კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უსაფრთხოდ გამთბრები


ღარიბების ქვეყანა

სამწუხარო რეალობის თანახმად, ამ ქვეყანაში ზოგი უგაზობით (ანუ სიცივით) იტანჯება, ზოგიც გაზის გამათბობლების არასწორი ექსპლუატაციის გამო იხოცება. ჰოდა, რაკი უბედური შემთხვევები თბილისური ზამთრის თანმდევი პროცესია (თბილისის მერს დავესესხები), ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მერიამ ხელი ჯიბეზე გაიკრა (ან კი რატომ არ გაიკრავდა, ბიუჯეტს ხომ ჩვენგან ავსებს?!), „ყაზტრანსგაზის“ მესვეურები თავისთან მიიხმო და მოსახლეობისთვის გაზის გამათბობლების უსაფრთხო მონტაჟში თანადგომა სთხოვა. შესაბამისად, თუკი ეჭვი გეპარებათ საკუთარი გამათბობლების სანდოობაში, „ყაზტრანსგაზს“ უნდა მიმართოთ, სპეციალისტები ადგილზე მოვლენ და კომპეტენტურ დიაგნოზსაც დაგისვამენ (ბუნებრივია, თქვენს გამათბობელს), ხარჯებს კი დედაქალაქის მერია გაიღებს. ამას გარდა, ბ-ნმა მერმა ისიც დასძინა, რომ ტელევიზიით შესაბამისი სარეკლამო რგოლებიც გავა, რომლებიც მოსახლეობას დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის გამათბობლების ტექნიკურად გამართული მონტაჟის შესახებ (ტელევიზიებს სასიხარულოდ აქვთ საქმე, რადგან ზამთრის სეზონზე სტაბილური სარეკლამო შემოსავლის დამატებითი წყაროც გამოუჩნდათ). როგორც უნდა იყოს, რაკი ამ ნოვაციის მიზანი თბილისელების უსაფრთხო გათბობაა (და მერე რა, რომ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, როგორ და რა თანხა დაიხარჯება ამ იდეის ხორცშესხმისთვის), მისალმების გარდა, არაფერი დაგვრჩენია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებ ფიალაში ბოლო წვეთი გაზით ოთხსულიანი ოჯახის დაღუპვამ შეასრულა და იმასაც დავამატებთ, რომ „ყაზტრანსგაზის“ განმარტებით, ეს კონკრეტული უბედური შემთხვევა გაზქურის გაუმართაობამ გამოიწვია (რომელსაც ოჯახი, სავარაუდოდ, გასათბობად იყენებდა), აშკარაა, ღარიბების ქვეყანაში, როგორც ზღვას ქვიშა, ხელისუფალს ზრუნვის გამოჩენის საგანი არ დაელევა.


скачать dle 11.3