კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები აქვს სიგნალიზაციისა და პულტიანი გასაღების მქონე ავტომობილებს

 

ავტომობილის საკეტი სისტემა ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან და ნერვებს უშლის მძღოლს მანქანაში ყოველი ჩაჯდომა-გადმოსვლის დროს. ავტომობილის ხან ერთი, ხან ორი, ხან კი ოთხივე კარი ერთად გამოდის მწყობრიდან ისე, რომ მიზეზის გაგება რთულია. თუ რა ხდება ამ დროს, პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე განგვიმარტავს: ბევრ ავტომობილს ქარხნულად უკვე მოჰყვება საკეტი, რომლითაც ყველა კარი ერთად იღება და იკეტება, დამატებითი სიგნალიზაციის დამონტაჟება საჭირო აღარ არის. მაგრამ, ის საკმაოდ ხშირად გამოდის მწყობრიდან, როდესაც ერთი, ორი ან ყველა აღარ იკეტება. იწყება წვალება, ვიწყებთ ავტომობილის გასაღებით დაკეტვას, რომელიც, ასევე, შეიძლება, ყველა კარს არ კეტავდეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პულტი რამდენიმე ცდის შემდეგ აღებს მანქანას. როდესაც პულტზე წითელი ინდიკატორი ინთება, მაგრამ კარი არ იღება და იკეტება, ან, მეათე ცდაზე შეიძლება, გაიღოს, ამის მიზეზი შესაძლოა, უმარტივესი პრობლემა – პულტში ელემენტის დაჯდომა იყოს. ხშირად პულტი გასაღებზეა, რაც აბნევს ხოლმე მძღოლს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ის მექანიკურია. არადა, ის არის ელემენტი, რომელიც, შეიძლება, „დაჯდეს“. მას იოლად შეცვლიან ყოფილი „პირიმზის” ხელოსნები, საათის მექანიკოსები და სხვა. 

– როცა ერთი კარი არ იღება ან არ იკეტება?

– სიგნალიზაციების დამყენებელ ხელოსანს უნდა მივმართოთ, რისი შეკეთებაც ძვირი არ დაჯდება. ამ დროს დამკეტი და გამღები გამოდის მწყობრიდან, რომელიც მთლიანადაც შეიძლება შეიცვალოს, რაც შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ, მთავარი ისაა რომ მისი მოძიება და ყიდვაა შესაძლებელი. ბევრი ფიქრობს, ეს იმხელა ელექტრონულ პრობლემასთანაა დაკავშირებული, რომ მისი შეკეთება საწვალებელი იქნება. რეალურად კი, აუცილებელი არ არის, რომ ზუსტად თქვენი მოდელის ჩამკეტი მოწყობილობა იშოვოთ. ბაზრობაზე 5 ლარი ღირს ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მანქანას აღებს და კეტავს. სიგნალიზაციის დამყენებელი ხელოსანი ამ ახალ მოწყობილობას სისტემაში ისე ჩაამატებს, რომ ის ძალიან მარტივად უზრუნველყოფს დაკეტვა-გაღებას. სხვანაირად ხდება ამ პრობლემის აღმოფხვრა „მერსედესებში” და შედარებით ახალ მოდელებში. „მერსედესებში” გაღება-დაკეტვას ვაკუუმი უზრუნველყოფს.

– რას ნიშნავს ეს?

– კარების ჩაკეტვა-გაღებისთვის „მერსედესებში” დგას კომპრესორი. ასე რატომ გაართულა „მერსედესმა” ეს მარტივი მოწყობილობა, ცოტა გაუგებარია, მაგრამ ალბათ ექნებოდა ამის მიზეზი. კომპრესორიდან გადის უამრავი წვრილი მილი თითოეულ კართან. რომელიმე ეს მილი რომ დაზიანდეს, გაიხეხოს, მოეშვას, მით უფრო, თუ ავტომობილი ავტოავარიაში იყო მოყოლილი, და დაიწყოს ჰაერის გაპარება, ეს ნიშნავს, რომ ის ვერაფრით უზრუნველყოფს სათანადო წნევის შექმნას. ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს, ვიპოვოთ ხელოსანი, რომელიც კონკრეტულად მსგავს პრობლემებზე მუშაობს, რადგან ამ სისტემის მუშაობა, შეიძლება, ყველამ არ იცოდეს კარგად. ის იოლად იპოვის დაზიანებულ მილს და შეცვლის. მძღოლსაც შეუძლია მისი პოვნა: უნდა ნახოთ კომპრესორი, რომელიც სალონის უკანა მხარესაა განთავსებული და წყლით ან ჩაბერვით, სათითაოდ  გადაამოწმოთ ყველას მუშაობა, რომელიმეს ჰაერი ხომ არ გასდის. თუ ვერ შეცვლით, შეგიძლიათ, მთლიანად გააუქმოთ ის დაზიანებული მილი და ერთი კარი ხელით გააღოთ, ანუ, ერთი კარის პრობლემა დაიტოვოთ და არა ოთხის. 

არის ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ გასაღებზე იღება და არანაირი პულტი არ არის საჭირო. როდესაც მძღოლი თავის მხარეს იღებს კარს, მაგრამ დანარჩენი კარები არ იღება, იგივე, ხუთლარიანი მოწყობილობის პრობლემაა. არის შემთხვევები, როდესაც თვითონ ელექტრული გადამცემი მოწყობილობა ზიანდება და ხან ყველა იღება, ხან – არც ერთი. ამ დროს დაზიანებულია კონკრეტულად მძღოლის კარში განთავსებული მოწყობილობა, რომლის გაწმენდით ან მდგომარეობის შეცვლით, შეიძლება, პრობლემა მოგვარდეს, თუ არა და, არც ახლის შეძენა და ყიდვაა რთული. 

 

скачать dle 11.3