კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ექიმის რჩევები

კითხვა: გადადის თუ არა ჰიპერჰიდროზი მემკვიდრეობით და თუ არსებობს მისი მკურნალობის მეთოდები?
პასუხი: ჰიპერჰიდროზი, ანუ ჭარბი ოფლიანობა, მემკვიდრეობით არ გადაეცემა. შეიძლება, ვილაპარაკოთ გარკვეულ მემკვიდრეობით განწყობაზე ოფლიანობისადმი. ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია ნერვული სისტემის განვითარებისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირების თავისებურებებზე. მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიულად და ლაზერით. პირველ შემთხვევაში ხდება საოფლე ჯირკვლების ან მათი ნერვული დაბოლოებების მექანიკური განადგურება. ლაზერით ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავანადგუროთ მხოლოდ საოფლე ჯირკვლების უჯრედები და არ შევეხოთ გარშემო მდებარე ქსოვილებს. რეაბილიტაცია 2 დღეს არ აღემატება.
კითხვა: მშობიარობის შემდეგ მუცელი წვრილ-წვრილ ნაკეცებად ჩამომეკიდა, განსაკუთრებით – ჭიპის არეში. რამეს ხომ ვერ მირჩევთ?
პასუხი: თქვენი პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირია მშობიარობის შემდეგ, რადგან კუნთებისა და კანის ტონუსი ყველა ნამშობიარებს არ აღუდგება. დაგეხმარებათ ქირურგია. ჭიპის ირგვლივ პატარა ნასვრეტებიდან ენდოსკოპიურად შეიძლება კუნთების ტონუსის აღდგენა, ხოლო კანის ტონუსზე ეფექტურად მოქმედებს ლაზერული პროცედურები. სულ რამდენიმე პროცედურა და – ორსულობას მხოლოდ თქვენი შვილები მოგაგონებენ.
კითხვა: დიდი ხანია, ვიკეთებ ბოტოქსის ინიექციებს. აქამდე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ, ამ ბოლო დროს წარბებმა ქვემოთ დაწევა დაიწყო. რა ხდება და როგორ მოვიქცე?
პასუხი: მიზეზი, შეიძლება, რამდენიმე იყოს. მათ შორის ყველაზე ხშირია ბოტოქსის შეყვანის არასწორად შერჩეული წერტილები. ამის გამოსწორება გამოცდილი ექიმ-კოსმეტოლოგისთვის არ არის რთული ამოცანა; მეორე ადგილზეა კუნთების ქრონიკული დაღლილობის ეფექტი, რომელიც ბოტოქსის ხანგრძლივად შეყვანის ფონზე ვითარდება. წარბის ყველაზე მოძრავი ნაწილია მისი დაბოლოება და კანი ამ ბოლოების გარშემო. არსებობს რამდენიმე მარტივი მანიპულაცია მისი ლიფტინგისთვის. მაგალითად, ბოტოქსის შეყვანა არა სტანდარტულ წერტილებში, არამედ ეგრეთ წოდებულ „ფრანგულ“ წერტილებში წარბის ზემოთ. არის მარტივი ქირურგიული მეთოდიც, არაჩვეულებრივი ეფექტით – პატარა ნაჩხვლეტის საშუალებით წარბი ფიქსირდება თქვენთვის სასურველ სიმაღლეზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3