კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახტანგოვის თეატრში სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში სტალინმა განუმეორებელი ფრაზა ჩაწერა

ივანე ალექსანდრეს ძე ბენედიქტოვს ორი ათეული წლის განმავლობაში (1938-1958) მაღალი თანამდებობები ეკავა ქვეყნის ხელმძღვანელობაში. ის შესანიშნავად იცნობდა სტალინს, ხრუშჩოვსა და სხვა გამოჩენილ პოლიტიკურ თუ სამეურნეო ხელმძღვანელთა მუშაობის მეთოდებსა და სტილს. აი, რას ამბობს რეპრესიებთან დაკავშირებით ბენედიქტოვი: „ხრუშჩოვის ბრძანებით განადგურდა 30-40-იანი წლების რეპრესიებთან დაკავშირებული უამრავი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ამით, უპირველესად, ის ცდილობდა, მიეჩქმალა თავისი მონაწილეობა მოსკოვსა და უკრაინაში მომხდარ საზარელ ამბებში, რამაც უდანაშაულო ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. ამავე დროს, განადგურდა სხვა სახის დოკუმენტებიც, რომლებიც უცილობლად ასაბუთებდა რეპრესიული აქციების საფუძვლიანობას. ისინი მიმართული იყო გამოჩენილ პარტიულ და სამხედრო მოღვაწეთა წინააღმდეგ. ხრუშჩოვი ცდილობდა, თავის დაძვრენას და მთელი დანაშაულის სტალინსა და სტალინელებზე გადაბრალებას, რადგან მათში საკუთარი ძალაუფლების ძირითად საფრთხეს ხედავდა“. ეს ის პიროვნებაა, რომელიც ბელადმა ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისრის პოსტზე წარადგინა. სტალინმა თქვა, რომ: „ბიუროკრატიზმი სახალხო კომისარიატში არ მცირდება, პატივს ვცემ ძველ ბოლშევიკს, ვეტერან კომისარს, მაგრამ მან ბიუროკრატიზმს თავი ვერ გაართვა, ასაკიც არ უწყობს ხელს. წინადადება შემომაქვს, ამ თანამდებობაზე დაინიშნოს ახალგაზრდა სპეციალისტი ბენედიქტოვი“. რამდენიმე წუთის შემდეგ კანდიდატურა ვოროშილოვმა სტალინთან მიიყვანა, რომელმაც ჰკითხა, თანახმა იყო თუ არა მიღებულ გადაწყვეტილებაზე. – ახალგაზრდა ვარ და არ ვიცი, მეყოფა თუ არა გამოცდილებაო, – უპასუხა ნიჭიერმა სპეციალისტმა. ახალგაზრდობა ისეთი ნაკლია, რომელიც, სამწუხაროდ, სწრაფად გაივლის, ნეტავ, ეს ნაკლი ჩვენც გვქონდეს, არა, მოლოტოვ და ვოროშილოვ, – იკითხა ბელადმა. მოლოტოვმა თავი ვერ შეიკავა და გაიცინა. სტალინმა სერიოზული სახე მიიღო და უთხრა: ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების საქმეა, მთავარია, სწავლის სურვილი იყოს. ნუ გაყოყოჩდებით, ბევრჯერ წამოგეწევა ქვა აღმართში. სიძნელეების გადასალახად განეწყვეთო. ამის შემდეგ ბენედიქტოვს უფლება არ ჰქონდა, არ მოეხსენებინა ბელადისთვის შინსახკომში მისი გამოძახების შესახებ. სტალინი შეიჭმუხნა, დადუმდა, ჯიქურ მიაჩერდა და უთხრა: „მიპასუხეთ პატიოსნად, როგორც კომუნისტმა, აქვს კი რამე საფუძველი თქვენს წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს? – არავითარი, – არ დაიბნა ბენედიქტოვი, – წადით და იმუშავეთ, უბრძანა სტალინმა“. საუბრის მეორე დღეს ბენედიქტოვს, რომელიც მართლა დამნაშავე იყო, ცეკას ერთ-ერთმა მდივანმა დაურეკა და უთხრა: გადარჩენილი ხარ, ალბათ, სტალინს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ეუხერხულაო. ბენედიქტოვი