კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როგორ ხოცავდა საქართველოში ჩამოსულ რუსებს ფოსტის ექსპედიტორი

 

ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გლდანის ნაგავსაყრელთან გაჩერდა. იქიდან მძღოლი გადმოვიდა, მიმოიხედა და, როცა დარწმუნდა, რომ ირგვლივ არავინ იყო, საბარგულისკენ გაემართა, კარი გააღო, იქიდან უზარმაზარი, გასისხლიანებული ტომარა გადმოათრია და იქვე დააგდო. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა.

ნახევარი საათის შემდეგ ნაგავსაყრელს თხუთმეტამდე უზარმაზარი ღორი მიადგა და ნაგავში ქექვა დაიწყო, მათი მწყემსი კი იქვე წამოწვა და ცხოველებს თვალყურს ადევნებდა. ერთ-ერთი ღორი გასისხლიანებულ ტომარას მიადგა და ჯერ ბასრი კბილებით გაგლიჯა ის, შემდეგ კი ადამიანის მოკვეთილი მკლავი ამოათრია იქიდან და ჭამა დაიწყო. ტომარასთან დანარჩენი ღორებიც მიცვივდნენ. მათ სისხლიანი ტომრის შიგთავსი მიწაზე გადმოყარეს და ადამიანის დანაწევრებული სხეულის ნაწილებს გლეჯა დაუწყეს. მწყემსმა ღორების გაფანტვა სცადა, მაგრამ სისხლით გახელებულმა ცხოველებმა არც თავიანთი მწყემსი დაინდეს და შუახნის მამაკაცი ცოცხლად შეჭამეს.

გლდანის ნაგავსაყრელთან მომხდარი ტრაგედიის შესახებ მილიციას მენაგვემ შეატყობინა. ის ნაგვის გადასაყრელად იყო იქ მისული და ღორების დაშოშმინება სცადა, მაგრამ ღორებმა მასაც შეუტიეს და მენაგვემ გაქცევით უშველა თავს. შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციელებს საშინელი სურათი დახვდათ: სისხლით დინგმოსვრილი ღორები საშინელი ჭყვიტინით დარბოდნენ აქეთ-იქით და ახალ საკბილოს ეძებდნენ. მილიციის თანამშრომლებმა კაციჭამია ღორები ჯერ პისტოლეტებით დახოცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.

საზარელი მკვლელობები

გლდანის ნაგავსაყრელზე დატრიალებული ტრაგედიიდან სამი კვირის განმავლობაში თბილისში კიდევ სამი ანალოგიური მკვლელობა მოხდა: გასისხლიანებული ტომრები, რომლებშიც ადამიანის დანაწევრებული ცხედრები იყო მოთავსებული, შესაბამისი თანმიმდევრობით იქნა აღმოჩენილი თემქის დასახლებაში, ნაძალადევსა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სამივე მამაკაცი იყო, თუმცა, მათი პიროვნებების დადგენა ვერ მოხერხდა.

ამ მკვლელობების გამოძიება კაპიტან თაზო ქვარცხავას დაევალა, რომელსაც კოლეგები მეტსახელად „კოდოს“ ეძახდნენ. ის სენაკელი იყო და თბილისში განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადმოიყვანეს, რადგან მან რამდენიმე ჩახლართული მკვლელობა გახსნა სამეგრელო-აფხაზეთის ტერიტორიაზე და მკვლელობების გამოძიების უბადლო ოსტატად ითვლებოდა. კოდო ლეგენდარული მაძებრის, პოლკოვნიკ გია ცეცაძის აღზრდილი იყო და ქვარცხავას სწორედ ის მფარველობდა მოსკოვიდან.

ქვარცხავამ გამოძიების რამდენიმე ვერსია შეიმუშავა, თუმცა, თვითონ მანიაკის ვერსიაზე მუშაობდა, თავის ხელქვეითებს კი სხვა ვერსიების გადამოწმებას ავალებდა.

ამასობაში, თბილისში მორიგი მკვლელობა მოხდა და მილიციის სამმართველოს უფროსმა კაპიტანი თავისთან გამოიძახა:

– თაზო, ძალიან ნელა და უშედეგოდ მუშაობ. ამასობაში მორიგი მკვლელობა მოხდა! – მიახალა გაბრაზებულმა უფროსმა კოდოს.

–  ვარკეთილ-ვაზისუბნის მიდამოებში მომხდარ მკვლელობას გულისხმობთ? – მშვიდად ჰკითხა თაზომ.

– უკვე იცოდი? – გაუკვირდა სამმართველოს უფროსს, – რას აპირებ?

