კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი სამეულის შეხვედრის ადგილები – ბაღდადი, ქაირო და ალასკა სტალინმა დაბლოკა

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მემუარებიდან:
„ვნახოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა გამოგვივიდა... ჩრდილოეთში ყველაფერი კარგად გვაქვს; ფინეთმა ჩვენთან სერიოზული შეცდომები დაუშვა, ამიტომ გადავწიეთ საზღვარი ლენინგრადიდან მოშორებით; ბალტიისპირეთი, რუსეთის მკვიდრი მიწა-წყალია და ჯერ ისევ ჩვენია; ბელორუსები, უკრაინელები და მოლდოველები დაბრუნებული მიწების შემოერთების შემდეგ, ერთად ცხოვრობენ. დასავლეთში ყველაფერი კარგადაა. ვნახოთ აღმოსავლეთი – კურილიის კუნძულები ახლა ჩვენია; სახალინი მთლიანად ჩვენია; პორტ-არტურიც ჩვენია და შორეული აღმოსავლეთიც; ჩინეთი და მონღოლეთი ხომ ჩვენია და ჩვენი... შემდეგ ჩიბუხით წრე შემოავლო რუკაზე, კავკასია-თურქეთის საზღვარზე შეაჩერა და თქვა, – აქ მე, ჩვენი საზღვარი არ მომწონს“. „მიწების გამაერთიანებლის“ უნიკალური ჩანაწერი მოიპოვება მაქსიმ გორკის სახელობის რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში: „რუსული ორდენის ამოცანები: 1. მთავარი და განმსაზღვრელი – მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გაერთიანება რუსეთის ირგვლივ; 2. პატრიოტიზმის პროპაგანდა მართლმადიდებლობის გზით; 3. მმართველი ელიტისთვის მომავალი კადრების აღზრდა; 4. ბრძოლა მასონური და სიონისტური ძალების წინააღმდეგ და მათი სრული განადგურება; 5. რუსული ორდენის წევრებიდან მეფის არჩევა. როგორი უნდა იყოს რუსული ორდენის წევრი? – რუსული იდეის ერთგული, უყვარდეს ჭეშმარიტება, იყოს მომთმენი, ვაჟკაცური, პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი, მოკრძალებული, დისციპლინირებული, საიდუმლოების შემნახველი. კომპარტიის წევრებს ეს გაუჭირდათ. ეს პარტია დიდი ხანია, რუსული აღარ არის. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ორდენთან ურთიერთობა ისეთი უნდა იყოს, როგორც ცოცხალ ორგანიზმთან – პრიორიტეტული, რაც ორგანიზაციის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და, ყველაზე მთავარია – კონსპირაციული იმ დრომდე, სანამ მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი არ დადგება“. – იოსებ სტალინი.
როდის, თუ არა მეორე მსოფლიო ომის დროს, შეეძლო სოსო ჯუღაშვილს მსოფლიო მნიშვნელობის იდეების განხორციელება. აბსურდია იმის მტკიცება, რომ სტალინმა დაიწყო ომი. ერთ ადამიანს, რაოდენ გენიალური ნიჭით იყოს დაჯილდოებული, ეს არ შეუძლია. საინტერესოა, რატომ არ მიიღო ზომები აღნიშნულის აღსაკვეთად, არ შეეძლო, თუ არ მიაჩნდა აუცილებლად? ერთი რამ ცხადია, რუსულ ორდენს არასდროს მიუღწევია ისეთი ძლევამოსილებისთვის, როგორც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ. მანამდე, პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებული იყო იმისგან, როგორსაც დღეს წარმოგვიდგენენ. კერძოდ, დღეს ითვლება, რომ საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეობა, ბუნებრივი და გულწრფელი ინტერესებიდან გამომდინარეობდა. არადა, ეს ასე არ ყოფილა, ისტორია შეიძლება, სხვა გზით წასულიყო. 