კი დარწმუნებული იყო, რომ სტალინისთვის ფორმალურ მოსაზრებებსა და პირად ამბიციებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამოდიოდა და, თუ საქმე მოითხოვდა, სულაც არ შერცხვებოდა გადაწყვეტილების შეცვლა. ნაკლებად ინაღვლებდა, რას იტყოდნენ სხვები ამის თაობაზე. საქმე ის იყო, რომ ბენედიქტოვის „მავნებლობის“ საქმე ბელადმა პირად კონტროლზე აიყვანა. ივანე ალექსანდრეს ძე იფიცებოდა, რომ საკითხებს, რომლებიც ხალხთა მტრის იარლიყით დადანაშაულებულ ადამიანებს ეხებოდა, ბელადი ლიბერალურად უდგებოდა და როგორც წესი, ბრალდებულის მხარეს იდგა, ამართლებდა მათ. ამის დამადასტურებელი ფაქტები სტალინგრადის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, ჩუიანოვის, მემუარებშიც უხვადაა. კაცი, რომელსაც შეუძლებელია, რაიმე პირადი ინტერესი ჰქონოდა, ამბობდა, რომ ბევრჯერ შესწრებია კამათს კაგანოვიჩთან და ანდრეევთან, რომლებიც ამ საქმის „შევარდნები“ იყვნენ. მეტიც, ამტკიცებდა, რომ რეპრესიები სტალინის ზურგს უკან ხდებოდა. გარდა ამისა, უამრავი ფაქტია, რომ ხალხის მტრები მართლაც არსებობდნენ და 30-იანი და 40-იანი წლების რეპრესიები, ძირითადად, ობიექტური ფაქტორებით იყო გამოწვეული – საბჭოთა კავშირს მრავალი შენიღბული მტერი ჰყავდა. ოქტომბრის რევოლუციამ ბევრს ჩამოართვა სიმდიდრე, გაუუქმა პრივილეგიები, სხვისი შრომის ხარჯზე ცხოვრების შესაძლებლობა. ყველა როდი გაქცეულა უცხოეთში, ბევრმა ისარგებლა არეულობით და სახელმწიფო და პარტიულ აპარატში შეძვრა. მით უფრო, რომ იმ დროს განათლებული ადამიანებისა და კვალიფიციური სპეციალისტების უკმარისობა აშკარად იგრძნობოდა. მტრებს შორის იყვნენ: ნეპმანები, კულაკები, გლეხთა ნაწილი, მაგრამ სერიოზულ საშიშროებას იატაკქვეშეთში გადასული ბურჟუაზიული და მონარქისტულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები წარმოადგენდნენ. მათ რეგულარული კავშირი ჰქონდათ ემიგრანტულ წრეებთან. ეს ყველაფერი სტალინისა და ჩეკისტების გამონაგონი კი არა, პროზაული რეალობა იყო. ბელადი ყველა საშუალებით აცილებდა ქვეყანას საფრთხეებს და ხშირად ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებდა. ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი – ცხადია, შეცდომებიც იყო და სწორი გადაწყვეტილებებიც. ამას არც ბელადი უარყოფს: „როგორც კი მოვკვდები, პოლიტბიუროში და მთავრობაში ერთმანეთს დაერევით. ჩვენს საერთო შეცდომებში დამნაშავეს დაუწყებთ ძებნას. დიახ, შეცდომები იყო და ყველაფერში მე დამადანაშაულებთ, მაგრამ არა უშავს, ისტორიის ქარი, დროთა განმავლობაში, ყველაფერს გაფანტავს“, – ეს სტალინის წინასწარმეტყველებაა, რომელიც ახდა. სოციალისტური შრომის გმირი, კარგინი კომპარტიის იმ ყრილობის მონაწილე იყო, რომელმაც სტალინის პიროვნების კულტის საკითხი განიხილა და ახსოვს, როგორ გაჩნდა მავზოლეუმის კედელზე წარწერა: „დაკეტილია რემონტის გამო“. სხვათა შორის, ის აღიარებდა, რომ სტალინის კულტი მართლაც არსებობდა. ეს მან ყრილობაზეც თქვა, ოღონდ განსხვავებული ინტერპრეტაციით – პიროვნების კულტი იყო, მაგრამ მართლაცდა პიროვნების!
