კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უმატებს ავტოტრანსპორტს სიმძლავრესა და სიჩქარეს მალხაზ ბოჭორაძის მიერ გამოგონილი ბენზინის დანამატი და გამოიწვევს თუ არა ის საწვავზე ფასის ზრდას

ქვეყანა ეკოლოგიური კრიზისის წინაშე დგას! ამ მხრივ კაცობრიობისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მავნე გამონაბოლქვია, რომლითაც უკვე საკმაოდ გაჟღენთილია ატმოსფერო. რას ვსუნთქავთ? დაბინძურებულ ჰაერს, რასაც უკვე დედამიწის ფლორა ვეღარ ერევა და ისევ ადამიანის ჩარევაა საჭირო. ბიოქიმიკოსმა მალხაზ ბოჭორაძემ გამოიგონა სითხე, რომლის დანიშნულებაა საწვავის გაკეთილშობილება და მავნე გამონაბოლქვების თავიდან აცილება.



მალხაზ ბოჭორაძე: გამონაბოლქვი ძალიან მავნეა და დიდი პრობლემაა კაცობრიობისთვის. ატმოსფეროში ამ მავნე გამონაბოლქვების უკვე ძალიან მაღალ პროცენტს მიაღწია, უამრავი ალერგიული დაავადების გამომწვევია და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. განსაკუთრებით ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.

როცა ამ გამონაბოლქვის წინააღმდეგ დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი მიზანი თავიდან სულ სხვა იყო – გვინდოდა შეგვემცირებინა გამონაბოლქვის ფონური მნიშვნელობა ატმოსფეროში. რადგან ის ალერგიული დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, დავიწყეთ, ამ კუთხით მუშაობა. მერე, როცა პრაქტიკაში შევამოწმეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ამ დანამატს, გარდა იმისა, რომ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შეუძლია, ბევრი სხვა დადებითი თვისება და უპირატესობა გააჩნია: ტრანსპორტისთვის სიმძლავრის მომატება, საწვავის ეკონომიურობა, დაახლოებით 30 პროცენტამდე, უფრო ნაკლები საწვავი იხარჯება, მაგალითად, ყოველ 10 ლიტრ საწვავზე 20-30 კმ-ით მეტის გავლა შეუძლია ავტომობილს.

თვითონ დანამატი ტოქსიკური არაა და თუ ადამიანს სურვილი ექნება, შეუძლია, დალიოს კიდეც და არაფერი მოუვა.

– დალიოს? კი მაგრამ რას შეიცავს, თუ საიდუმლოა?

– არა, ჩვენ ამას არ ვმალავთ და გეტყვით. დანამატი სამი კომპონენტისგან შედგება: წყალი, სპირტი, გლიცერინი. სპირტი – კვების პროდუქტია, გლიცერინიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის და წყალი თავისთავად წყალია. საიდუმლოა მხოლოდ ის მომენტი, ის ინფორმაცია, რაც ამ სამ კომპონენტს აღნიშნულ თვისებებს ანიჭებს, ანუ რითიც უნიკალურია. ნებისმიერი ქვეყნის ლაბორატორიამ რომ შეამოწმოს, ამ სამი კომპონენტის – წყლის, სპირტისა და გლიცერინის გარდა, იქ ვერაფერს იპოვის. ინფორმაციას კი, რაც არამატერიალური სუბსტანციაა, ვერანაირი აპარატურით ვერ დააფიქსირებ. აქედან გამომდინარე, მისი მოპარვა შეუძლებელია, ვერავინ მოიპარავს.

– და მაინც, ხომ შეიძლება, ვინმემ მიაგნოს მის პრინციპს და მოიპაროს, დაპატენტებული არ გაქვთ?

– ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ ვინმე მოიპარავს და აი, რატომ: შედარებისთვის მაგალითად მოვიყვან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ გამაგრილებელ სასმელ „კოკა-კოლას“. ხომ გიგანტი წარმოებაა, მაგრამ მას პატენტი არ აქვს. აქვს ლიცენზია და მეტი არაფერი. მისი პატენტი არ არსებობს, მაგრამ ვერ მოიპარავ „კოკა-კოლას“. იციან მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტები, მაგრამ ის, „ნოუ ჰაუ“ რასაც ქვია, არავინ იცის.

თუნდაც ვისკის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ. რა თვისება აქვს მას – ჩვეულებრივი სპირტია, ხორბლის ან ქერისაგან გამოხდილი, თავის ტექნოლოგიით მუშავდება, მაგრამ როგორი მოქმედება აქვს – იმ წუთში არ გათრობს ეს სასმელი. სვამ და გგონია, რომ არაფერი, ჩვეულებრივად ხარ, ალკოჰოლის ზემოქმედებას საერთოდ ვერ გრძნობ დაახლოებით, 40 წუთის მერე იწყებს მოქმედებას. აი, ამას როგორ აღწევენ, არავინ იცის. ასევეა ჩვენ შემთხვევაშიც. ხმამაღლა ვაცხადებთ ჩვენი დანამატის შემადგენლობას, მაგრამ როგორ მიიღწევა შედეგი და როგორ ენიჭება მას ის უნიკალური თვისებები, ვერავინ გაიგებს.