– არა, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ჩაეცინა ქვარცხავას, – მკვლელობის შესახებ ახლა შევიტყვე, თქვენგან, ადგილმდებარეობა კი, მე თვითონ გამოვიცანი.

– როგორ გამოიცანი? – გაუკვირდა მილიციის სამმართველოს უფროსს, – შენ რა, გულთმისანი ხარ?

– მკვლელი აშკარად მკაცრად განსაზღვრული გეგმით მოქმედებს და, ჩემი ძირითადი ვერსიის თანახმად, ის მორიგი მკვლელობის კვალს უკვე სადღაც ნავთლუღის ტერიტორიაზე დატოვებს, – თქვა თაზო ქვარცხავამ და გაიღიმა.

– რა გაცინებს, ბიჭო, ვერაფერი გამიგია, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა, – ნორმალურად ამიხსენი ყველაფერი.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, მე მგონი, მანიაკი მკვლელი ხაზს მიჰყვება, ანუ ის მოკლულებს განსაზღვრულ პერიმეტრზე ტოვებს. პირველი ხუთი მკვლელობა გლდანიდან ვარკეთილამდეა ჩადენილი და, ჩემი აზრით, ის ქვევით უნდა ჩამოვიდეს. ანუ, მან ჯერ ნავთლუღში უნდა დატოვოს მოკლული, შემდეგ ორთაჭალის მიდამოებში, შემდეგ კოლმეურნეობის მოედანზე, იქიდან კი, სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირის მიდამოებში ავა.

პოლკოვნიკი თვალებგადმოკარკლული და პირდაღებული უსმენდა თაზო ქვარცხავას და ბოლომდე ვერაფერი გაეგო.

კოდო მიხვდა უფროსის დაბნეულობის მიზეზს და მშვიდად უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, თბილისის რუკაზე ქინძისთავების დარჭობა თუ შეიძლება?

– შეიძლება, – უპასუხა გაკვირვებულმა პოლკოვნიკმა და კოდოს ქინძისთავებით სავსე კოლოფი მიაწოდა.

კაპიტანი კედელზე გაკრულ რუკასთან მივიდა და ხუთი ცალი ქინძისთავი გლდანიდან ვარკეთილამდე მიყოლებით დაარჭო:

– აი, ამხანაგო პოლკოვნიკო, ამ ხუთ ადგილზეა აღმოჩენილი დანაწევრებული გვამები, – დაიწყო ქვარცხავამ და დანარჩენი ხუთი ქინძისთავიც დაარჭო რუკაზე, – ეს ქინძისთავები კი, ჩემი აზრით, იმ ადგილებს აღნიშნავს, სადაც მანიაკის მომავალი მსხვერპლი აღმოჩნდება. მკვლელმა ჯერ სწორ ხაზზე განალაგა თავის მსხვერპლი, ხოლო თუკი ჩემი ვერსია სწორია, მაშინ ის დიაგონალზე ჩამოჰყვება და კვლავ სწორ ხაზს გაჰყვება.

ქვარცხავამ თბილისის რუკაზე კიდევ ხუთი ქინძისთავი დაარჭო და პოლკოვნიკს უთხრა:

– აი, ამგვარად ტოვებს მანიაკი მოკლულებს თბილისში და ვიზუალურად ეს ლათინური ასო Z-ა.

– ანუ, ის შეშლილი სიმბოლურად ან ხაზს უსვამს რაღაცას, ან თავის ინიციალს ტოვებს, – თქვა პოლკოვნიკმა.

– უფრო მგონია, რომ ხაზს უსვამს და სწორედ ესაა ყველაზე რთული გასაგები.

სატყუარა

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მილიციის სამმართველომ კოდოს მიერ წინასწარ ნავარაუდევ ადგილებში  ოპერმუშაკების ფარული საგუშაგოები დააყენა, ნავთლუღსა და თბილჰესის მიდამოებში კიდევ ორი მამაკაცის დანაწევრებული სხეულებით სავსე ტომრები აღმოაჩინეს.

ამასობაში ორი მოკლულის ვინაობის დადგენა მოხერხდა და გაირკვა, რომ ორივე მამაკაცი რუსეთში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მათგანის კვალი სოხუმში დაეკარგათ მის ნათესავებს, მეორისა კი – მახინჯაურში.

– მანიაკი მანქანით მოძრაობს. ის თავის მსხვერპლს იტაცებს, კლავს, თბილისში ჩამოჰყავს და სხვადასხვა ადგილებში ტოვებს, ამაში დარწმუნებული ვარ, – განაცხადა თაზო ქვარცხავამ ერთ-ერთ თათბირზე.

