კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიტანა ნანუკა ჟორჟოლიანმა მარტოობის ათი წელიწადი და რას არ უმალავს ის „სოდის“ უფროსს


უკვე ერთი თვეა, რაც ნანუკა ჟორჟოლიანი საკმაოდ ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ ძველ და საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. მართალია, ის მაყურებელს განსხვავებულ ამპლუაში მოევლინა, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, „რუსთავი 2“-ის ექსტრემალური ჟურნალისტი, რომელიც სიუჟეტებს ხშირად დიდი რისკის ქვეშ ამზადებდა. ნანუკა ძალიან ხშირად ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მასზე ბევრს ჭორაობდნენ კიდეც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცხოვრება „სოდის“ ხმაურიან შეფს დაუკავშირა. დღეს ნანუკა საკუთარ შეცდომებზეც ხმამაღლა საუბრობს და იმასაც აღიარებს, რომ დიდი ბედნიერება მძიმე ტვირთის სანაცვლოდ მიიღო. როგორ ვითარდებოდა ნანუკას ჟურნალისტური კარიერა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება, ამის შესახებ ნანუკა თავად გიამბობთ.



ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი აზრით, ადამიანი თავისი ცხოვრების გზას თავად ქმნის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთის დახმარება. ძალიან ბევრ ჩემზე განათლებულ, ჭკვიან ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც კარიერა ისე არ აქვთ აწყობილი, როგორც უნდა ჰქონდეთ. ალბათ, იმ ადამიანებმა თავად დააკლეს რაღაც საკუთარ ცხოვრებას, შეიძლება იღბალმაც უმტყუნათ და საჭირო დროს, საჭირო ადგილზე არ აღმოჩნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, სად, როგორ გარემოში იზრდები. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევ ოჯახში გავიზარდე, მყავს არაჩვეულებრივი მშობლები, რომლებმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩემში ჩადეს, მე მაინც თავად გავიკვალე გზა. ისინი, რა თქმა უნდა, ყველაფერში გვერდით მედგნენ და ისიც აიტანეს, რომ ჩემი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრჯერ ვაწყენინე და ვატკინე მათ გული. ცხოვრების ყველა ახალ ეტაპს დამოუკიდებლად ვიწყებდი, მამა, რომელიც გადაყოლილი იყო ჩემზე, ჩემგან იგებდა, რომ ახალ სამსახურში მივდიოდი. ასე მოხდა მაშინაც, როცა პრაქტიკის შემდეგ დამტოვეს „პირველ არხზე“, მაშინაც როცა „რუსთავი 2“-ში მივედი, ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე, მივედი, „დავაკაკუნე“ და ვთქვი: გამარჯობა, მე ნანიკო ვარ ჟორჟოლიანი და გამომცადეთ-მეთქი.

– ასე დაკაკუნებით მიხვედი „რუსთავი 2“-ში და ტელევიზიის მაშინდელ შეფთან შენი ნათესაური კავშირი არ გამოგიყენებია?

– მე ვიცნობდი მას, მაგრამ ეროსი ის ადამიანია, ვინც ახლობლობას და ნათესაობას არ ცნობს. ეს ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა. მართალია ეროსი ახლა უარყოფს ჩვენს ნათესაობას, მაგრამ მისი დედობილი, მამაჩემის მამიდაა. ეროსიმ მიმიყვანა ეკა ხოფერიასთან და უთხრა: იმუშაოს და ვნახოთ, რა გამოუვაო. „რუსთავი 2“-ში სიტყვა ლობისტი არ იციან. სწორედ ესაა ამ ტელევიზიის საიდუმლო, რაც დღემდე ვერ ამოხსნეს. იქ მთავარი პრინციპი ლობისტების არცნობაა, პირიქით, ყველა ცნობადი სახე მათ მიერ იყო შექმნილი. იქ უნდა იმუშაო და დაამტკიცო, რომ მაგარი ხარ. სხვაგვარად გუნდში ვერ მოხვდებოდი. მე ყველაფერი ძალიან დიდი შრომით მივიღე. ცხოვრებაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე გამეკეთებინა ვიღაცის შვილობის ან მეგობრობის გამო. თუმცა, ამით ყოველთვის განებივრებული ვიყავი. ჟურნალისტიკაში ყველაზე დიდი ტაიმ-აუტი მე მქონდა. მთელი ცხოვრება ისე ვარ მიჩვეული, ყველაფერი თავად უნდა ვაკეთო. ახლა როცა ამბობენ: აუ, კოდუას ცოლს გადაცემის გაკეთება გაუჭირდებოდაო, ამაზე იცით რა მემართება? თერთმეტი წელია, რაც ამ სფეროში ვსაქმიანობ, არ ვყოფილვარ კოდუას ცოლი, მაგრამ რაღაც წარმატებები, მგონია, რომ მქონდა. მე არ უარვყოფ, რომ მყავს ბევრი წარმატებული მეგობარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემი ცხოვრების საქმიან ეტაპებს ცვლიან. მე ვცხოვრობ მეგობრებისთვის. ჩემი და ირაკლის სიყვარულმა იმიტომ გაუძლო ბევრ სირთულეს, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ემოციებზე არ ყოფილა აგებული.

