კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზემოდან – ქვემოთ

„სამი დღეა, დამიბრიყვა სევდამ, სამი დღეა, უსაშველოდ წვიმს“

ცნობილია, რომ აჭარის სანაპირო, თუ მთლად მთელ დუნიაზე არა, აქეთურ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნოტიო სუბტროპიკებიაო, ოღონდ ამის წყალობით ის, თუნდაც, თურქული სანაპიროებისგან განსხვავებით, წვიმიანია (მაგრამ ეგზოტიკურიც). შესაძლოა, იმიტომაც, რომ წვიმიანია (მათ შორის, მტირალას მთის დამსახურებით), ბათუმის ტურისტულ მექად ქცევაში სრულიად მთავრობაა ჩართული: სასტუმრო სასტუმროზეც შენდება-იხსნება და არც უცხო-უცხო ვარსკვლავების კონცერტები გვაკლია (მსმენელისთვის ზოგი – ფასიანი, ზოგიც – უფასო).
მეორე მხრივ, სავარაუდოდ, დღიდან დაარსებისა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, არა მხოლოდ ბათუმის, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს (ფოთიანად) აქილევსის ქუსლია. ჰოდა, რაკი არის, გადაწყდა, რომ ბათუმში მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარება-რეაბილიტაციისთვის 35 მილიონი ევრო დაიხარჯება.
ხელშეკრულება გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის უკვე გაფორმდა. მანამდე კი აჭარის თავმა და გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეტალები განიხილეს, რომელთა თანახმადაც, ხსენებული 35 მილიონიდან 20 მილიონი შეღავათიანი კრედიტია („ვალები არის ჩემი გამხარებელი“), დანარჩენი 15 კი – გრანტი (არც გრანტები გვახარებენ ნაკლებად, ოღონდ, ისაა, რომ ვალად არ გვაწვება).
გვაიმედებენ, რომ როგორც ვალი, ისე კრედიტი წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება. 2012 წლიდან კი მიწისქვეშა სისტემების რეკონსტრუქციის ტალღა ბათუმის გარეუბნებსაც მოედება (უფრო ზუსტად, ეს 2012-დან 1015-წლამდე მოხდება).
გამომდინარე იმ მარტივი ფაქტიდან, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, ბათუმის რიგ რაიონებს, რბილად რომ ვთქვათ, კანალიზაციის სურნელი დაჰკრავს, ჯერ მიწისქვემოთ პრობლემების მოწესრიგება ხომ არ აჯობებდა და მხოლოდ ამის შემდეგ – მიწის ზემოთ გაბრჭყვიალება?!

скачать dle 11.3