ამასობაში კიდევ სამი ადამიანის ვინაობა დადგინდა – ისინიც რუსეთის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ, ეროვნებით რუსები, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები და ყველანი მოულოდნელად გაუჩინარდნენ.

– აშკარაა, რომ მკვლელი მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულ მამაკაცებს ხოცავს, ეროვნებით რუსებს და ეს შემთხვევითობა არაა, – ამბობდა ქვარცხავა, – თუმცა, რა უდევს ამას საფუძვლად, გაუგებარია.

– რუსების სიძულვილი, – უთხრა პოლკოვნიკმა, რომელიც კოდოსგან მორიგ პატაკს იბარებდა.

– მხოლოდ ასე არ უნდა იყოს საქმე, – თავი გააქნია კაპიტანმა, – რუსები აქაც ბევრნი არიან, მაგრამ ის, რატომღაც, ჩამოსულებს ერჩის.

ქვარცხავას თვალები გაუბრწყინდა და სამმართველოს უფროსს უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოუხელთებელი მანიაკი უპატრონო ბავშვთა სახლის აღზრდილია. მას მშობლები და ნათესავები 1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლისას დაეღუპა, ის ოკუპანტებს ხოცავს და ამით უხდის სამაგიეროს.

– რას ბოდავ, რის ოკუპანტებს, ხომ არ შეიშალე, ქვარცხავა? – გაფითრდა პოლკოვნიკი და კაბინეტში შეშინებულმა მიმოიხედა.

– მე მანიაკის პოზიციიდან ვლაპარაკობ, ამხანაგო პოლკოვნიკო, – ეშმაკურად ჩაიცინა ქვარცხავამ, – თორემ, მშვენივრად ვიცი, რომ წითელმა არმიამ საქართველო გაათავისუფლა.

– მაინც, რატომ ფიქრობ, რომ მანიაკი ოკუპანტებს ხოცავს და სხვა რამეში არაა საქმე? – დაინტერესდა პოლკოვნიკი.

– იმიტომ, ამხანაგო პოლკოვნიკო, რომ დახოცილ რუსებს ბორჯღალი აქვთ ამოჭრილი დანაწევრებულ ზურგზე, – მიუგო კოდომ.

– ბორჯღალი რას ნიშნავს?

– ბორჯღალი მზის ნიშანია და დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო იყო. ხოლო, როდესაც თბილისში რუსეთის არმია შემოვიდა და ქართველები დახოცეს, კაზაკები  მოკლულებს ხმლით ბორჯღალს ახატავდნენ და ამით ცდილობდნენ მათ დამცირებას. ჩემი აზრით, ეს ბორჯღალამოკვეთილი გვამები იმ ამბების გამოძახილია და იმიტომ ვფიქრობ, რომ მანიაკი მაშინდელი ამბების მსხვერპლი უნდა იყოს.

– რის გაკეთებას აპირებ? – ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– ვფიქრობ, სატყუარა შევუგდო მანიაკს და ჩვენთან კონტაქტზე გამოვიყვანო, – უპასუხა კოდომ.

ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ ერთ-ერთ ცენტრალურ გაზეთში დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელშიც 1921 წლის ამბები იყო მოთხრობილი და ბორჯღალამოკვეთილი ქართველი გმირების შესახებ ეწერა. თუმცა ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული და ტანჯულებად წითელარმიელები იყვნენ გამოყვანილები, მტანჯველებად კი – პატრიოტი ქართველი გმირები.

– მერედა, რას მოგვცემს ეს სტატია? – ეჭვობდა პოლკოვნიკი და კოდოს წამოწყების არ სჯეროდა.

– დარწმუნებული ვარ, რომ მანიაკი აუცილებლად წაიკითხავს ამ სტატიას და რედაქციაში დარეკავს, – მშვიდად უპასუხა სამმართველოს უფროსს ქვარცხავამ.

პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაზეთის რედაქციაში უცნობმა მამაკაცმა დარეკა და სტატიის ავტორის ტელეფონის ნომერი მოითხოვა. რედაქციაში წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და უცნობ მამაკაცს სტატიის ავტორის ტელეფონის ნომერი მისცეს. როგორც რედაქციის ისე ჟურნალისტის ბინის ტელეფონები ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი, მაგრამ ჟურნალისტის სახლში არავის დაურეკავს, რედაქციაში კი ქუჩიდან იყო დარეკილი.

მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი წამითაც არ შეწყვეტილა, სტატიის ავტორი კი მილიციის ოპერმუშაკების უმკაცრესი ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

– სულ ტყუილად მოვაცდინე ამოდენა კადრები, – ბრაზობდა პოლკოვნიკი, მაგრამ, კოდო დარწმუნებული იყო, რომ მანიაკი სულ მალე გამოჩნდებოდა ოპერმუშაკთა თვალთახედვის არეში.

ერთ დღეს ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის წინ ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გაჩერდა. იმ სახლში პუბლიკაციის ავტორი ცხოვრობდა და მილიციის ოპერმუშაკებს იქ ფარული საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი. „მოსკვიჩი“ საფოსტო იყო და იქიდან შუახნის მამაკაცი გადმოვიდა, შემდეგ სადარბაზოში შევიდა და ათიოდე წუთში უზარმაზარი საფოსტო ტომრით დაბრუნდა უკან. ტომარა მან „მოსკვიჩის“ საბარგულში ჩადო და მშვიდად გაემგზავრა. ოპერები საეჭვო „მოსკვიჩს“ დაედევნენ, ათ წუთში მძღოლი გააჩერეს და დააკავეს, საბარგულიდან კი ტომარაში ჩატენილი გონებადაკარგული ჟურნალისტი ამოიყვანეს. ჟურნალისტი არაფრის საქმის კურსში არ იყო და როდესაც ყველაფერი უამბეს, მეორედ დაკარგა გონება...

ექსპედიტორის ნაამბობი

ჟურნალისტის სახლთან დაკავებული პიროვნება 50 წლის ლევან ჯორჯიაშვილი იყო. ის ქალაქის ცენტრალურ ფოსტაში მუშაობდა მძღოლ-ექსპედიტორად და „მოსკვიჩით“ მოძრაობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჯორჯიაშვილმა მკვლელობები აღიარა და გამომძიებელს უამბო: 

– 1921 წლის 25 თებერვალს კაზაკებმა დედ-მამა დამიხოცეს. მაშინ 10 წლის ვიყავი. გიმნაზიიდან ჯერ სახლში დავბრუნდი, შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ პროზექტურაში წამიყვანა ბებიამ. ჩვენ იქ უამრავი დახოცილი ვნახეთ. ისინი შიშვლები და დასისხლიანებულები იყვნენ და ყველას ბორჯღალი ჰქონდათ ამოჭრილი ზურგზე. გარდა ამისა, კიდურები ჰქონდათ მოკვეთილი. საბრალო ბებიაჩემს გული გაუსკდა და იქვე მოკვდა, მე კი გონება დავკარგე და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოვედი შოკიდან. ასე დავრჩი ობლად და საბჭოთა მთავრობამ უპატრონო ბავშვთა სახლში გამამწესა. პროზექტურაში ნანახი სურათი მეხსიერებიდან არ ამომდიოდა და ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, პირველ რუსზე რომ ვიძიე შური – ჩემი სამხედროს მასწავლებელი მოვკალი მისსავე სახლში, ხანჯლით და მას შემდეგ კიდევ არაერთი რუსი გამოვასალმე სიცოცხლეს. ბოლოს ორმოცდაათამდე ავედი. მათ მე თავებს ვაჭრიდი და მიწაში ვმარხავდი. წელს კი გადავწყვიტე, ამ ყველაფრისთვის სიმბოლური დატვირთვა მიმეცა და მოქმედების მკაცრი გეგმა შევიმუშავე.

– ანუ, მხოლოდ ჩამოსულ რუსებს ხოცავდით, ბორჯღალს ჰკვეთავდით ზურგზე და ამით ოკუპანტებს ანადგურებდით სიმბოლურად? – ჰკითხა ქვარცხავამ ჯორჯიაშვილს.

– დიახ!

– ცხედრებს რატომღა, ანაწევრებდით?

– იმიტომ, რომ, ფაქტობრივად ჩემი მშობლებიც დანაწევრებულები იყვნენ, – მიუგო ჯორჯიაშვილმა და მანვე დაადასტურა, რომ თბილისის რუკაზე ლათინური ასო Z-ის მოხაზულობის მიხედვით ტოვებდა მოკლულებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, რითაც, თავისი აზრით, რუსული ოკუპაციისთვის სიმბოლურად ბოლოს მოღება უნდოდა.

ჯორჯიაშვილმა ისიც აღიარა, რომ თბილისის შემდეგ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებდა მკვლელობებს და უკვე საქართველოს რუკაზე უნდა გამოესახა ასო „Z“.

რუსების გამანადგურებელი მოსკოვის ციხეში გადაგზავნეს და იქ დახვრიტეს.

 

 

скачать dle 11.3