კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მყავს 9 წლის სპანიელი, რომელიც ბოლო დროს თითქოს კოჭლობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: კოჭლობის გამოვლინების, კიდურების სისუსტის ან ბარბაცით სიარულისას ადგილი აქვს საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებს და საჭიროა ვეტერინართან ვიზიტი, რომელიც დასვამს დიაგნოზს, თუ რისი ბრალია აღნიშნული პრობლემა და დანიშნავს სათანადო მკურნალობას. 

კითხვა: რა შემთხვევაში უნდა მოვარიდოთ ცხოველები სიცხეს?

პასუხი: სიცხეს განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ დაავადებული ცხოველები. ლაპარაკია ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემების დაავადებები, განსაკუთრებით საფრთხილოა ეპილეფსია. 

კითხვა: მყავს მინიატურული პუდელი, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 თვისაა. მართალია  ჯერ თმის დავარცხნა არ სჭირდება, მაგრამ, მაინტერესებს რა მეთოდით ხდება ეს?

პასუხი: ლეკვის დავარცხნისთვის საჭიროა, შემოვსვათ ის მაგიდაზე, რომელზეც რეზინი იქნება დაფენილი და ისე დავვარცხნოთ. ლეკვის დავარცხნა უნდა დავიწყოთ კუდიდან თავის მიმართულებით და შემდეგ – პირიქით. სავარცხლის ტიპი უნდა შეირჩეს ბეწვის ტიპის მიხედვით. დავარცხნა უნდა მოხდეს ისე, რომ ცხოველს მთლიანად მოსცილდეს მკვდარი ბეწვი.

კითხვა: როგორ ავარიდოთ ჩვენს ძაღლებს სითბური დაკვრა ზაფხულის ცხელ დღეებში? ეს ძალიან ხშირია ბოლო დროს და, ალბათ, ერთ-ერთი პრობლემური საკითხია.

პასუხი: სითბური დაკვრის პროფილაქტიკური საშუალებაა მისი გამომწვევი მიზეზებისგან თავის არიდება. როგორც აღვნიშნეთ, ცხელ ამინდში, გადატვირთულ მოძრაობაში, თავი უნდა ავარიდოთ ცხოველის მანქანით გადაყვანას. უმჯობესია, დღის ის მონაკვეთი შეარჩიოთ, რომელიც შედარებით გრილია, მაგალითად, დილა ან საღამო.

 

скачать dle 11.3