კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფიფას” სირიული რისხვა

 მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია „ფიფამ” სირიის ეროვნული ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან მოკვეთა. ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სირიელებმა ნაკრების რიგებში ნატურალიზებულ ფეხბურთელს, ჟორჟ მურადას მისცეს თამაშის საშუალება, რაც „ფიფას” წესდების უხეში დარღვევაა – მურადას მანამდე, შვედეთის ნაკრების რიგებში ჰქონდა ჩატარებული ორი ოფიციალური მატჩი. თუკი, ფეხბურთელს ერთი ქვეყნის ნაკრებში აქვს ნათამაშები, მას არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს და სწორედ ამ წესის დაუცველობის გამო დაისაჯა სირიის ნაკრები. „ფიფამ” სპეციალური განმარტება გააკეთა, რომ მათ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს. ქვეყნის შიგნით მიმდინარე არეულობა „ფიფას” საქმე არაა.

скачать dle 11.3