კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს ვაჟა მანიას „ლეტნი რომანჩიკები” და როგორ მოხვდა სალომე ბაკურაძე „სამოთხეში”

სალომე ბაკურაძე და ვაჟა მანია „ჯეოსტარმა” დაამეგობრა, მაგრამ, პროექტის ფარგლებს გარეთაც ერთმანეთის უახლოესი ადამიანები არიან. მათთან ნამდვილად არ მოიწყენ. დიდხანს ფიქრობდნენ, თუ რა შეიძლებოდა, ერთმანეთისთვის ეკითხათ, მაგრამ, პირველივე წინადადებიდან საერთოდ დაავიწყდათ, რომ სადღაც იქვე ვიყავი.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე ბაკურაძე
– გოჭი, ყოველთვის რატომ გშია?
– ყოველთვის არ მშია, გოჭი. არიან ადამიანები, ვისზეც მადა მეხსნება, მადას მიღვიძებენ. მახსოვს, „მარჯანოვში” ხშირად იყო ალაფურშეტები. სალომე რომ აიღებდა და გემრიელად დაილაგებდა თეფზე, შანსი არ იყო, ბევრი არ მეჭამა. ყოველთვის ისე გემრიელად მომართმევდი ხოლმე – აბა, მიდი, ეს გასინჯე, ნახე, ესეც რა გემრიელი იქნებაო, ბოლოს გამოდიოდა, რომ მეც ძალიან ბევრს ვჭამდი.
– ვაღიარებ, რომ, როდესაც დიეტაზე ვარ, მიყვარს სხვების დაპურება და, იცი, რამდენს ვაჭმევ?! ოღონდ, ამას ბოროტებით კი არ ვაკეთებ, რომ მე გავხდე და ისინი გასუქდნენ, არა, უბრალოდ, ამით რაღაცნაირად, ჭამის სურვილს ვიკმაყოფილებ.
– შესაბამისად, ამ დაპურება-გამოკვებაში იქამდე მივედი, შენ რომ დაგინახავ, არ არსებობს, ჭამა არ გამახსენდეს.
– იტყუები, მანამდეც გიყვარდა. ხედავ, როგორ ყველაფერი მე მბრალდება?
– მანამდეც მიყვარდა, მაგრამ, ახლა, დაგინახავ თუ არა, ეგრევე ვიწყებ: „ხომ არ წავიდეთ, ხომ არ ვჭამოთ?.. შენ მოდიხარ, თითქმის არაფერს ჭამ და გვიყურებ, ჩვენ როგორ გემრიელად მივირთმევთ.
– ბედნიერი ვარ იმით, რომ სხვა ჭამს – ესეც მაკმაყოფილებს, არ არის პრობლემა. გოჭი, შენთვის როგორია ყველაზე კარგი დასვენება?
– როცა შენთან ვარ (იცინიან), იცი და ხედავ, როგორ მიყვარს ზღვაზე ყოფნა. საერთოდ, ჩვენი დასვენება ყოველთვის სამუშაოს უკავშირდება – თან ვისვენებთ, თან ვმღერით და, ალბათ, ამიტომაც, დიდი ხანია, მთაში აღარ ვყოფილვარ – სამუშაო ძირითადად ზღვისპირეთშია ხოლმე. ისე, ძალიან მიყვარს სიმშვიდეში, მაღალმთიან სოფელში მეგობრებთან ერთად წასვლა. მაგრამ, დიდი ხანია, ასე არსად წავსულვარ. ეს ყველაფერი ძალიან მაკლია, მაგრამ, ზღვა თავისას შვრება, მარილიანი წყალი, გემრიელი ჭამა (იცინის)...
– რომელი ზღვა, აჭარის მხარე თუ სამარგალო, გოჭი?
– სამარგალო, ანაკლია, ჩემო საყვარელო.
