კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადგილი უკავია მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოსთა შორის ეკვადორის პრეზიდენტ რაფაელ კორეას და რატომ უწოდა მან ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს „არაჩვეულებრივი იდიოტი“


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

ვენესუელისა და ბოლივიის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ ეკვადორში დაიწყო მოკავშირის ძებნა და აღსანიშნავია, რომ პუტინმა და კომპანიამ ამ საკითხშიც მიაღწია შედეგს და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკვადორის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ სრულიად გაამართლა რუსეთის პოლიტიკური „ისთებლიშმენტის“ იმედები და იგი რუსული პოლიტიკის ქომაგად და გამტარებლად მოგვევლინა სამხრეთ ამერიკაში. უგო ჩავესისა და ევო მორალესის მსგავსად, რუსებმა იარაღის და საბრძოლო ტექნიკის სანაცვლოდ რაფაელ კორეას აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება შესთავაზეს, რაც ნამდვილად არ მიეკუთვნება „შეუსრულებელი მისიების“ კატეგორიას. ამ მოვლენების გათვალისწინებით, საინტერესოდ მივიჩნევთ გაგაცნოთ რამდენიმე უცნობი დეტალი რაფაელ კორეას პირადი და პოლიტიკური ცხოვრებიდან, ტრადიციული 10 ფაქტის სახით.

1. რაფაელ კორეა ქალაქ გუაიაკილის მახლობლად, ღარიბულ ოჯახში დაიბადა. კორეების მრავალშვილიან ოჯახში იგი მეშვიდე შვილი იყო. ბავშვობაში რაფაელი და მისი ძმები იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და დროის უმეტესობას ქუჩაში ატარებდნენ, სადაც ძირითადად გაზეთების გაყიდვით და ფეხსაცმელების წმენდით იყვნენ დაკავებულნი. საინტერესოა, რომ რაფაელს ბავშვობიდან უყვარდა წიგნების კითხვა. მშობლები კი ეწინააღმდეგებოდნენ მის გატაცებას და მოუწოდებდნენ, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყო ქუჩაში გაზეთების გაყიდვის ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ რაფაელს და მის და-ძმებს დედა მარტო ზრდიდა, რადგან ოჯახის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების უკანონო შეტანისთვის და გავრცელებისთვის იხდიდა სასჯელს. საინტერესოა, რომ ეკვადორული ოპოზიცია ამ ფაქტს ხშირად რაფაელ კორეას მაკომპრომეტირებელ მასალად იყენებს.

2. 1980-1990-იან წლებში რაფაელ კორეა ეკვადორის ეკონომიკის მინისტრი იყო. იმ პერიოდში ეკვადორში გახშირდა მთავრობაში გადატრიალების გზით მოსვლა. პირადად რაფაელი, ათამდე გადატრიალების მომსწრეა და ერთ-ერთის დროს დაპატიმრებულიც კი იყო. მაგრამ ეს დაპატიმრება მომდევნო გადატრიალებამდე გრძელდებოდა. საინტერესოა, რომ მსოფლიო პრესაში არაერთი ვერსია არსებობს მის დაპატიმრებებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში კორეა შემჩნეული იყო იარაღით და ნავთობპროდუქტების უკანონო ვაჭრობაში. სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ სახელმწიფო რესურსების გაყიდვებიდან შემოსულ თანხებს ბიუჯეტში არ რიცხავდა.

3. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული რაფაელ კორეას ინაუგურაცია საკმაოდ უცნაურ ვითარებაში, ანდებში მიკარგულ ინდიელთა სოფელ სუმბაუაში ჩატარდა. ეკვადორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელთა ტომთა ბელადებმა მას „ძალაუფლების სიმბოლო“ – ხისგან გამოთლილი კვერთხი გადასცეს. რაფაელ კორეა კი ინდიელ ბელადებს დაჰპირდა, რომ ამიერიდან ჭეშმარიტ „ინდიელ“ მთავრობას ჩამოაყალიბებდა და ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესების დამცველი იქნებოდა. „იწყება ახალი ლათინური ამერიკის ეპოქა, ამაყის, სუვერენულის და სამართლიანის, რომელიც ააშენებს სოციალიზმს ოცდამეერთე საუკუნის ეკვადორში“, – ამ სიტყვებით დაასრულა რაფაელ კორეამ გამოსვლა ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომელსაც მსოფლიო ლიდერებიდან მხოლოდ ანტიამერიკული პოლიტიკის მიმდევრები უგო ჩავესი და ევო მორალესი ესწრებოდნენ.

4. ეკვადორში ყველაზე ხშირად ხდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირება. უფოლოგები ვარაუდობენ, რომ „კოსმიური დერეფანი“ სწორედ ამ ლათინური ქვეყნის ცაზე გადის. ამასთან დაკავშირებით, ეკვადორელმა მეცნიერმა, ხაიმე როდრიგესმა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარმა და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორმა, რომლებიც ძირითადად, უცხოპლანეტელთა ფენომენის შესწავლას უკავშირდება, გადაწყვიტა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და თხოვნით მიმართა პრეზიდენტ რაფაელ კორეას, მისთვის მიეცათ უფლება, იმ საიდუმლო სამხედრო მასალებს გასცნობოდა, რომლებიც უცხოპლანეტელების არსებობას ეხება. საინტერესოა, რომ რაფაელ კორეა დაინტერესდა როდრიგესის კვლევებით და შესაბამისი განკარგულება გასცა. რის საფუძველზეც, როდრიგესს უფლება აქვს გაეცნოს საიდუმლო მასალებს და პირადად შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გატაცებულნი იყვნენ უცხოპლანეტელების მიერ. აღსანიშნავია, რომ კორეამ ენთუზიასტ მეცნიერს იმის გარკვევა დაავალა, თუ რა ზიანი შეუძლია მიაყენოს უცხოპლანეტელების არსებობამ ეკვადორს.

5. კოლუმბიის მთავრობა რაფაელ კორეას კოლუმბიელ მემარცხენე რადიკალ მეამბოხეებთან კავშირში ადანაშაულებს. კოლუმბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დოკუმენტაციის თანახმად, რაფაელ კორეა მჭიდრო კავშირში მემარცხენე ორგანიზაცია „ფარცის“ მებრძოლებთან და სწორედ მათი დახმარებით ხორციელდებოდა მისი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. კერძოდ, კოლუმბიელ სამართალდამცველებს ხელში ჩაუვარდათ ლიდერის მანუელ მირულანდის და მისი მარჯვენა ხელის, რაულ რეიესის სატელეფონო ჩანაწერი. ისინი საუბრობდნენ, თუ რა რაოდენობის თანხით – 20, 50 თუ 100 ათასი დოლარით უნდა დაფინანსებულიყო რაფაელ კორეას საარჩევნო შტაბი. აღსანიშნავია, რომ ვენესუელის ლიდერი უგო ჩავესი ღიად უჭერს მხარს „ფარცის“ მებრძოლებს და მათზე განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებს ვენესუელის ტერიტორიაზე ინტერვენციად და სახელმწიფო საზღვრის დარღვევად აფასებს. ცნობისთვის, „ფარცის“ „ბოევიკები“ წვრთნას სწორედ ეკვადორის და ვენესუელის ტერიტორიაზე გადიან.

6. მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ, სავალუტო საშუალებების ეკონომიის მიზნით, საგრძნობლად შეამცირა ფუფუნების საგნების იმპორტი ქვეყანაში. კორეას ბრძანებით, შემცირდა 600-მდე დასახელების ცნობილი მსოფლიო ბრენდის ნაწარმის იმპორტი. ძირითადად ეს შეეხო ძვირად ღირებულ ავტომობილებს, მობილურ ტელეფონებს, სუნამოებსა და კოსმეტიკის საშუალებებს. 35 პროცენტით გაიზარდა საბაჟო გადასახადი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე. სხვათა შორის ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზად რაფაელ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი დაასახელა და ერთ-ერთ გამოსვლაში ის „არაჩვეულებრივ იდიოტად“ მოიხსენია.

