კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიულ რყევებში


უფულო დაზვერვა და თავნება მთავრობა

საქართველოს მთავრობას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი ერთხელ უკვე დაუწუნეს; რაც მთავარია, არა მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობამ, თვით საპარლამენტო უმრავლესობამაც კი. თვით-მეთქი, რადგან, თუ ხელისუფლება ერთი გუნდია (ლამის სიზმრებიც კი ერთნაირი ნახონ), რთული წარმოსადგენია, რომ მთავრობას ეთავნება და ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ საკუთარი ვერსია წარედგინა. მაგრამ, როგორც ჩანს, მეტი დამაჯერებლობისთვის (დემოკრატიის ტალღები გვარყევსო) თავდაპირველი ვარიანტი პარლამენტმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ამის შემდეგ მოვლენები ჩვეულად განვითარდა: ერთხელ დაწუნებული პროექტი მთავრობამ გადააკეთა (კანონმდებლების რჩევები გაითვალისწინაო) და საკანონმდებლო ორგანოში თავიდან შეიტანა (თან ფინანსთა მინისტრიც მიაყოლა, რა თქმა უნდა, განმარტებებისთვის). ბიუჯეტის ახალი პროექტი საპარლამენტო უმცირესობამ კვლავ დაიწუნა (სოციალურად ორიენტირებული არ არისო), სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ მოიწონა. მოიწონებდა, რადგან საკმარისად მიაჩნია, რომ 2010 წელს გაიზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება, ძალოვანთა დაფინანსება კი შემცირდება (თავდაცვის სამინისტროს, წესით, დაფინანსება საერთოდაც არ სჭირდება, თუ ძირითად ფუნქციად ისევ ვენახის კრეფას შევუთავსებთ). ფინანსთა მინისტრი კანონმდებლებს დაჰპირდა, რომ გაითვალისწინებს „ქრისტიან-დემოკრატების“ რჩევას (და საგარეო დაზვერვას დაფინანსებას გაუზრდიან), თუმცა ისიცაა, რატომ უნდა გავუზარდოთ დაფინანსება საგარეო დაზვერვას, თუკი ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ გატაცებული ჩვენი მოზარდების ბედს სეპარატისტული ტელევიზიებიდან გავიგებთ?!


скачать dle 11.3