– ანაკლია არის სამოთხე – ცაში არ იყურები და არ ლოცულობ, რომ მზიანი დღე გათენდეს. ეგვიპტესა და თურქეთივით გარანტირებულად კარგი ამინდი გაქვს.
– ყოველ ნაბიჯზე მშენებლობა მიმდინარეობს და, დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა ხანში, ძალიან ბევრი სწორედ ანაკლიაში ჩავა დასასვენებლად.
– ახლა მოიცადე: ჭამას მე მაბრალებ, დასვენებასაც... საოცარი ის არის, რომ მეგრული აქცენტით ლაპარაკსაც მე მაბრალებ.
– რა თქმა უნდა, შენი ბრალია (იცინიან)! როდესაც აღმოვაჩინე, რომ სალომემ მეგრული იცის, გადასარევად ესმის და ლაპარაკითაც ერთნაირად ვლაპარაკობთ. (მე მომმართავს, – ავტორი).
– ამ ხუმრობა-ხუმრობაში ერთმანეთს იმდენი რამ ვასწავლეთ!..
– არასდროს არავისთან მილაპარაკია მეგრულად თბილისში, გამორიცხულია. ახლა კი, როგორც კი ვხედავთ ერთმანეთს, ორივე მეგრულზე გადავდივართ, მაგრად დავხვეწეთ. ამიტომაც, გაბრალებ ყველაფერს.
– რაღაც, დასვენებაზე ვართ ორიენტირებული და, მითხარი, გღლის ის მომენტი, რომ, სადაც მუშაობ, თან იქ ისვენებ?
– საერთოდ არა. იცი, რა არის? სულ რომ არ ვმუშაობდე და ისე ვისვენებდე, სადღაც რომ მივალ და მუსიკის ხმას გავიგებ, მაინც სიმღერა მომინდება.
– თან, დაახლოებით საათ-ნახევარი გიწევს მუშაობა, ყველა შენი მეგობარი იქ არის: ხან დუეტი, ხან ტრიო, ხან ვის ამოიყვან სცენაზე, ხან ვის და, დიდი მხიარულებაა.
– თან, ცოტას სვამ, ერთობი. მოუსვენრობა მეწყება, თუ სალომეს ან მარიკოს დღეა. ისინი როცა მღერიან, სულ მინდა ხოლმე, რომ ავხტე სცენაზე და ვიმღერო.
– ვაღიარებ, რომ ეგვიპტეშიც კი ვერ დავისვენე ისე, რომ არ მემღერა. სასტუმროში რაღაც თამაშები იყო, ანიმატორებს დადგმები ჰქონდათ და სულ ვმღეროდი. ტურში ვიყავით წასულები, საჰარაში და ბედუინების სოფელში საღამო მოგვიწყვეს – ჯადოქრობები და რაღაცეები ხდებოდა. იქ იყო ცეკვა-სიმღერის კონკურსივით და, რა თქმა უნდა, ვიცეკვე და ვიმღერე კიდეც. ეს ჩვენთვის, მგონი, უფრო კომფორტია. წარმოიდგინე, ბენდი რომ მყოლოდა, იქ სოლო საღამოს მოვაწყობდი. (იცინიან).
– არასდროს დამავიწყდება ჩვენი ანაკლიის გასტროლი...
– პირველად იქ 8 წლის ასაკში ჩავედი. ზღვა რომ დავინახე გავგიჟდი, მეგონა, კოლუმბი ვიყავი და მე აღმოვაჩინე. ამდენი წლის მერე რომ ჩავედი და ასეთი გაკეთებული დამხვდა, გავგიჟდი, ძალიან მომეწონა. რადგან ზაფხულის გარშემო ვტრიალებთ, მითხარი, „ლეტნი რამანჩიკი” ხომ არ გქონია?
– თქვენ გარეშე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, აბა, რის ვაჟა ვარ, მაინც რომ არ მომეხერხებინა „ლეტნი, კურორტნი რომანები”... შენც ხომ გრძნობდი, რომ ეს პატარა „რომანჩიკები“ იყო?