სადაც ამ ბოლო მომენტზე მუშაობენ როგორც წესი, არავის უშვებენ, იმ რამდენიმე ადამიანის გარდა, ვინც ეს საიდუმლოება იცის.

– როგორ ხდება დანამატის საწვავთან შეზავება?

– აუცილებელია დოზირების დაცვა, რადგან ზედმეტმა დოზამ შეიძლება, პირიქით, უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს – მანქანის მოტორი დააზიანოს...

– როგორია დოზირება? რამდენ ლიტრ ბენზინზე რამდენი გრამი დანამატია საჭირო?

– მაგალითად, 10 ლიტრზე, თუ დაბალი ხარისხის ბენზინია, ვთქვათ, „რეგულარი“, – 0,8 გრამი, 40 ლიტრზე – 4 გრამი. თუ მაღალი ხარისხის ბენზინია, „პრემიუმი“ და „სუპერი“, ამ შემთხვევაში 40 ლიტრზე მხოლოდ ერთი გრამი სითხეა საჭირო.

– როგორც აღნიშნეთ, დანამატი მანქანას სიმძლავრესაც მატებს და სიჩქარესაც?

– დიახ, თან ძალიან. სასტარტო სისწრაფე ექნება ძალიან მძლავრი, ადგილიდან სწრაფად განავითარებს 100 კმ-ს, იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ტექნიკურ პასპორტში უწერია. ფაქტობრივად, ძრავას ცხენის ძალა ემატება. ანუ მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, მისი მეშვეობით მანქანას „გაწევა“ უფრო მეტი აქვს... სიჩქარესაც უმატებს, ამასთან ანტიკოროზიული ეფექტი აქვს და შიგაწვის ძრავას იცავს დაზიანებისგან.

– დადებით პასუხს მივიღებ, მაგრამ მაინც გკითხავთ, გამოცდილი გაქვთ პრაქტიკაში ეს დანამატი?

– რა თქმა უნდა, უკვე კარგა ხანია გამოვცადეთ. გვაქვს სტანდარტების, მეტროლოგიის დეპარტამენტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც მონიჭებული გვაქვს უფლება, ჩვენი პროდუქტით გავიდეთ ბაზარზე. ამ დანამატის გამოყენება ან საერთაშორისო ბაზარზე გატანა საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას.

დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა სავალალოა, ფაქტობრივად, არაფერს არ ვაწარმოებთ ისეთს, რასაც საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება. თუ რამ გადის უცხოეთში ჩვენი ნაწარმი, ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით. ეს ეკონომიკას, ვერ ამოქაჩავს. ამიტომ, საჭიროა, დამატებითი ეკონომიკური ბერკეტის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვან თანხებს მოიზიდავს. ამის შესაძლებლობა კი არსებობს ჩვენი დანამატის სახით.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობმწარმოებელი. აქ არ მოიპოვება იმდენი ნავთობი, რომ უცხოეთში გავიდეს. ამით კი შეუძლია, არატრადიციული მიმართულებიდან სერიოზული თანხები მიიღოს.

– ვთქვათ, ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება იხეიროს, მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დანამატი საწვავის ეკონომიას აკეთებს და მაშინ რას მოიგებს ამით ნავთობმწარმოებელი, როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდება?

– მოიგებს და დაინტერესდება კიდეც. ავიღოთ მაგალითად, შუა აზიის რესპუბლიკები, აზერბაიჯანი, იგივე რუსეთი, რუმინეთი, ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად აწარმოებენ ნავთობს. მათი ნავთობპროდუქტების – ბენზინის, დიზელის ხარისხი არის დაბალი, დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდს, პარაფინს და ასე შემდეგ, რაც ევროსტანდარტით გათვალისწინებული არ არის. ამიტომ, ევროპის ბაზარი მათთვის დაკეტილია. იქ მათი პროდუქცია არ შედის, ძირითადად, აზიაში გააქვთ, საკუთარ ქვეყანაში იყენებენ... და თუ ისინი თავიანთ ნავთობპროდუქტებს ჩვენს დანამატს დაუმატებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი წარმოების ბენზინი თუ დიზელი ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს და უფრო მეტიც, საუკეთესო იყოს და ამით კი თავიანთ ნავთობპროდუქტებს ევროპაში გაიტანენ.

