კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

მეფის შეურაცხყოფისთვის დაპატიმრებული პროგრამისტი
პროგრამისტს ბანგკოკიდან 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება იმის გამო, რომ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” მეფე ფჰუმიპონ ადულიადეტე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია. 83 წლის მეფე ფჰუმიპონი ტაილანდში ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს, მოსახლეობის უმეტესობას იგი ღვთაებასთან ჰყავს გათანაბრებული და მისი ან სამეფო ოჯახის წევრების შეურაცხყოფა ან მათი კრიტიკა კატეგორიულად არის აკრძალული. წელს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალურ ქსელში განთავსებული კრიტიკის გამო ტაილანდში მოქალაქეს აპატიმრებენ – მარტში, ერთ-ერთი ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის პროგრამისტი მეფეზე გამოქვეყნებული კრიტიკული წერილის გამო 13 წლით ჩასვეს ციხეში.
ვაცლავ ჰაველი და დალაი-ლამა ტიმოშენკოს იცავენ
ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა და ტიბეტის სულიერმა ლიდერმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც აკრიტიკებენ უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას და მხარდაჭერას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერს იულია ტიმოშენკოს. წერილის ავტორების თქმით, ტიმოშენკო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია და დასავლეთმა ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს უკრაინის მთავრობის არაკანონიერ ქმედებებზე. ჰაველისა და დალაი-ლამას გარდა, წერილს ხელს აწერენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბეკი, ფილოსოფოსი ანდრე გლუქსმანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი და რუსი ოპოზიციონერი გრიგორი იავლინსკი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტიმოშენკოს გათავისუფლებას თავდებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი – ფილარეტი და მოკრივე ვიტალი კლიჩკო დაუდგნენ.
სარკოზის ქრთამები
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იღებდა ფულად გზავნილებს „ლორეალის” მფლობელისგან, მილიარდერ ლილიან ბეტანკურისგან. ამის შესახებ გავლენიანი „ლე მონდის” ჟურნალისტების მიერ დაწერილ წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი. 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სარკოზი თავად იღებდა ფულს ბეტანკურისგან ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ეს ფაქტი მოხუცი მილიარდერის ექთანმა დაადასტურა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ჩაუთვალა რამდენიმე ასევროიანი კუპიურა ბეტანკურმა სარკოზის. სარკოზის გარემოცვა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ხოლო წიგნის ავტორები, ჟერარ დავე და ფანრის ლომი, აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება სპეცსამსახურების მიერ და მათი ტელეფონები ისმინება. ცნობისთვის, წიგნის სახელწოდებაა „მე სარკომ მომკლა”.
ძიან ძემინის „ნაადრევი სიკვდილი”
ჰონკონგური ტელეარხის „აზია-ტვ”-ს ხელმძღვანელობა მთლიანი შემადგენლობით გადადგა თანამდებობიდან, რადგან მათ საინფორმაციო გამოშვებაში გაეპარათ შეცდომა, რომლის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ექსმეთაური, ძიან ძემინი, გარდაცვლილად გამოაცხადეს. სიუჟეტის გასვლის შემდეგ ჩინეთის სამთავრობო არხებმა ძემინის გარდაცვალებას „ბინძური ჭორი“ უწოდეს და „აზია-ტვ-ს” ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აღნიშნული სიუჟეტის გამო გამოძიება მიმდინარეობდა და საბოლოოდ ხელმძღვანელობამ საკუთარ თავზე აიღო შეცდომის პასუხისმგებლობა. 85 წლის ძიან ძემინის ჯანმრთელობაზე ჩინეთში ღიად არ საუბრობენ, მდგომარეობა გასაიდუმლოებულია და პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, ხოლო ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროთა მუშაობა, ინტერნეტი იქნება ის თუ ტელევიზია, იზღუდება ან საერთოდ იხურება.
სასამართლოში – კრიზისის გამო
ისლანდიაში სასამართლო პროცესი დაიწყო ქვეყნის ექსპრემიერ-მინისტრის გეირე ჰორდეს წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება 2008 წელს ფინანსური კრიზისის შესაჩერებლად ჩატარებული არაგონიერი პოლიტიკის წარმოება. ჰორდე პირველი პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა ასეთი ბრალდებით. გამოძიების თქმით, ჰორდემ 2008 წელს იცოდა, თუ რა დღეში იყო ქვეყნის ფინანსური სისტემა, თუმცა, არაფერი მოიმოქმედა, პირიქით, ინფორმაციას ასაიდუმლოებდა, რამაც საბოლოოდ ისლანდია მძიმე ფინანსურ კრიზისში ჩააგდო. ევროპის ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქვეყანა დეფოლტის საფრთხის ქვეშ იდგა, ინფლაციის ზრდის ტემპი კი არანორმალური სიჩქარით ვითარდებოდა, რამაც მთავრობა აიძულა წამყვანი ბანკების ნაციონალიზება, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

скачать dle 11.3