კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფოთელ კანონშემოქმედთა ვნებანი

გინესის რეკორდსმენები

იმას, რომ, ჩვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე კანონშემოქმედები მეტად მკვირცხლები არიან, ამომრჩეველი უკვე შეეჩვია (ან კი როგორ არ შეეჩვეოდა, როდესაც აქეთ – მთავრობის სხდომაზე დათვლილ საათებში იხილავენ ერთ ასეულამდე საკითხს, იქით – საკანონმდებლო ორგანოში აცხობენ კანონს კანონზე). თუმცა, რაკი ნათქვამია, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, ასეც მოხდა: „თავისუფალი სიტყვის“ ცნობით, გასულ კვირას ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (ფოთელი კანონშემოქმედები, როგორც ჩანს, ისეთი მუყაითები არიან, საქმე რომ არ ჰქონდეთ, ყორეს მოანგრევენ და შემდეგ თავიდან ამოაშენებენ), რომელიც 13 საათსა და 00 წუთზე დაწყებულა, ზუსტად 7 წუთში დამთავრდა (ამთავითვე აშკარაა, რომ ყორის თავიდან ამოშენებაზე უფრო საშური საქმე ჰქონიათ). დროის ამ მცირე მონაკვეთში ფოთელ საკრებულოელებს ბიუჯეტში შესატანი 15 ცვლილება მიუღიათ. საკითხები კი არცთუ ხელწამოსაკრავი ყოფილა: ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტრანსპორტის მოვლა-შენახვა, სპორტული ღონისძიებებისა და 50 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სარემონტო-საპროექტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირება და მიღებული დანაზოგის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება (სხვათა შორის, დანაზოგის ხარჯზე გაიზარდა საკრებულოს ოფისის, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა, მოვლა-შენახვისა და კულტურულ ღონისძიებათა ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთელ კანონშემოქმედთ კომფორტიც „ნაყვარებათ“ და კულტურაც).
რაც მთავარია, უმრავლესობისა და ოპოზციის განმარტებები 7-წუთიანი სხდომის შესახებ აბსოლუტურად დამთხვეული აღმოჩნდა. მათი პათოსი ასეთია: „ბიუროზე ამოვწურეთ საკითხი და, რადგან სხდომას საკრებულოს წევრების გარდა, სხვა არავინ ესწრებოდა, ამიტომ პირდაპირ მივიღეთ.“
ამ ერთი სხდომითაც თვალნათელია, რომ ფოთის საკრებულოში ყველაზე მკვირცხლი დეპუტატები მოხვედრილან. ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩვენი ყველაზე საკრალური მიზანი ტურისტების მოზიდვაა, იქნებ ფოთის საკრებულოს გინესის რეკორდსმენობაზე განეცხადებინა პრეტენზია და ბარემ ტურისტებს გინესის რეკორდსმენების „ლაივშიც“ ჩვენების სატყუარათიც მოვიზიდავდით!

скачать dle 11.3