– კი, გოჭი, ვგრძნობდი კი არა, პირდაპირ ვხედავდი, სახელებიც კი ვიცი, მაგრამ, საქვეყნოდ ხომ ვერ გამოვაცხადებ! შენ არ მოყვები და მე ვიტყვი, როგორ ცუნდრუკდებიან გოგოები შენ დანახვაზე. ჩემი გოჭი ძალიან ღირსეულად იქცევა ყოველთვის (მე მომმართავს, – ავტორი). საკმარისია, მიკროფონი დაიჭიროს ხელში და – ირგვლივ საზოგადოება დაცემულია, ძირს ყრია. მერე არის დაპატიჟებები ხან სად და ხან – სად (იცინიან). ვაჟიკო მოდის და გვეუბნება: ჩემო გოჭებო, წავედიო.
– რაღა უნდა დავამატო, გოჭი?
– შენთვის ეს მხოლოდ გართობაა თუ სერიოზულად აღიქვამ ამ ყველაფერს? ვიცი, სიმართლეს არ იტყვი – რომ წაიკითხონ, გზა მოგეჭრება, მაგრამ...
– არაფერი გზა არ მომეჭრება, გეტყვი. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ყოველთვის ამ ყველაფერს ძალიან ჯანმრთელად და შესაფერისად ვუყურებ, ანუ, ჯანმრთელი, ჯანსაღი თვალით ვუყურებ ზღვაზე გართობას და ყველაფერ დანარჩენსაც.
– დილით რომ იღვიძებ, ყველას სახელი გახსოვს?
– რა თქმა უნდა, მახსოვს.
– სახელი რომ დაგავიწყდეს, ეგ საქართველოში არ მოხდება – ტანზე ამოგიტვიფრავს, რომ სულ გახსოვდეს.
– რას ჰქვია, როგორ შეიძლება, სახელი არ გახსოვდეს (იცინიან)?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვაჟა მანია
– კრუიზში წასვლა გინდა?
– სულ ვოცნებობ ამაზე. ეგვიპტიდან ერთი დღით გავძვერით საკრუიზო გემით „პარადაის” კუნძულზე, კუნძულ სამოთხეზე...
– იქ, ალბათ, გემრიელი საჭმელები იქნებოდა...
– იყო, გოჭი, უგემრიელესი საჭმელები იყო. (იცინიან). ჩავედით და ვხედავ ადგილს – „ბაუნტის” რეკლამაა გაცოცხლებული: საოცარი ზღვა, მწვანე, გამჭვირვალე. რაღაც არამიწიერი თევზები დაცურავდნენ: სალათისფერი თევზი, იასამნისფერი კუდითა და ყვითელი თავით – დახატული გეგონებოდა. ჩავყვინთეთ და მთელი ეს სილამაზე ვნახეთ. ხელიდან ვაჭმევდით თევზებს და არ მიდიოდნენ. მოკლედ, მთელი ის დღე ამ სილამაზის გარშემო იახტით ვმოგზაურობდი და მივხვდი, რამხელა კომფორტი და როგორი დაუვიწყარი იქნებოდა იახტით მთელი თვით სადმე წასვლა. შუა ზღვაში გააჩერეს იახტა და დელფინებთან ერთად ვიცურავეთ.
– „ჩეკ-ინ“ არ გააკეთე კრუიზის გემზე?
– (იცინიან) „ჩეკ-ინ“ უნდა გამეკეთებინა და „თაგი” – დელფინებზე. მოკლედ, კრუიზში მოგზაურობა, სხვადასხვა ქალაქში გაჩერება, საღამოს ულამაზეს რესტორანში რომ ჩამოდიხარ კუწკუწა კაბით... ოი, მამაჩკა! ძალიან მაგარი იქნება (იცინიან). მოკლედ, კრუიზში მინდა და, დავიჯერო, ჩემს ცხოვრებაში არ მოვა ის წუთი, როდესაც ამ ოცნებას ავიხდენ?!
