კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაატესტატებული მოუმწიფებლები

„ჩემი რეფორმა შენსას სჯობია“

აქეთ – წარმატებული საატესტატო გამოცდებით ვხარობთ, იქით – კიდევ უფრო წარმატებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ხოლო, საბოლოო ჯამში, განათლების რეფორმით გაბედნიერებულებს, იმის შიშიც გვეპარება, სიხარულით გული არ გაგვისკდეს. თუმცა, სანამ გაგვისკდება, მინისტრ შაშკინს (როგორც ამას სამინისტროსავე ოფიციალური საიტი გვამცნობს), 12 ივლისს ნომერი 453-ე ბრძანებულება გამოუცია. ამ ბრძანების საფუძველზე, არც მეტი, არც ნაკლები, „პირი, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა (მართებული იქნებოდა, გვეთქვა, არ გაიარა რეგისტრაციაო, თუმცა, „შენ ასწავლი განათლების სამინისტროს?!“) ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს, სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.“
შეგახსენებთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასაძლევად დასაძლევ საგნებში მხოლოდ მინიმალური ცოდნა იყო აუცილებელი, შესაბამისად, თუ მოსწავლემ ქართული სასკოლო სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო სტანდარტი როგორ უნდა დააკმაყოფილოს?! მართალია, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით, რომ „სპეციალური სერიის მქონე ატესტატის მფლობელი ვერ ისარგებლებს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლისა და მობილობის უფლებით.“
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ქართულ დიპლომს, მაინცდამაინც (რბილად რომ ვთქვათ) არ სწყალობენ უცხო-უცხო ქვეყნებში, ჩვენმა მშობლიურმა სამინისტრომ კი თავის მიერ დაწუნებულ მოსწავლეებს გზაც დაულოცა უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარ მონაცემებს აშკარად არაადეკვატურად აღიქვამენ, თუმცა, არის მეორე ვარიანტიც: სწორედაც რომ, ადეკვატურად აფასებენ თავის მიერ ჩატარებულ საატესტატო გამოცდებს.

скачать dle 11.3