კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ამერიკული წარმოების იაპონური ავტომობილი „ნისან მაქსიმა”, 1996 წლის გამოშვება, ძრავის მოცულობა – 3.0. რამდენიმე წელია, ის ჩემს მფლობელობაშია და არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი უჭირს გაშვება. „სტარტერი” ტრიალებს, მაგრამ მანქანა არ „იშვებს”. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ გასაღების ერთი გადატრიალებით მანქანა იქოქება. ერთი სიტყვით, ხან იქოქება ხან – არა. თბილისში ყველა დიაგნოსტიკური ცენტრი მოვიარე, მაგრამ, უშედეგოდ. უაზროდ გადავყარე ფული, მიზეზი მაინც ვერ დადგინდა. იქნებ მითხრათ, რა შეიძლება იყოს პრობლემა?

პასუხი: თქვენი პრობლემის ასე ახსნით გადაჭრა ცოტა რთულია, მაგრამ, შევეცდები, იმ მიზეზებს შევეხო, რომელსაც, შეიძლებოდა, ის გამოეწვია. „ნისან მაქსიმა” – ეს არის საკმაოდ გამძლე ავტომობილი, რომელიც თითქმის არასდროს ფუჭდება, მაგრამ, თუ გაფუჭდა, მისი შეკეთება რთული და ძალიან ძვირია, თუმცა, არა თქვენს შემთხვევაში. პრობლემის მიზეზი ძალიან წვრილმანია და ამიტომაც ჭირს მისი პოვნა. მსხვილმანი პრობლემა ყოველთვის იოლი საპოვნელია. დავიწყოთ იმით, რომ შეიძლება, სისტემაში  საიდანღაც ჰაერი ხვდება. უამრავი სენსორი და მილი უზრუნველყოფს მის კარგად მუშაობას და, ასევე, სუფთად დაქოქვას. შესაძლებელია, რომელიმე სენსორიდან ან მილიდან იპარება ჰაერი. დასაშვებია, რომ სენსორის შიგნით მტვერი იყოს მოხვედრილი, რის გამოც ჰაერი შიგნითაც ხვდება. ჰაერის შეპარვის დროს იწყება ზუსტად ასეთი პრობლემები: ან ტრიალებს და იქოქება ძრავა – ან არა; ხან წვალობს, ხან, გარკვეული პერიოდის შემდეგ, იქოქება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ელექტრო „პადსოსი”. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სისტემას დაქოქვის დროს ეხმარება. თუ არ ეხმარება სისტემას, ეს ნიშნავს, რომ აღქმა აქვს დაკარგული ან არ მიეწოდება სწორი სიგნალი, თუ როდის როგორ უნდა მოიქცეს. შეიძლება, თვითონ სენსორში ან გადამცემში იყოს მტვერი მოხვედრილი და ის ხან ახერხებდეს რაღაცის შეტრიალებას, ხან – ვერა. მიზეზი, ასევე, შეიძლება იყოს ტემპერატურის სენსორი, რომელიც ძრავის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციულ იმპულსს გადასცემს სწორედ ამ ელექტრო „პადსოსს”. თუ გეხერხებათ, ეს მიზეზები თავად მოიძიეთ, თუ არადა, ისეთი პროფესიონალი ხელოსანი გჭირდებათ, რომელიც გულიანად მიუდგება საქმეს.  

 

скачать dle 11.3