– აუცილებლად აიხდენ, გოჭი, შენ არ ინერვიულო. გოჭი, თითქმის არასდროს სვამ, მგონი, ჭამისა არ იყოს, სხვისი დალევით შენ თვრები.
– ასეა. ხასიათზე მოსასვლელად დალევა არ მჭირდება, ერთი ჭიქა მარტინი საკმარისია. „ვერ ვაჯაზებ, თუ არ ვსვამ“ – ეს მომენტი არ მაქვს, ცოტ-ცოტას ვწრუპავ და ვერთობი. თქვენ, კაცო, გიჟებს ემსგავსებით, იმდენს სვამთ და ამდენი სად შემიძლია! ახლა გამახსენდა, როგორ ვერ გადამახტუნე პირსიდან. აუზში, რამხელა სიმაღლიდანაც გინდა, გადავხტები, თავით, ფეხით, ჰაერში კვანძვა შემიძლია – ყველაფერს გავაკეთებ, თუმცა, ზღვაში ვერაფრით გავრისკე. ერთი ნახევარი საათი ლექციას მიკითხავდი – მეც შენთან ერთად ვხტებიო, მაგრამ, მაინც ვერ გავბედე. რა ვქნა, მშიშარა აღმოვჩნი. ვყვიროდი: „ლუზერი” ვარ, ვერ ვქენი, დამანებეთ თავი-მეთქი.
– ბარიერის გარეთაც კი გადაგიყვანე, მაგრამ, როგორც კი გადაიხედე, – ოი, ღმერთო ჩემოო, იყვირე და წამოხვედი.
– სამაგიეროდ, ატრაქციონებზე ხომ ვარ შენ გვერდით?! რაც ყველაზე საშიში და საოცარია, პირველები გავრბივართ. გახსოვს, სუხიტამ რომ არ წაგვიყვანა „ციცინათელაში”, იმის მერე სულ წვიმები იყო. რომ ჩავალთ, აუცილებლად წავიდეთ.
– ეგვიპტის ამბები მოყევი, საიდან და როგორ იყავი?
– ეს იყო „ბრავოში” გამარჯვების პრიზი. გახსოვთ, ალბათ, უახლესი ისტორია, რა ხდებოდა ეგვიპტეში. ამიტომაც, ჩემი საგზური ახლა გამოვიყენე. რეალურად, დალაგებული ახლაც არ არის ყველაფერი – პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ ჰყავთ (იცინიან). ეს იყო „ინტერკონტინენტალის” პრიზი და, დიდი მადლობა მას. წავედი ჰურგადაში, ზაფხულის კურორტზე, სადაც არაჩვეულებრივი ტემპერატურა იყო. ჩემს დაქალთან ერთად ვიყავი. ჩემი ბიჭი დღე და ღამე მუშაობს, ძალიან რთულ პირობებშია და, შესაბამისად, შაბათ-კვირას ბათუმშიც კი ვერ მოდის. მოკლედ, ბევრი ვიმოგზაურეთ, ვიყავით უდაბნოში, ბედუინების სოფელში. აქლემზეც ვიჯექი. ცოტა სუნი კი აქვს, მაგრამ, განა რამდენჯერ მოხვდები ეგვიპტეში?! სოლოლაკში კიდევ, აქლემები არ არიან და უნდა გარისკო (იცინიან). დეიდაჩემი მეუბნებოდა, აქლემზე არ დაჯდე, საშიშია, არ გაგიტაცოსო. ჩავედი თუ არა, გამოვუგზავნე ფოტო, რომელზეც აქლემზე ვარ ამხედრებული. გადაირია კინაღამ. აქლემი, კვადროციკლი... არაფერზე მითქვამს უარი – არც ექსტრემალურ, არც ეგზოტიკურ ტრანსპორტზე (იცინიან). ერთი სიტყვით, ფანტასტიკური დრო ვატარე და სიამოვნებით გავიმეორებდი.
