კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბედნიერი ერი“

ანუ, თუკი მტერი უბედურია

ჰამბურგის ფონდის ექსპერტებმა, რომლებიც მომავალს შეისწავლიან, ევროპის 13 ქვეყანაში გამოკვლევა ჩაატარეს და 15 000 რესპონდენტიც გამოჰკითხეს იმის დასადგენად, გრძნობენ თუ არა თავს ბედნიერად. აღმოჩნდა, რომ ევროპის მოსახლეობის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – გამოკითხულ ევროპელთა) 68 პროცენტს თავი ბედნიერი ჰგონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სულიერ წონასწორობას ვერც ევროს ბუნდოვანი მომავალი არღვევს და ვერც დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება. ყველაზე მეტად ცხოვრებით კმაყოფილი დანიელები არიან – 96 პროცენტი (სხვათა შორის, ეს ის დანიაა, სადაც ქვეყანაში მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე ძვირად ფასობს ელექტროენერგია), ყველაზე უბედურად კი თავს ჩვენგან ჩრდილოეთით მიიჩნევენ.
ბედნიერების ინდექსით, მეორე ადგილი საბერძნეთმა დაიკავა – 80 პროცენტი (იმის მიუხედავადაც, რომ იქ არც გამოსვლები წყდება და არც ფინანსურ კრიზისს უჩანს ბოლო). მესამე ადგილზე საბერძნეთზე არანაკლებ კრიზისული იტალიაა – იქ თავს ბედნიერად გამოკითხულთა 79 პროცენტი გრძნობს (ამ ლოგიკით, შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისი ერთგვარი გამაკაჟებლის ფუნქციასაც ასრულებს). მაგრამ, როგორც უნდა იყოს, საშუალოზე მეტად ბედნიერად ცხოვრობენ საფრანგეთში – 77 პროცენტი, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში კი ასეთი მხოლოდ 72-72 პროცენტია. მათ მაჩვენებელს ერთი პროცენტით ჩამორჩებიან შვეიცარიელები. ესპანეთი სადღაც შუაშია – იქ ბედნიერი, სულ რაღაც, 68 პროცენტია. ავსტრიელები და გერმანელები, შესაბამისად, ბედნიერების 63 და 61-პროცენტიანი შეგრძნებით კმაყოფილდებიან. ხოლო თურქები გერმანელების შედეგს იმეორებენ. ევროკაშვირის ქვეყნებს შორის თავს ყველაზე უბედურებად პოლონელები მიიჩნევენ (50/ 50-ზე).
13 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე რუსეთია, სადაც თავს ბედნიერად გამოკითხულთა მხოლოდ 37 პროცენტი გრძნობს. ამას გარდა, გაირკვა, რომ ქალბატონები მამაკაცებზე ბედნიერად ცხოვრობენ, სოფლის მცხოვრებლები – ქალაქელებზე, დაოჯახებულები კი მარტოსულებზე ოპტიმისტურად აფასებენ ცხოვრებას. გამოიკვეთა ტენდენციაც, რომ ახალგაზრდა ევროპელების აბსოლუტური უმრავლესობა ბედნიერია.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩვენ ვერ მოვხვდით გამოკითხული 13 ქვეყნის ჩამონათვალში, უცნობია, საქართველოს რამდენ მოქალაქეს მიაჩნია თავი ბედნიერად. თუმცა, თუ კეისრის პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რაკი ჩვენი მტერი უბედურია, არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ „ბედნიერი ერი“.

скачать dle 11.3