კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლხინის გამზიარებლები

და ფანჯრისმცვლელები

მართალია, შპს „ჰერმესმა“ გული დაგვიმშვიდა ქართველი ლეიბორისტების შემაშფოთებელი განცხადების პასუხად (ჯერ ერთი, მიცვალებულების ბალზამირება აიკრძალა, მეორეც, სამ დღეზე მეტხანს სახლებში გაჩერება ჭირისუფლის ოჯახის დაუყოვნებლივ დაჯარიმებას იწვევსო) – აბსურდიაო და არც ის დაადასტურა, რომ თითქოს კრემატორიუმის აშენება იგეგმება, რათა იმქვეყნიურ ცეცხლში მოხვედრამდე ამქვეყნიურმა ცეცხლმა შთანგვთქას, თუმცა გირკვა, რომ თბილისში საცხოვრებელი ბინების ფანჯრების უნებართვოდ გამოცვლა იკრძალება. უფრო ზუსტად, მთლად არც იკრძალება, უბრალოდ, თუ თვითნებურად გამოცვლით, ჯარიმა დაგეკისრებათ. რაკი შესაბამისი განკარგულება ძალაში 16 იანვრიდან შევიდა, სასურველია, რომ ფანჯრების გამომცვლელებმა „თავ კონტროლი გაუწიონ“ (თუ, რა თქმა უნდა, ჯარიმებით დედაქალაქის ბიუჯეტის შევსების სურვილი არ აქვთ).
იმ მარტივი ლოგიკით, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი ფანჯრებს მხოლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში ცვლის, როდესაც ისინი ამორტიზებული და უვარგისია, ამ პროცედურისთვის ნებართვის აღება უცნაურად გამოიყურება. ოღონდ, ერთი შეხედვით, რადგან, შესაბამისი სტრუქტურის განმარტებით, აკრძალვის მიზანი „მომსახურების გაუმჯობესება და სამშენებლო ნებართვის პროცედურის გაიოლებაა (ფანჯრებზე რომ შევეჩვევით უფრო მსხვილ-მსხვილ სამშენებლო პროცედურებს უფრო მომზადებულები შევხვდებით)“. მერიაში განმარტავენ, რომ ფანჯრისმცვლელებს აღარც დეტალური შიდა გეგმარების წარდგენა დასჭირდებათ და არც გეოლოგიური დასკვნებისა. ფანჯრის შესაცვლელად მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის შეთანხმებაა აუცილებელი.
ნებართვის აღება კი სულ რაღაც 5 დღეში იქნება შესაძლებელი. თუმცა არ დაკონკრეტებულა არც ნებართვის ფასიანობა-უფასობა და არც ჯარიმის ოდენობა, მაინც სავარაუდოა, რომ ნებართვა ფასიანი იქნება, ჯარიმა ხომ – მით უფრო (ასევე, სავარაუდოდ, ნებართვის აღება მთლად ახალი ფანჯრის ფასიც არ ეღირება და იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ჯარიმის ოდენობა).
მე ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს განკარგულება ქართულ რეალობაში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მცდელობა, თუმცა, იმის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, რომ თბილისელებს მშობლიური მერია თვით ისეთ მცირედ სიხარულშიც კი არ ტოვებს მარტო, როგორიც, ფანჯრები რაა, იმის შეცვლაა!

скачать dle 11.3