– ახლა, ორი სიტყვით ვასკას ამბები გვითხარი – „შეგირდის” დამთავრების შემდეგ რას აკეთებს?
– ჩემი „ლოვიკო” დასაქმებულია. პროექტის შემდეგ დაიწყო მუშაობა და ძალიან კარგი სამსახური აქვს. უბრალოდ, საშინლად დაკავებულია და ვერაფრით ახერხებს ჩემთან ერთად ყოფნას. არ არის ბოროტი და არ ამბობს, როგორც მე ვიტანჯები, შენც ისე უნდა დაიტანჯოო (იცინიან). ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე და მის გვერდით ვიყო. აბა, რატომ ჩამოვედი: აქ უნდა დავიტანჯო ეს სამი დღე! (იცინიან).
– როდის დაიწერება შენს ქორწილზე ჟურნალ-გაზეთებში?
– არ გამოგაპარებთ მაგ ამბავს, ხომ იცით. არავის, ამ ოთახში, მყოფთაგან ეს ამბავი არ გამოგრჩებათ.
– შემოდგომიდან რა გეგმები გაქვს?
– აუცილებლად ვიმღერებ სადმე – აბა, ისე რა გამაჩერებს! მე და ნოდიკო გავაგრძელებთ სეზონს „თუ საიდში”. ზუსტად როდის დავიწყებთ და რა დღე გვექნება, არ ვიცი, მაგრამ, რაღაც დღეს განახლებული პროგრამით რომ დავბრუნდებით, ეს ზუსტად ვიცი.
– ამავე დროს, ვერანდაზეც, არა, გოჭი? მაგრამ, ვერანდაზე ამინდის მიხედვით ვმღერით ხოლმე: თუ კარგი ამინდია, მზიანი დარია, მაშინ ვმღერით, ისე – არა.
– სამაგიეროდ, არ ვიცი, რა იქნება სატელევიზიო პროექტებთან დაკავშირებით. ყოველ სექტემბერს რაღაც ახალი ხდება და ვნახოთ.
– ამოწურული გვაქვს უკვე ყველაფერი...
– რაღაც ახალი იქნება, დარწმუნებული ვარ. „ჯეოსტარში” დუეტების ტურში ჩაბმული რომ ვიქნებით, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, კონკრეტულად ჩვენი, როგორიც, ვთქვათ, „ბრავო” იყო, ისეთი თუ იქნება რამე, ჯერჯერობით არ ვიცით. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. დიდი იმედი მაქვს, სიურპრიზს გვიმზადებენ.
– ჩვენი კონკურსი გავაკეთოთ – ჯეოსტარელების „ჯეოსტარი” (იცინიან).
– დასკვნითი „ჯეოსტარი” იქნება ეგეთი – გამარჯვებული სამეულების. დუტა ხუმრობს ხოლმე ამაზე ხშირად: „ჯეოსტარი” 2180 – დუტა უკვე ისეთი ჭაღარა და გაუბედურებულია, რომ ძლივს დაფამფალებს სცენაზე და, ანანოს, რომელსაც ერთი კბილიღა აქვს დარჩენილი, ეუბნება, რა ლამაზად გამოიყურებიო. ამ დროს ჩვენ კედელზე მიყუდებულები ვმღერით, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეგვიძლია; ვიღაცა „კალიასკით” გამოჰყავთ სცენაზე, რაღაც საოცრებები ხდება, მაგრამ, „ჯეოსტარი” მაინც არსებობს.
– მგონი, ბოლოს დუტას ეს გაშარჟებული ნომერი რეალობად იქცევა, ისე მივდივართ წინ. გვეყოფა, გოჭი, ახლა წავედით ვჭამოთ. (იცინიან).

скачать dle 11.3