კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მელანომა საშიში დაავადებაა

მელანომა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან წარმონაქმნად. ამიტომ, სასურველია ამ დაავადებების ადრეულ ასაკში აღმოჩენა, რადგან, დაგვიანებული დიაგნოზი, როგორც წესი, ავადმყოფისთვის ტრაგედიით მთავრდება.
მელანომა არის კანის სიმსივნე, რომელიც მის ზედაპირზე ჩნდება. ის ძირითადად ვითარდება ხალებისგან, მაგრამ, შეიძლება წარმოიქმნას სუფთა კანზეც. კეთილთვისებიანი ხალები თანაბარი და გლუვია, ბრტყელი ან ოდნავ ამობურცული და არ იზრდება. ხალის გარეგნული სახის ნებისმიერი ცვლილება: ქავილი, სისხლდენა, ტკივილი – მიანიშნებს მის გადაგვარებაზე.
განსაკუთრებით ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც კანზე ბევრი თანდაყოლილი ხალი აქვს, განსაკუთრებით კი – დიდი ზომის. ძირითადად, ესენი არიან თეთრი კანის მქონე, ქერათმიანი, ჭორფლიანი ან ცისფერთვალება ადამიანები, რომელთაც ძალიან სწრაფად ეწვებათ კანი მზისგან, მაგრამ არ ირუჯებიან. მათ ეკრძალებათ სოლარიუმში ულტრაიისფერი დასხივება.
აუცილებელია, რეგულარულად გაისინჯოს კანზე ხალი, ყურადღებით დაათვალიეროთ, რათა არ გამოგეპაროთ მელანომის განვითარების პირველი ნიშნები.

скачать dle 11.3