კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გართულებებს იწვევს ხშირად ყურის ტკივილი

ყურის ტკივილი, რომელიც თანდათან ძლიერდება, გადაეცემა საფეთქლებს, კეფასა და ყბას, ეს ოტიტის დამახასიათებელი და თანმდევი ნიშნებია. ამ დროს ასევე შეიგრძნობა ტკივილი ღეჭვის, ყლაპვის, ცემინების დროს, ყური კი დაგუბებულია. იმატებს სხეულის ტემპერატურა. თუ ოტიტს დროულად არ უმკურნალეთ, ის შემდგომ საშიშ სტადიაში გადავა და დაჩირქებას დაიწყებს. ანთებითი პროცესის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლოა, ყურიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნოს. თან, ჩირქი ყოველთვის გარეთ კი არ გამოდის, არამედ, ყურში გუბდება. ამის გამო, შესაძლოა, მასტოიდიტიც განვითარდეს, რომელიც სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
ოტიტი სმენის დაქვეითებასაც იწვევს. ის, როგორც სხვა დანარჩენი ნებისმიერი ანთებითი დაავადება, დაახლოებით ერთ თვემდე გრძელდება. ასე რომ, თუ ყურის ტკივილი ერთ ან ორ დღეში შეგიჩერდათ, ეს სრულ გამოჯანმრთელებას არ ნიშნავს.
ზოგს მიაჩნია, რომ უბრალო გაციება და სურდო საშიში არ არის და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. არადა, ხშირად, სწორედ ცხვირ-ხახის დაავადებებია შუა ყურში ინფექციების გავრცელებისა და ოტიტის განვითარების მაპროვოცირებელი.
ოტიტის წარმოშობის მიზეზი ხშირად გაციებაა. ის ადამიანი, ვისაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და თან ავიტამინოზიც აწუხებს, ხშირად ავადმყოფობს. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის სეზონურ დაავადებებსა და ინფექციებს და, ნებისმიერმა ვირუსმა შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.
მწვავე და ჩირქოვანი ოტიტი სწრაფად ვითარდება ბავშვებში: ეწყებათ ყურის ტკივილი და ჩირქის გამოყოფა დაავადების პირველსავე დღეებში.
ასევე, შესაძლოა, ოტიტის გამომწვევი მიზეზი შემთხვევითი ტრავმა გახდეს. ამ დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა შესაძლო გართულებები, მაგალითად, მენინგიტი, მასტოიდიტი, სმენის დაქვეითება აიცილოთ თავიდან.
ყურის ძლიერი ტკივილისა და ჩირქოვანი გამონადენის დროს ანტიბიოტიკებს ნიშნავენ. ასევე, აუცილებელია სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები ცხვირში ჩასაწვეთებლად, რათა ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპება არ მოხდეს. სასურველია, ყურიდან ჩირქისა და ლორწოს გამოსადევნად გამოიყენოთ 0,9-პროცენტიანი ნატრიუმის ქლორიდში დასველებული ბამბადახვეული ჩხირები.
ყურის ტკივილის დროს ბევრი ანიჭებს უპირატესობას თბილ საფენებს. ამას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, რადგან, მათი გამოყენება მხოლოდ დაავადების პირველ საათებშია რეკომენდებული, ანუ, მანამ, სანამ ჩირქდენა განვითარდება. არ შეიძლება ყურში სპირტზე დამზადებული წვეთების ჩაწვეთება, რადგან, შესაძლოა, ლორწოვანის დაწვა გამოიწვიოს.
ოტიტის პროფილაქტიკისთვის მთავარია, მოერიდოთ გაციებას და ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ცხვირი და ყელი ყოველდღე გამოირეცხეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, ბანაობის შემდეგ კი ყურები ბამბით კარგად გაიმშრალეთ.

скачать dle 11.3