– თქვენი ურთიერთობაც შენი საქმიანობიდან გამომდინარე დაიწყო?

– არა, მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩვენი შეხვედრა სპეციალურად იყო მოწყობილი (იცინის), მაგრამ რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იღბლის ნიშანი იყო. იმ პერიოდში, ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე დამაყაჩაღეს. აღმოჩნდა, რომ „სოდი“ იძიებდა იმ საქმეს, რადგან მძარცველები სხვა დანაშაულშიც იყვნენ ეჭვმიტანილნი. ჟურნალისტი რომ წლების განმავლობაში კრიმინალურ სფეროში იმუშავებ და „სოდის“ უფროსი ერთხელ არ გყავს ნანახი, ასეთ სიტუაციაში კი შეხვდები, იღბალია აბა, რა? (იცინის) ირაკლის გამოჩენამდე მქონდა მარტოობის ათი წელიწადი, რომელიც მხიარული ხასიათისა და ბევრი კარგი მეგობრის დახმარებით გადავიტანე.

– თუმცა, ქალს ბედნიერებისთვის მოწესრიგებული პირადი ცხოვრებაც სჭირდება...

– მე საკმაოდ დიდხანს არ მქონდა სრულფასოვანი პირადი ცხოვრება. არ ვიყავი ბედნიერი, მაგრამ მყავდა მარიამი, რის გამოც ღირდა ჩემი ცხოვრება. საერთოდ, ასე ხდება – რაღაცას კარგავ და რაღაცას იძენ, თუნდაც იმიტომ, რომ მიხვდე შენაძენის ფასს. ღმერთი აბალანსებს ჩვენს ცხოვრებას. მაშინ, როცა პირადი ცხოვრება დავკარგე, საკუთარ თავს ყველაზე უიღბლო ადამიანად მივიჩნევდი, თუმცა, ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ მაშინ ძალიან ვცდებოდი. ირგვლივ იმდენი უბედური ადამიანია, მე წუწუნი რომ დავიწყო, ძალიან თავხედი უნდა ვიყო. მე საერთოდ არასდროს ვვარდები დეპრესიაში, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ როგორი რთული პერიოდიც არ უნდა მქონდეს, ფარ-ხმალს არ ვყრი.... ძალიან ბევრი, არასასიამოვნო ტაიმ-აუტი მქონდა ცხოვრებაში, როგორც საქმიანი, ასევე პირადიც, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. პირიქით, უფრო „ჟივუჩი“ ვხვდები.

– როცა მეუღლე „სოდის“ უფროსია შენი თავისუფლება არ იზღუდება?

– ამის გამო მუდმივად ვხვდები ყურადღების ცენტრში, თუმცა ეს არც ადრე არ მაკლდა (იცინის). თავისუფლება რატომ უნდა შემეზღუდოს? არსად გაპარვის სურვილი მე აღარ მიჩნდება, რომ „სოდის“ უფროსის შემეშინდეს. მეგობრებთან ერთად ყველგან თავისუფლად დავდივარ. ირაკლის არ სჭირდება ჩემთან პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენა. (იცინის) მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა რთულია. მე მესმის, რომ როცა ადამიანი პოპულარული ხდება, მაშინვე იზრდება ინტერესი მის მიმართ, მაგრამ ის, რომ ადამიანები წლების განმავლობაში იშვერენ თითს შენსკენ, ჰყვებიან არარსებულ ზღაპრებს და „ფეხებით დადიან“ შენს ცხოვრებაზე, ეს ძალიან რთულია. მე გავუძელი ბევრ დარტყმას, ახლა ცოტას ვისვენებ და მგონია, რომ ბედნიერი ვარ.

– არ გაგიმართლა ამ არჩევანში?