ხელოვნებათმცოდნე ევგენი გრომოვი, რომელიც აღიარებული ავტორიტეტია და თანამედროვე რუსული კულტურის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი, იმის მიუხედავად, რომ ორგანულად ვერ იტანდა კომუნისტურ თეორიებს და საერთოდ კომუნისტებს, ამბობს: „ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ მრავალი ნიჭიერი შემოქმედი ადამიანი პატივისცემით იყო განმსჭვალული სტალინის მიმართ და თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. მას ხოტბას გულწრფელად ასხამდნენ“. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მას ასეთად მოჰყავს შოლოხოვის მიერ წარმოთქმული სიტყვა: „ამხანაგებო, სიხარულის და უბედურების დროს, ჩვენი ფიქრები ახალი ცხოვრების შემოქმედისკენაა მიმართული. უღრმესი ადამიანური უბრალოებისა და მოკრძალებულების მიუხედავად, ჩვენი გადამეტებული სიყვარულისა და ერთგულების მოთმენა მაინც მოუწევს, რადგან ხალხის ნათელი მომავალი მასზეა დამოკიდებული“. გრომოვი იმასაც ადასტურებს, რომ სტალინს თაყვანისმცემლები საბჭოთა რეჟიმის აშკარა მოწინააღმდეგეებს შორისაც ჰყავდა – 1935 წლის შემოდგომაზე, ლეგენდარული პოეტი ქალის, ანა ახმატოვას მეუღლე და შვილი დააპატიმრეს. პოეტს მხარში ამოუდგა რუსული კულტურის ელიტა: ბულგაკოვი, პილნიაკი, სეიფულინა, მანდელშტამი, პასტერნაკი... ახმატოვამ სტალინს მოკლე წერილი გაუგზავნა, რომელიც მარტივად, პირდაპირი თხოვნით დაამთავრა: „მიშველეთ, იოსებ ბესარიონის ძევ“. წერილში ეწერა, რომ თავდებად უდგება საკუთარი ოჯახის წევრებს, რადგან დარწმუნებულია, რომ ისინი სახელმწიფო დამნაშავეები არ არიან. ბელადს წერილი ბორის პასტერნაკმაც მისწერა, სადაც ბრწყინვალედ დაახასიათა პოეტი ქალი და მისი ოჯახი, კერძოდ ის, რომ დიდი ხანია, აკვირდება მის ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომელიც ღირსებითაა აღსავსე; რომ არაფერზე უწუწუნია, ძალზე მოკრძალებულად ცხოვრობს და არასდროს არავისთვის არაფერი უთხოვია და რომ ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია. ახმატოვას ცნობილი მწერალი, ლიდია სეიფულინაც გამოექომაგა. ლიდია ყოველთვის გამოირჩეოდა დამოუკიდებელი შეხედულებებით, მტკიცე პრინციპებითა და სამართლიანობით. მართალია სტალინური პრემიით არასდროს დაუჯილდოებიათ, მაგრამ ბელადი მის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. ერთხელ ვახტანგოვის თეატრში მისი პიესის, „ვორინეას“ ნახვის შემდეგ, სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში განუმეორებელი ფრაზა ჩაწერა: „ეს დრამა ცხოვრების ნაწილია, რომელიც ცხოვრების დრამიდანაა აღებული“. მწერალ მაქსიმ გორკის სახლში ერთ-ერთი შეხვედრის დროს კი, სადაც მწერლები ლიტერატურული კრიტიკის გამკაცრებაზე საუბრობდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მძაფრი კრიტიკის ხელკეტად გადაქცევის იდეაც კი გამოთქვა. სეიფულინა კონსტრუქციული, სამართლიანი, ჯანსაღი კრიტიკის დაცვის იდეით გამოვიდა და ისიც თქვა, რომ ხელკეტის გამოყენება შემოქმედ ადამიანებთან ანტიჰუმანურია და მათ გაფრთხილება სჭირდებათ. დამსწრე საზოგადოებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. სტალინი კი ადგა, ყველაფერში დაეთანხმა მწერალ ქალბატონს და ისიც თქვა, რომ საბჭოთა ლიტერატორები კარგ ტონს იმსახურებენ, რადგან ადამიანთა „სულების ინჟინრები“ არიან. ფაქტია, რომ „სულების ინჟინრების“ შუამდგომლობამ ანა ახმატოვა გადაარჩინა. ბელადის სპეციალური განკარგულებით, მისი ქმარიც გაათავისუფლეს და შვილიც. (ლევ გუმილიოვი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა 1992 წელს). დღეს სტალინის პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ ინსინუაციებს შორის ვხვდებით ისეთსაც, თითქოს სტალინი პოეტებს აიძულებდა, მისთვის ხოტბა შეესხათ და პასტერნაკისა და ახმატოვას გვარებსაც იხსენიებენ.
ცხადია, რომ ბრალდება უსუსურია, რადგან სტალინს ეს მართლაც არ სჭირდებოდა.
P.S. პირველი პოეტი საბჭოთა ლიტერატურაში, რომელმაც სტალინზე საქებარი ლექსი გამოაქვეყნა, ბორის პასტერნაკი იყო.

скачать dle 11.3