კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემმა ახლობელმა, რომელიც ეროვნებით არ არის ქართველი, გვარი გადაიკეთა და ქართველად ჩაეწერა. მაინტერესებს, როგორ უყურებს ამგვარ საქციელს ეკლესია? ითვლება თუ არა გვარის გადაკეთება ცოდვად?
პასუხი: ეს არ არის სარწმუნოებრივი საკითხი და ამაზე ეკლესია კატეგორიულ პასუხს ვერ გასცემს. შესაძლოა, ადამიანი ეროვნებით ქართველი იყოს, მაგრამ, ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის არაფერი გააკეთოს. ყოველ ცალკეულ შემთხვევას საერთო საზომით ვერ მივუდგებით. ყველაფრის მიუხედავად, შეგვიძლია, გითხრათ, რომ ეს საქციელი ადამიანს ცოდვაში მაინც არ ჩაეთვლება.
კითხვა: ჩემს დას მოულოდნელად გაუტყდა ჯვარი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. ამას ძალიან განიცდის და შიშობს, რომ რაიმე ცუდი შეემთხვევა. თქვენ რას გვეტყვით?
პასუხი: ადამიანები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას და ნერვიულობენ ისეთ საკითხებზე, რაც ნაკლებად არის მნიშვნელოვანი. ჯვარს, რა თქმა უნდა, სათუთად უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ, მისი უნებლიე დაზიანება ტრაგედიად არ უნდა აღიქვათ. შიში იმის შესახებ, რომ რამე ცუდი მოხდება ჯვრის დაზიანების შემთხვევაში, ცრურწმენაა. შეიძინეთ ახალი ჯვარი, აკურთხებინეთ და მშვიდად ატარეთ.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სულიერებაზე ზრუნვა?
პასუხი: ბავშვი სულ მცირე ასაკიდანვე ხშირად მიიყვანეთ ხატებთან. შემდგომში მნიშვნელოვანია მისი ხშირი ზიარება, ტაძარში ტარება, კურთხევა მღვდლის მიერ, ლოცვა მისთვის, სულიერი ხასიათის საუბრები მასთან და მისი თანდასწრებით. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გააკეთოთ.
კითხვა: მონათლული ვარ ახალციხეში სომეხი მღვდლის მიერ, ნათლია კი ქართველი მყავს. ვითვლები თუ არა მონათლულად?
პასუხი: გაარკვიეთ, თუ ეროვნებით სომეხი მღვდელი მართლმადიდებელი იყო და არა მონოფიზიტი, მაშინ, მონათლულად ითვლებით, თუ არა, აუცილებლად მიმართეთ მართლმადიდებელ მოძღვარს, რომელიც ნათლობას შეასრულებს და თქვენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი გახდებით.

скачать dle 11.3