვიდე-მეთქი, იმიტომ, რომ ჩემი ოცნება ყოველთვის მსახიობობა იყო. მაგრამ ცხოვრებაში რაღაც გარდატეხა ხდება და ხვდები, რომ სულ სხვა მისია გქონია დაკისრებული და სულ სხვა გზით უნდა წახვიდე, უფლის ნაკარნახევ გზას უნდა გაჰყვე. პირადად მე ყველაზე კომფორტულად სიმღერის დროს ვიგრძენი თავი, მივხვდი, რომ ეს არის ჩემი საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა ვაკეთო.

– ანუ „ჯეოსტარის“ დროს შენში დიდი გარდატეხა მოხდა?

– რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო დიდი გარდატეხა მაშინ მოხდა, როდესაც საბუკა დაიბადა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, სულ მემღერებოდა. თან სიტუაციები ისე ვითარდებოდა, რომ ბევრი ადამიანი მთხოვდა, ხომ არ ჩავწეროთ სიმღერა და უცხოეთში გავგზავნოთო. ერთხელაც ჩემი ოჯახის ებრაელმა მეგობარმა მითხრა, რომ აპირებდნენ დისკის გამოშვებას, სადაც სხვადასხვა ქართველი მომღერლის შესრულებული სიმღერები შევიდოდა და ეს იქნებოდა ქართველების საჩუქარი ებრაელებისთვის, რომელიც გაიგზავნებოდა ისრაელში. ერთი ურთულესი სიმღერა ჩავწერე, დისკი გამოვიდა და ჩემს სიმღერასთან ერთად მასში შევიდა თამრიკო გვერდწითელის, მერაბ სეფაშვილის, მამუკა ონაშვილის სიმღერებიც და ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა. ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება სიმღერას, მუსიკას დავუკავშირე. სულ ცოტა ხნის წინ ესპანეთიდან ჩამოვედი და იქაც სწორედ ამ საქმით ვიყავი დაკავებული.

– რამდენ ხანს ცხოვრობდი ესპანეთში და რას საქმიანობდი იქ?

– ესპანეთში ნახევარი წელი დავყავი, მაგრამ, რატომღაც, ჰგონიათ, რომ იქ 10-15 წელი ვცხოვრობდი. ჭორიც კი გამივრცელეს თითქოს ბებია ესპანელი მყავს და მის მოსაძებნად წავედი ესპანეთში. ხალხის ძალიან კმაყოფილი ვარ, სახალისო და სასიამოვნო ჭორებს რომ მიგონებენ. რაც შეეხება ესპანეთში ჩემს საქმიანობას, იქ თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი, ვცხოვრობდი ჩემს მეგობარ ცოლ-ქმართან – იასთან და ჯიმისთან. იქ ყველაფერი ძალიან მალე ჩემი გახდა, საოცარი მიზიდულობის ძალა ვიგრძენი და შევითვისე მათი ცეცხლოვანი ხასიათი, „ფლამენკოს“ ცეცხლი, ბოშური, ანდალუზიური სიმღერების სული. შემდეგ ესპანელი მეგობრების დახმარებით მომიწია მადრიდში ჯაზ-ფესტივალზე გამოსვლა, რასაც საერთოდ არ ველოდი. ფესტივალზე მარტო გამოვედი, გიტარაზე დავუკარი და ესპანური სიმღერა ვიმღერე. ყველას ეგონა, რომ ესპანეთიდან დიდი ხნის წასული ესპანელი ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. ესპანეთში კლუბებში ხშირად დავდიოდი, ყველაფერს ვაკვირდებოდი, აჟიტირებული ვიყავი, როდესაც ვხედავდი, რა კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ბენდის წევრებს მუსიკოსთან, იქვე ექსპრომტად როგორ იქმნებოდა სიმღერები. მოკლედ, გავგიჟდი და, თბილისში ჩამოსულმა, ჩამოვაყალიბე არაჩვეულებრივი ბენდი. ბენდის ყველა წევრი ძალიან ნიჭიერია. გიტარისტი გოგლა შოშიაშვილი ცაციაა და, თანაც, აუწყობელ გიტარაზე უკრავს, რაც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თან არაჩვეულებრივად ასრულებს „ფლამენკოს“. ჩვენი რეპერტუარის მთავარი მიმართულება არის ესპანური სიმღერები და პორტუგალიური ფადო, რაც ჩემს სულიერებასთან ძალიან ახლოს დგას.

– შენც ესპანელი ქალივით ტემპერამენტიანი და ცეცხლოვანი ხომ არ ხარ, ამავდროულად, ხევსური ქალისთვის დამახასიათებელი მკაცრი და ძლიერი ხასიათით?