7. სავარაუდოდ ცნობილი გახდა, თუ რის სანაცვლოდ აღიარებს ეკვადორის პრეზიდენტი რაფაელ კორეა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის კიტოში ვიზიტის დროს, გადაწყდა, რომ რუსეთის ფედერაცია ეკვადორის მთავრობას საჩუქრად გადასცემს რამდენიმე ათეულ ვერტმფრენს „მი-171“, თვითმფრინავ „სუ-30-ს“ და სარაკეტო დანადგარ „იგლას“. გარდა ამისა, რაფაელ კორეას მოსკოვში საპასუხო ვიზიტის შემდეგ, გადაწყდება, თუ რამხელა კრედიტს გადასცემს რუსეთის მთავრობა ეკვადორს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საუბარია 2,2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე. ზუსტად ამ თანხის სანაცვლოდ, განაცხადა, რაფაელ კორეამ, რომ მზად არის აღიაროს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

8. მას შემდეგ, რაც ეკვადორის პრეზიდენტის დაცვის უფროსი, უშიშროების პოლკოვნიკი ჯონ მერინო „ღორის გრიპისგან“ გარდაიცვალა, შეიქმნა იმის საშიშროება, რომ რაფაელ კორეას ჰქონოდა H1N1-ის სასიკვდილო ვირუსი. ერთი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და როდესაც, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ კორეას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ექიმებმა უფლება მისცეს ქვეყნის ლიდერს თავის სამუშაო კაბინეტს დაბრუნებოდა, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა აწგარდაცვლილ ჯონ მერინოსთან ერთად.

9. ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ საკმაოდ სკანდალურ განკარგულებას მოაწერა ხელი. ბრაზილიური სამშენებლო კომპანია „ოდებრექტის“ ბალანსზე არსებული აქტივები ნაციონალიზებულად გამოაცხადა და კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ეკვადორის სამხედრო ჯარები შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო მანდატის დაუფლებისთანავე, კორეამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მას ქვეყნის ეკონომიკაში ჩარევის უფლებამოსილება გაეზარდა. საინტერესოა, რომ კორეას მთავრობა ბრაზილიურ კომპანიას 30 მილიონი დოლარს ედავებოდა, რომელიც კომპანიას ეკვადორისთვის სან-ფრანცისკოში დამბის არასწორი აშენების საკომპენსაციოდ უნდა გადაეხადა. ბრაზილიელები არ აპირებდნენ თანხის გადახდას და საბოლოოდ, მათი 800 მილიონ დოლარად ღირებული აქტივები მთლიანად ეკვადორის სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა.

10. ინტერნეტ ვებ-გვერდმა „ჰოთესთ ჰედს ოფ სთეითსმა“ რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც თანამედროვე პოლიტიკის ყველაზე „სექსუალური“ პოლიტიკოსები შეიყვანა. „ცხელი“ ათეულის სათავეში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მოექცა, ხოლო დანარჩენი ადგილები ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ისენს სტოლტენბერგმა, ბუტანის მეფემ ჯიგმე ვანგჩუკ კჰესარ ნამგუელიმ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილუმ და არგენტინის პრეზიდენტმა ქრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა დაიკავეს. ჩვენი დღევანდელი გმირი, ეკვადორის პრეზიდენტი 46 წლის რაფაელ კორეა საპატიო მე-6 პოზიციაზე განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე არასექსუალურ მსოფლიო ლიდერებად ვებ-გვერდის ადმინისტრატორებმა რომის პაპი ბენედიქტ მეთექვსმეტე და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი კიმ ჩენ ირი დაასახელეს.


скачать dle 11.3