კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2107”, 25 წლის. მაინტერესებს, რამდენს უნდა წვავდეს ას კილომეტრზე? ასევე, ზამთრისა და ზაფხულის წვას შორის არის თუ არა რაიმე სხვაობა?
პასუხი: ასე, ერთმნიშვნელოვნად, ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ლიტრი საწვავი შეიძლება, დაწვას თქვენმა ავტომობილმა ას კილომეტრზე. ამაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს – გააჩნია, მართვის რეჟიმს და იმ ადგილებს, სადაც მოძრაობა გიწევთ. ამას ემატება ასაკი, შესაბამისად, დეტალების ცვეთა, რომელიც საწვავის მომატებას აუცილებლად გამოიწვევს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ ავტომობილს ყოველ ას კილომეტრზე შეიძლება, დააწვევინოთ როგორც 9, ასევე 15 ლიტრი საწვავი. რაც შეეხება სეზონურ წვას, ის, რა თქმა უნდა, იცვლება. ზამთარში ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში, რადგან ტემპერატურის იმ კონდიციას, როცა მინიმალური საწვავი სჭირდება, ის გვიან აღწევს, ანუ გვიან თბება.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ, მექანიკური მართვის კოლოფით ჯობია თუ ავტომატური? არის თუ არა უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ეს ავტომობილი ოჯახისთვის?
პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს ის მექანიკურია თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, ის საკმაოდ მტკიცეა. ყველაზე მეტად კი თქვენს შეკითხვაში, ტურბირებულ ძრავას მინდა, გავუსვა ხაზი. ის საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და საკმაოდ გაუმაძღარი იმისთვის, რომ ეკონომიური იყოს. შესაბამისად, თუ ოჯახზე ზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, მაშინ უმჯობესია, არატურბირებული ძრავათი აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება. ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.

скачать dle 11.3