კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუმინული გაკვეთილი

უსარგებლო – სასარგებლოდ

მაშინ, როდესაც „თბილისის ჰამქარი“ აქციას აქციაზე აწყობს თბილისის ძველი შენობების გადარჩენის მიზნით, განსაკუთრებით კი იმელთან მოუხშირეს აქციებს, ბუნებრივია, იმ მოტივით, რომ შენობის დემონტაჟი იგეგმება (რა ხანია, ველით, რომ იქ ერთ-ერთი მორიგი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება), უკვე ძალამოკრებილია „თავისუფლების ქარტია“, რის მიხედვითაც, საბჭოთა სიმბოლიკა ერთხელ და სამუდამოდ აილაგმა. ამის პარალელურად კი, რუმინეთი სხვა გზით მიდის. ამ ნატო-ევროკავშირთან წილნაყარმა ქვეყანამ თვით ყველაზე უსარგებლოც კი სასარგებლოს შეუთავსა. კერძოდ, ტურისტების მოსაზიდად კომუნისტურ წარსულთან ასოცირებული შენობების გამოყენებას აპირებენ, მაშინ, როდესაც ჩვენი ტურიზმის დეპარტამენტის სულ მთლად ნორჩი თავმჯდომარე დსთ-დან ტურისტების ჩამოყვანის სტრატეგიას სახავს, რუმინეთის ტურიზმის მინისტრი ქ-ნი უდრეა (სამწუხაროდ, მისი ასაკი ჩემთვის უცნობია, თუმცა, კოჭებში ეტყობა, ახალბედა არ უნდა იყოს) ბრძანებს, რომ ტურისტული ტური „წითელი წრე“ ტურისტებისთვის იმ ადგილების ჩვენებას გულისხმობს, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდება კომუნისტურ დიქტატურასთან (აშკარაა, სწორება არაპოსტსოციალისტურ სივრცეზეა, რადგან პოსტსოციალისტურებს კომუნისტები ყელში ჰყავთ ამოსული). მეტიც, ქალბატონი მინისტრისავე აზრით, კომუნისტი დიქტატორის – ჩაუშესკუს პერიოდის შენობების გამოყენება საუკეთესო გზაა ტურისტების მოსაზიდად, განსაკუთრებით, ის ადგილები, „სადაც ადამიანებს ხვრეტდნენ.“ მეტიც, ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად რუმინეთი მზადაა, ტურისტებს თვალი იქაც ჩააკვრევინოს, სადაც ჩაუშესკუ დახვრიტეს მეუღლითურთ (რომელიც რუმინეთის ცეკას მდივანი 1965-დან 1989 წლამდე იყო).
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არც კომუნისტურ წარსულთან ასოცირებული შენობების სიმცირეს ვუჩივით (ბუნებრივია, სანამ არ დაგვინგრევია); მეტიც, 1937-იანი წლების რეპრესიების მთავარი შემოქმედის სახლიც კი გვაქვს, ხოლო ჩაუშესკუს სტაჟის მქონე კომუნისტი მმართველიც კი ცოცხალი გვყავს, შენობების ნგრევა-რღვევას, თავის ძეგლების გადატან-გადმოტანიანად, იქნებ, რუმინელებისთვის მიგვებაძა, ისეთი წმიდა საქმის აღსასრულებლად მაინც, როგორიც ტურისტების მოზიდვაა, თორემ, მხოლოდ გამოდარების იმედით, მეეჭვება, ნიცა-იბიცას დავეწიოთ.

скачать dle 11.3