1943 წელს ამერიკა და ინგლისი გერმანიის მხარდასაჭერად მზად იყვნენ. ფაშისტური და კომუნისტური ზესახელმწიფოების ბედი საბოლოოდ, 1943 წლის 28 ნოემბერს, თეირანის კონფერენციაზე უნდა გადაწყვეტილიყო. მხარეთა დისპოზიცია ურთულესი იყო. ამერიკელებისთვის ადგილობრივი ევროპული „გარჩევები“ იმდენად სახიფათო არ გახლდათ, როგორც ბრიტანელებისთვის, რომელთაც ატლანტიკური ზესახელმწიფოს სტატუსის აღდგენა უნდოდათ. სწორედ ამიტომ ეშინოდათ რუსეთის გაძლიერების. ამ და სხვა მიზეზების გამო, ბერლინს ლონდონისა და ვაშინგტონის დახმარების იმედი გადაწურული არ ჰქონდა, თუნდაც საბჭოთა არმიის შეტევის შეჩერების და მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დარჩენის მიზნით. ფაქტია, რომ მათ შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პოლიტიკური ძალების ასეთი განლაგება სტალინს არ აძლევდა ხელს, რადგან მსოფლიოში უპრეცედენტო გავლენის მისაღწევად, მოსკოვს ჰიტლერის სრული განადგურება სჭირდებოდა. მაგრამ, ამავე დროს, ფაშისტებზე გამარჯვება, ამერიკული ლენდ-ლიზის და მეორე ფრონტის გახსნის გარეშე, რთული, თითქმის შეუძლებელი იყო. ერთი მხრივ, მოკავშირე ზესახელმწიფოები ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თითქოს ერთ პოზიციებზე იდგნენ – ინგლისი და ამერიკა საბჭოთა კავშირს სამხედრო ტექნიკითა და სამეურნეო პროდუქციით ამარაგებდა, რისი მეშვეობითაც ამ უკანასკნელმა სერიოზული გამარჯვებები მოიპოვა სტალინგრადთან და კურსკთან. მაგრამ, სიმართლე ითქვას, მოკავშირეებს რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები ჰქონდათ. ანუ, ჩერჩილი და რუზველტი ისე გაემგზავრნენ ირანში, გადაწყვეტილი არ ჰქონდათ, ვისთვის გაეხსნათ მეორე ფრონტი. სამაგიეროდ, ეს იცოდა სტალინმა და მათ უპრინციპობას წერტილი დაუსვა.
თეირანი, 1943 წელი – ტერორი
რუსული ორდენის წინააღმდეგ
ვარიანტი ბევრი იყო (იგულისხმება დიდი სამეულის შეხვედრის ადგილი), მაგრამ ალასკაზე, ბაღდადსა და ქაიროზე სტალინმა თქვა უარი და როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არჩევანი თეირანზე შეაჩერა. ომამდე თეირანში გერმანელი სამხედროები იყვნენ. ქვეყანა მესამე რაიხის აშკარა გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ამიტომ შეიყვანა 1941 წელს სტალინმა იქ საბჭოთა არმია (ამერიკელებთან და ინგლისელებთან ერთად). ოპერაციამ უსისხლოდ ჩაიარა, მაგრამ ირანში გერმანული აგენტურული ქსელი მაინც დარჩა. ევროპული წარმოშობის ადამიანების გვამებს თეირანის ქუჩებში ხშირად პოულობდნენ. სიტუაციის კონტროლი ხშირად რთული იყო, ამიტომ სამი ზესახელმწიფოს ლიდერების შეხვედრამდე, თეირანში აბსოლუტურად ყველა მასობრივი ინფორმაციის საშუალების მაუწყებლობა, სატელეფონო კავშირები, ტელეგრაფი და რადიოკავშირიც კი შეწყდა. საბჭოთა დიპლომატთა ოჯახებიც დროებით ევაკუირებული იქნენ. ეს შემთხვევით არ იყო, რადგან გერმანელებიც ფიქრობდნენ, როგორ დახვედროდნენ „დიდ სამეულს“. სტალინს საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა იმის თაობაზე, რომ მესამე რაიხის სადაზვერვო სამმართველოს დივერსიული ჯგუფის უფროსი – ოტო სკორცენი, დივერსიული ოპერაციის ჩატარებას აპირებდა კოდური სახელწოდებით „გრძელი ნახტომი“. თვითონ ოტო ამას უარყოფდა, რასაც ისტორიკოსები რამდენიმე მიზეზით ხსნიან: პირველი – სკორცენს სიამოვნებას არ ანიჭებდა ფაქტი, რომ მოკავშირეების სპეცსამსახურებმა მის უწყებას აჯობეს; მეორე – პროფესიონალი მზვერავები ზოგიერთ საკითხზე საუბარს პენსიაზე ყოფნის დროსაც არიდებენ თავს; მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ოტო სკორცენი ორმაგი აგენტი