– რას ამბობთ, პირიქით, ძალიან კარგად ვარ. რაც შეეხება გამართლებას, როცა ქალი თხოვდება 17 წლის ასაკში, ჩაიცვამს საპატარძლო კაბას, დალოცავენ უფროსები და ოჯახი იქმნება ყველა წესის დაცვით, ეს არის გამართლება. მე, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გამიმართლებდა, ირაკლის ოთხი შვილი არ ჰყოლოდა და ისე შევხვედროდით ერთმანეთს, რომ მთელი ცხოვრება ეს მძიმე ტვირთი არ მეზიდა. (იცინის) ამას წინათ რადიოში ვიყავი, დამირეკეს და პირდაპირ ეთერში მკითხეს: ოთხი შვილის მამას ცოლად რომ გაჰყევი, რას ფიქრობდიო? მე გულწრფელი პასუხი გავეცი იმ ადამიანს, რადგან ფიცი მაქვს დადებული, ყოველთვის გულწრფელი ვიყო. მე ვიცოდი, რომ ჩემი პასუხი იქნებოდა ძალიან ტუტუცური, მაგრამ მაინც ვთქვი, ის, რაზეც პასუხი უნდა გავცე საკუთარ თავს, ახლო მეგობარს. მე ვთქვი, რომ მაშინ მხოლოდ საკუთარ თავსა და ბედნიერებაზე ვფიქრობდი. ადამიანები მაინც ხომ ეგოისტები ვართ და გვინდა, ბედნიერები ვიყოთ. სამწუხაროდ, იმ შეცდომების გამო, რომელსაც ვუშვებთ, რაღაცას ისე ვეღარ ვაკეთებთ, როგორც სჯობდა რომ გაგვეკეთებინა.... ჩვენს სიყვარულთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილიყო უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამან ვერაფერი დააკლო ჩვენს ურთიერთობას. ჩვენ ძალიან კარგად ავაწყვეთ ურთიერთობები ერთმანეთის შვილებთან, ოჯახის წევრებთან, ახლა გვაქვს დიდი ოჯახი, რომელსაც მე „სანტა ბარბარა“ დავარქვი (იცინის).

– ცოტა ხნის წინ შენი მეუღლე ბაბუა გახდა, შენ როგორ გრძნობ თავს ბებიის როლში?

– არ ვარ ბებია და რა ვქნა? როგორც ვერასდროს გავხდები ირაკლის ოთხი შვილის დედა, ისე ვერ გავხდები მისი შვილიშვილის ბებია. ეს ის სტატუსია, რომელიც ჯერ სხვას ეკუთვნის. ის გადასარევად ართმევს თავს დედობასაც და ბებიობასაც. ამ თემაზე ერთმა ადამიანმა ყველაზე კარგად იხუმრა: რა ბედი აქვს კოდუას, ბაბუაა და შეუძლია თქვას, რომ მისი ცოლი ბებია არააო. (იცინის). ხომ გეუბნებით, ნამდვილი „სანტა ბარბარა“ გვაქვს. ჩვენ ვართ მთავარი პერსონაჟები, რაღაცეები იწყება და არ მთავრდება.... ახლა ჩემი შვილი და ირაკლის შვილიშვილი წამოიზრდებიან, ერთად ივლიან ბაღში, სკოლაში, მერე ჩემს გოგონას ექნება სიახლეები და ასე ვართ რა... (იცინის).

– ეტყობა, ბევრი სიურპრიზი ხდება თქვენს ცხოვრებაში.

– ძალიან, ძალიან ბევრი... სულ სიურპრიზებში ვარ, არ ველი და თავზე რაღაც მეცემა... გაგანია ომის დროს, 10 აგვისტოს გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი. მე არ ვუთხარი ირაკლის ამის შესახებ, სანამ ომი არ დამთავრდა. ის წინა ხაზზე იყო და ძალიან გაუჭირდებოდა ამის გაცნობიერება.

– საკუთარ ცხოვრებაში ექსპერიმენტებს ხშირად ატარებ?

– მე საერთოდ არ მიყვარს ექსპერიმენტები, ერთადერთი ჩემი ექსპერიმენტი ირაკლის უკავშირდება, მე ბევრი რამ დავთმე, ჩემი პრინციპების წინააღმდეგ წავედი.. საქმესთან დაკავშირებითაც მაინცდამაინც არ მიყვარს ექსპერიმენტები. ისე, რასაც ახლა ვაკეთებ, ესეც ექსპერიმენტია. ეს არის რადიკალურად განსხვავებული, რაც ოდესმე მიკეთებია, მაგრამ ამ გადაცემაში იმდენ ენერგიას ვდებ, ახლა აუცილებლად უნდა გამიმართლოს.

– შენი შოუ ძალიან მალე გახდა პოპულარული, ნათელმხილველებზე და ჯადოებზე იმდენს საუბრობ, გადაცემას ჯადო ხომ არ გაუკეთე?

– არა, ნამდვილად არ გამიკეთებია, თუმცა იმ გადაცემაში ნიორი მოვიტანე, რომ ჯადო არ მომეკაროს (იცინის). გადაცემის მიმართ მოლოდინი იყო იმდენად დიდი, რომ რეიტინგი აუცილებლად ექნებოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მოენატრა ძველი სახეები. დღეს ჟურნალისტიკაში ბევრი უცხო სახეა, თუმცა მაყურებელს ძველი სახეების მიმართ ინტერესი მაინც აქვს. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი გადაცემის პოპულარობა, ალბათ, იმანაც, რომ ხშირად ვეხვევი ხოლმე სკანდალებში. მე კი მასწავლეს, ცუდი ფიარიც ფიარიაო, მაგრამ ასე მოსული პოპულარობა ნამდვილად არ მინდა (იცინის).


скачать dle 11.3