– შინაგანად საკმაოდ ცეცხლოვანი ვარ, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან თავდაჯერებული. ჩემი მინუსი ის არის, რომ სითბოს ისე ვერ გამოვხატავ, როგორც საჭიროა და ამის გამო ხალხს ცივი, უკარება ვგონივარ. უბრალოდ მიჭირს სითბოს გამოხატვა, არადა, ხშირად მომდომებია, რომ მივიდე ადამიანთან, ჩავეხუტო, მოვიკითხო, გადავკოცნო, მაგრამ ეს არ გამომდის და თვალებით მიწევს მოფერება.

– მოდი, შენს შვილზე, ოჯახზეც მესაუბრე, ვინ იყო შენი მეუღლე?

– ლამაზი სიყვარულის ისტორია მქონდა. საბუკას მამა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო და მივხვდი, რომ მისთვის უნდა დამეკავშირებინა ცხოვრება. ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ორივეს ჯიუტი ხასიათი იყო, განსაკუთრებით – ჩემი. შემდეგ დაიბადა საბუკა, რომელიც ჩემი სიამაყე, სტიმული და ნათელი სხივია ჩემს ცხოვრებაში. ის, რომ მე დღეს, როგორც დედას, უკეთესი ხასიათი მაქვს, საბუკას დამსახურებაა. დიდი დიპლომატია. როდესაც მაბრაზებს და უკვე წყობიდან გამოვდივარ, სწორედ მაშინ „მოხევს“ ისეთ რაღაცას, რომ სიცილით ვკვდები და ვეღარ ვბრაზდები. ძალიან გამჭრიახი გონება აქვს, დიდი კაცივით აზროვნებს და დაბადებიდანვე ძალიან სერიოზული და დინჯია. ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა, ბევრი პრობლემა დამავიწყა და ბარიერების გადალახვაში დამეხმარა. ჩემი ახლო მეგობარია და ჩემს სულთან ყველაზე ახლოს დგას.

– ოჯახის დანგრევის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენ, ბევრ რამეს აქცევ ყურადღებას და ითვალისწინებ.

– რა თქმა უნდა, რადგან ოჯახის დანგრევა არ არის იოლი. ჩემი ურთიერთობა მეგობართან, თუ მამაკაცთან, ყოველთვის ძალიან სერიოზულია, არასერიოზული ურთიერთობები არ მიყვარს. ჩვენი ურთიერთობის დანგრევაში არავის მიუღია მონაწილეობა, უბრალოდ, ეს იყო ჩვენი გამოუცდელობის ბრალი. ამ ასაკში რომ მქონოდა მასთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძალიან ჭკვიანურად და სწორად მოვიქცეოდი, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, რომ მას ეთქვა, შენი სიჯიუტე დაგღუპავსო.

– მართლა დაგღუპა შენმა სიჯიუტემ?

– ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ჯობდა, უფრო დამთმობი და შორსმჭვრეტელი ვყოფილყავი, მაგრამ არაფერს ვნანობ, პირიქით, ბედნიერი ვარ და, მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სარკეში ამაყად ვიხედები და მარტო რომ ვრჩები, შინაგანად თავს მართალ ადამიანად ვგრძნობ.

– ახლა, ამ გადასახედიდან, რას ფიქრობ, როგორ მამაკაცი გჭირდება გვერდით? იმისთვის, რომ ქალი ბოლომდე ბედნიერი იყოს, საქმესთან ერთად ხომ სჭირდება, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს?

– ქალისთვის დიდი სტიმულია და შინაგანი კომფორტის მომცემია, როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს. დილით იღვიძებ, ყავას მოგართმევს, ტკბილ სიტყვას გეტყვის, გეფერება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად არის საქმე. დღეს იმდენად ვარ ჩემს საქმიანობაში ჩართული, რომ ვფიქრობ, ასეთი იდეალური და საყვარელი ადამიანი რომ გამოჩნდეს, უარს ვეტყვი, რადგან გრძნობებში ძალიან მაქსიმალისტი ვარ: თუ მძულს, ბოლომდე მძულს და თუ მიყვარს – ბოლომდე მიყვარს, სანახევროდ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ანუ, როდესაც უფრო მყარად ვიგრძნობ თავს, ჩემს სიტყვას ვიტყვი და მომღერლად ჩამოვყალიბდები, მერე უკვე შევძლებ არჩევანის გაკეთებას.

– და, ამასობაში არ გავა დრო, წლები?

– ასაკის არ მეშინია, იმიტომ რომ, ქალს ყოველთვის შეუძლია, თავიდან დაიწყოს ცხოვრება, მთავარია, შეიყვარო და მუდამ შეყვარებული იყო.


скачать dle 11.3