კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგონა ვაჟს მიმართავს: – პირველი დანახვისთანავე შემიყვარე, თუ კიდევ გავიარ-გამოვიარო.

მეგრელი შინ გვიან დაბრუნდა. სიბნელეში ხედავს‚ სახლში ვიღაც ღამის ფარნით დადის. დაფიქრდა: ცოლ-შვილი ზღვაზე ისვენებს და ვინ უნდა იყოს‚ თანაც ფანრით‚ თუ არა ქურდებიო და პოლიციაში დარეკა.
– დამეხმარეთ‚ სახლში ქურდებია...
– იცით‚ სამწუხაროდ‚ თავისუფალი ბრიგადა არ გვყავს‚ ყველა დავალებაზეა წასული. რომელიმე დაბრუნდება თუ არა‚ მაშინვე გამოვგზავნით‚ – უპასუხეს‚ მისამართი ჩაიწერეს და ტელეფონი გათიშეს.
ჩაფიქრდა მეგრელი და სამ წუთში ისევ დარეკა:
– ისევ მე ვარ‚ რადგან თავისუფალი ბრიგადა არ გყავდათ‚ ქურდები თვითონ მოვიშორე. როცა გათავისუფლდებით‚ ორი-სამი „სასწრაფოც“ წამოიყოლონ. გვამების წასაღებად...
არ გასულა წუთი და ხუთი საპატრულო მანქანა ყოველი მხრიდან წიოკით მოადგა ეზოს. შეშინებული ქურდები სახლიდან გამოცვივდნენ. შეიარაღებულმა პოლიციელებმა თვალის დახამხამებაში აიყვანეს ისინი. გაბრაზებული ბრიგადის უფროსი კი, მასპინძელთან მიიჭრა.
– შენ თქვი, რომ დავხოცეო...
– შენ კი – ერთი თავისუფალი პოლიციელიც არ გვყავსო...
***
კურდღლები ფიქრობენ‚ რომ სექსი ჰქონდათ‚ სინამდვილეში კი, მათ ადამიანები ამრავლებენ.
***
განცხადება დირექტორს: „გთხოვთ გამაგზავნოთ ხელფასის ამაღლების კურსებზე...“
***
– უკვე მეხუთე დღეა‚ სამსახურში აგვიანებ‚ შენი აზრით‚ აქედან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
– რომ დღეს პარასკევია...
***
ხუთი ნიშანი იმისა‚ რომ მალე არჩევნები იქნება:
1. ტელევიზორში დღე და ღამე იმ ადამიანებს აჩვენებენ‚ ვისაც ფრთები ეზრდება;
2. თქვენს კართან ან კარზე უფასო გაზეთები და ბუკლეტები გხვდებათ;
3. იგრძნობთ‚ რომ თქვენზე ვიღაც ზრუნავს;
4. კედლებსა და ღობეებზე წარწერები „ნაგვის დაყრა არ შეიძლება“‚ „მანქანას ნუ გააჩერებთ“‚ იცვლება ახლით‚ მაგალითად‚ „ერთად ავაშენოთ ქალაქი“ და ასე შემდეგ.
5. გაზეთებსა და ჟურნალებში გახშირდა სათაურები: „გულისხმიერება და პატიოსნება – ერთ სახეში“‚ „ჩვენ გვჯერა...“‚ „ვინ და რა გადაარჩენს ეკოლოგიას და აამაღლებს სოციალურ ფონს“...
***
– გამარჯობა შენი‚ სად დაიკარგე.
– ვმუშაობ‚ მეცნიერებათა აკადემიაში.
– უფრო ზუსტად?
– გენეტიკის განყოფილებაში.
– მაინც სად?
– ექსპერიმენტებისთვის მასალების მომზადების ჯგუფში ვარ.
– კონკრეტულად?
– თაგვებს ვიჭერ‚ ცდებისთვის.
***
– ჭიჭიკია‚ მასესხე რა იყო 200 ლარი‚ თბილისში მივდივარ საქმეზე‚ დავბრუნდები თუ არა, მაშინვე მოგცემ...
– ?
– იმ დღესვე‚ გეფიცები...
– კაი‚ ხო‚ აიღე... და როდის დაბრუნდები?
– ოჰ‚ ეგი არ ვიცი‚ კი არა‚ როის წავალ ჯერ ისიც არ ვიცი...
***
უფროსის დაბადების დღეა. თანამშრომლები მისალოც სიტყვას ამზადებენ‚ მაგრამ ვერაფრით მოაბეს თავი. იღება კარი და ყოფილი თანამშრომელი შემოდის‚ რომელიც ერთი კვირის წინ სწორედ უფროსმა გააგდო. ერთბაშად ყველამ მას მიმართა.
– რას იტყვი უფროსზე‚ როგორია‚ ოღონდ ნამდვილად...
– უტვინო‚ თავის თავზე შეყვარებული‚ სადისტი...
– მაგარია. ესე იგი ვწერთ: იშვიათი ნიჭის მქონე‚ იცის საკუთარი თავის ფასი და რაც მთავარია‚ არ არის გულგრილი თანამშრომლების მიმართ...
***
– აფთიაქში შევივლი‚ პრეზერვატივი უნდა ვიყიდო. ამ საღამოს ბარში ვაპირებ წასვლას.
– და შენ ხალხური გამონათქვამი არ იცი?
– რომელი?
– ქოლგას თუ წაიღებ‚ წვიმა არ მოვაო...
***
– მაგალითი ჩემგან აიღე‚ – არიგებს ქალიშვილს დედა‚ 20 წელია‚ გათხოვილი ვარ და მხოლოდ ერთი კაცი მიყვარს.
– აუ‚ წარმომიდგენია‚ რა ამბავი ატყდება‚ მამამ რომ გაიგოს.
***
იმუნოდეფიციტის ვირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს რაჭაში‚ თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი. ორგანიზმში მოხვედრისას‚ იმდენად ნელა ვითარდება‚ რომ მისი საინკუბაციო პერიოდი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ბევრად აჭარბებს.
***
მატარებლის გამცილებელს ცვლა გადაუტანეს და რადგან რეისზე აღარ იყო წასასვლელი‚ ნაცნობებთან ლუდსა და არაყს ჩაუჯდა. შინ გვიან მივიდა. ცოლი‚ ცოტა არ იყოს‚ დაბნეული დახვდა. გამცილებელმა კარადა-კუპის კარი გამოაღო და იქ მდგარ ნახევრად შიშველ მამაკაცს მიმართა:
– რამე ხომ არ გჭირდებათ?
– არა?
– მაშინ‚ თქვენზე 150 ლარია‚ უბილეთოდ მგზავრობისთვის...
***
– ვერაფრით გავიგე‚ რა არის ეს ნეიტრალიტეტი:
– ადვილია. აი ვწევართ მე‚ შენ და მიტუა ერთ საწოლში და საბანიც ერთი გვაფარია. შენ მარცხნივ‚ შენკენ ექაჩები საბანს‚ მიტუა – თავისკენ‚ მარჯვნივ‚ თან ხმამაღლა იგინებით. მე შუაში ვარ‚ გატრუნული – მე ნეიტრალიტეტი ვარ.
***
– როგორაა საქმეები?
– სიმართლე გითხრა?
– კი.
– შეიძლება შევიგინო?
– არა...
– აბა‚ როგორ აგიხსნა?

скачать dle 11.3