იყო და არა მხოლოდ ჰიტლერისთვის, სტალინისთვისაც მუშაობდა. ამ ვერსიით, ინფორმაცია „გრძელი ნახტომის“ გეგმის შესახებ, სტალინისთვის მანამდე იყო ცნობილი, სანამ შემუშავდებოდა. მისთვის ცნობილი იყო ასევე, ირანში მოქმედი რამდენიმე ათასი გერმანელი ტერორისტის „მოღვაწეობის“ შესახებ. მათ შორის იყვნენ ისეთი აგენტებიც, რომლებიც თეირანში თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობდნენ. რამდენიმე მაგალითიც საკმარისია: „ეს-დეს“ ოფიცერი, ფრანც მაიერი თეირანის სომხურ სასაფლაოზე მესაფლავედ მუშაობდა, მაგრამ სტალინის მზვერავებმა ის გაშიფრეს. „ესესის“ ჰაუპტშტურმფიურერმა, იულიუს შულცემ კი, არნახული პროფესიონალიზმი გამოიჩინა და ისპაჰანის მუსლიმანებს მოლად მოევლინა. რა გასაკვირია, რომ პარასკევობით, მისი ქადაგებები რელიგიურ თეზებს სცილდებოდა და პოლიტიკურ მოწოდებებში გადაიზრდებოდა ხოლმე. ის სტალინის მზვერავებმა სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა მორწმუნე მუსლიმანებს არწმუნებდა, ყველა მუსლიმანის მოვალეობაა ინგლისელებისა და რუსებისთვის ჯიჰადის გამოცხადება, რადგან ისინი ისლამის წმიდა მიწებს შეურაცხყოფენო. დაკითხვის დროს გაირკვა, რომ გერმანელი ტერორისტები წყალგაყვანილობის სისტემიდან აპირებდნენ საბჭოთა საელჩოში შეღწევას. წარმატებული ოპერაციის შემდეგ, აღნიშნული სისტემა ბრიტანელებმა აიღეს კონტროლქვეშ. ამის გამო ჰიტლერის „აბვერმა“ (დაზვერვის სამსახური) საბჭოთა საელჩოს აფეთქება განიზრახა, მაგრამ მიწისქვეშა კომუნიკაციებში შეღწევა მხოლოდ თეირანში არსებული, ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვრის, მამა მიხეილის მეშვეობით შეიძლებოდა. სპარსი ისტორიკოსი, პროფესორი მუჰამედ ახმადი უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ გერმანელებმა მამა მიხეილს იმდროისთვის უზარმაზარი თანხა, 50 ათასი ინგლისური ფუნტი შესთავაზეს თანამშრომლობისთვის. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარს ყველაფერი საბჭოთა ეზიზღებოდა და ეკლესიაში მეფის დროიდან მსახურობდა, ზნეობრივი პოზიციის დაკავება არ გასჭირვებია – სტალინთან აუდიენცია ითხოვა. მან შეახსენა ბელადს, რომ ხანდაზმულობის მიუხედავად, ახსოვს, თუ როგორ გალობდა ახალგაზრდა სემინარიელი, როცა ის პეტერბურგიდან სპეციალური მისიით კავკასიაში იმყოფებოდა. საბჭოთა უშიშროების მუშაკებს კი, მან დეტალურად გააცნო ნაცისტების გეგმები.
P.S. გერმანელები იმედს არ კარგავდნენ. მათ ირანში სპეცდანიშნულების ორი გაწვრთნილი რაზმი შეგზავნეს, რომლებიც თეირანის გარეუბანში დაბანაკდნენ. რუსულმა და ბრიტანულმა დაზვერვამ კომანდოსების ნაწილი დაატყვევა, მათი მეშვეობით კი, დისლოკაციის ადგილი დაადგინა და მტერი მთლიანად გაანადგურა. ოტო სკორცენმა ჰიტლერს წინადადებით მიმართა, რომელიც თვალის ასახვევი მანევრი უფრო იყო. რატომ? – თვითმფრინავი, რომელსაც კამიკაძე მართავდა და ბომბებით იყო გატენილი, რათა საბჭოთა საელჩოს დაჯახებოდა, აფრინდა, მაგრამ დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. ვერც შეასრულებდა, რადგან მსოფლიოს გამგებელი პოლიტიკოსები იქ აღარ იყვნენ. კონკრეტული მასალები ამ ისტორიასთან დაკავშირებით, დღესაც გასაიდუმლოებულია. ბრიტანულ დაზვერვას 2017 წლამდე დუმილის აღთქმა აქვს მიცემული. ამერიკელებმა არაფერი იციან(?), ხოლო რის ეშინიათ რუსებს, რთული გასაგები არ არის – სტალინის აჩრდილის.

скачать dle 11.3