ასევეა შუა აზიის რესპუბლიკები – ყაზახეთი, თურქმენეთი. მათ ნავთობის უდიდესი მარაგი აქვთ, მაგრამ თურქმენული წარმოების ბენზინს, განსაკუთრებით კი დიზელის საწვავს, აქვს ერთი სერიოზული პრობლემა – ზამთარში – 7, – 8 გრადუს ტემპერატურაზე მწყობრიდან გამოდის. ასე ვთქვათ, იყინება, სქელდება, და სისტემაში ვერ ტრიალებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ დიზელის საწვავში დიდი რაოდენობით პარაფინი შედის. ამ შემთხვევაში, ჩვენმა დანამატმა ამ ეტაპზე შეიძლება ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ უკვე ვმუშაობთ იმის მისაღწევად, რომ საწვავი არათუ – 8-ზე, – 30 გრადუს ტემპერატურაზეც კი არ გაიყინოს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით უკვე არის ნაბიჯები გადადგმული. ვმუშაობთ საწვავისთვის გოგირდის მოცილების მიმართულებითაც, რაც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია. საერთოდ, ნავთობს რომ იღებენ, მასში არის წყლის მინარევი, რომელიც, ზოგ შემთხვევაში, ძალიან ბევრია. ნავთობს წყალი უნდა მოცილდეს. არის ორნაირი წყალი – ბმული და არაბმული. ბმული ნიშნავს, რომ ის ქიმიურ კავშირშია ნავთობის ნახშირწყალბადებთან. არაბმული წყლის მოცილება ადვილია, მაგრამ ბმულის – რთული. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ შევძლოთ ნავთობიდან ბმული წყლის ამოღება.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთელი ეს ციკლი არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადაიარაღებას არ მოითხოვს. ქარხანას გადაიარაღების, ყოველგვარი ახალი დანადგარის დანერგვის გარეშე შეუძლია, აწარმოოს მაღალი ხარისხის საწვავი ჩვენი დანამატის მეშვეობით. ესეც დიდი ეკონომიკური ეფექტია.

კიდევ ის ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ნავთობსაბადოების მარაგი შეზღუდულია, იწურება, რაღაც გარკვეული წლების მარაგიღაა დარჩენილი. ის ეკონომია კი, რასაც ეს დანამატი იძლევა, მარაგის არსებობის დროს ხომ კიდევ უფრო გაახანგრძლივებს?! დანამატი იძლევა 20-30 პროცენტის ეკონომიას, ამდენივე პროცენტით. ამასობაში მოსაფიქრებელია რამე სხვა, რადგან ნავთობი ბოლოს და ბოლოს ხომ მაინც ამოიწურება. უნდა შეიქმნას რამე ენერგია, რომელიც ჩაენაცვლება ნავთობს.

– დანამატის არსებობა საწვავის ფასის ზრდას გამოიწვევს?

– ფასზე, ფაქტობრივად, არც აისახება. თუ, ვთქვათ და გაიზრდება ეს იქნება ძალიან მიზერული პროცენტი – 0,025, 0,030, მაქსიმუმ 0,05. გაიზრდება მარაგის არსებობის ვადა. სამაგიეროდ ეფექტი იქნება კარგი.

– ვინმე თუ დაინტერესდა?

– ამ ბოლო დროს გამოჩნდნენ დაინტერესებული პირები. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და გვთავაზობენ, – მივიღებთ წილობრივ მონაწილეობას და დანამატი საერთაშორისო სტატუსით დავაპატენტოთო. საქართველოს პატენტი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს, თუ საერთაშორისო პატენტს გავაკეთებთ, მთელი დედამიწის მასშტაბით მოქმედების საშუალება ექნება. ასე რომ, ნებისმიერ ქვეყანაში გვექნება საავტორო უფლება.

– მინდა გკითხოთ, როგორ მიიღო ეს სიახლე ჩვენმა მთავრობამ?

– მთავრობისგან დაინტერესება არ ყოფილა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არც ჩვენ შეგვიწუხებია ისინი და, დახმარება არ გვითხოვია.

– საინტერესოა, რატომ არ მიმართეთ?

– არაფერი შეიცვლებოდა და იმიტომ. იმედი არ მქონდა. ჩვენი, ასე ვთქვათ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დავაფუძნეთ და ვცდილობთ, კორპორაცია შევქმნათ არსებულ პარტნიორებთან ერთად. ნავთობბაზარზე ცარიელი ჯიბით ვერ შეხვალ, ჩვენ კი თანხები არ გვაქვს. ძალიან სერიოზული თანხებია საჭირო. კორპორაციაში ვინც გაწევრიანდება საკუთარი თანხით შემოვა, ჩვენ კი ჩვენი ტექნოლოგიით შევალთ და საერთო ძალებით რამეს მივაღწევთ.

ირმა ლაღიძე

скачать dle 11.3