კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

 

25 ივლისი

1261 – ბიზანტიის იმპერატორმა, მიხეილ მერვე პალეოლოგოსმა, დაიბრუნა კონსტანტინოპოლი. გაუქმდა ლათინთა იმპერია.

1826 – პეტერბურგში სიკვდილით დასაჯეს დეკაბრისტები.

1943 – იტალიაში დაემხო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი.

26 ივლისი

1788 – ბრიტანელმა კოლონისტებმა დააარსეს ქალაქი სიდნეი (ავსტრალია).

1826 – ვალენსიაში სიკვდილით დასაჯეს მასწავლებელი კაეტანო რიპოლი – ის იყო ინკვიზიციის უკანასკნელი მსხვერპლი.

1847 – ლიბერია გახდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტზე.

1908 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა გამოძიების ფედერალური ბიურო.

1952 – ეგვიპტეში დაემხო მონარქია – მეფე ფარუკი გადადგა.

1956 – ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ნასერმა გამოაცხადა სუეცის არხის ნაციონალიზაცია, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კრიზისი და გადაიზარდა ეგვიპტის წინააღმდეგ ომში.

27 ივლისი

1794 – თერმოდორის გადატრიალებამ პარიზში წერტილი დაუსვა იაკობინელთა დიქტატურას.

1830 – პარიზში დაიწყო ეგრეთ წოდებული ივლისის რევოლუცია, რამაც დაამხო ბურბონთა დინასტია.

1952 – საბჭოთა კავშირში ოფიციალურად გაიხსნა ვოლგა-დონის არხი.

1953 – დასრულდა კორეის ომი. კორეა შუაზე გაყოფილი დარჩა.

28 ივლისი

1586 – სერ ტომას ჰერიოტმა პირველმა ჩამოიტანა ამერიკიდან ევროპაში კარტოფილი.

1794 – გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს მაქსიმილიან რობესპიერს, მის ძმას – ანტუან სენ-ჟუსტს და სხვა იაკობინელებს.

1821 – პერუ გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1868 – ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში შეიტანეს მე-14 შესწორება, რაც ამერიკის მოქალაქეობის უფლებას აძლევდა ყველას, ვინც ქვეყნის  ტერიტორიაზე დაიბადა. ამ შესწორების მთავარი მიზანი ყოფილი მონებისთვის მოქალაქეობის მინიჭება იყო.

1896 – დაარსდა ქალაქი მაიამი.

1942 – გამოვიდა სტალინის ბრძანება ¹227 – „დახვრეტა ყველა საბჭოთა ჯარისკაცს, ვინც უკან დაიხევს!“

29 ივლისი

1754 – პირველი საერთაშორისო მატჩი კრივში – ინგლისის ჩემპიონმა ჯერ სლეკმა ნოკაუტში ჩააგდო ფრანგი ჟან პეტი.

1857 – დაარსდა ატომური ენერგიების საერთაშორისო სააგენტო (მაგატე).

1958 – ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცეების კვლევის ნაციონალური სამმართველო (ნასა).

1965 – გამოვიდა ჯგუფ „ბითლზის“ ცნობილი ალბომი „ჰელფ!“.

30 ივლისი

1729 – დაარსდა ქალაქი ბალტიმორი (ამერიკის შეერთებული შტატები).

1838 – ლონდონში ბაყაყების წვიმა მოვიდა.

1898 – ამერიკის ერთ-ერთ ჟურნალში გამოჩნდა ავტომობილის პირველი რეკლამა.

1930 – მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ურუგვაიმ დაამარცხა არგენტინა ანგარიშით 4:2.

1935 – გამომცემლობა Penguin-მა პირველად გამოსცა თხელყდიანი იაფფასიანი, მცირეფორმატიანი წიგნი, რომელმაც რევოლუციური გადატრიალება მოახდინა საგამომცემლო საქმეში პოპულარული და კლასიკური ნაწარმოებების მასობრივი ტირაჟის გამოცემით.

1961 – გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც პარტია ხალხს ჰპირდებოდა, რომ 80-იან წლებში კომუნიზმი დადგებოდა.

31 ივლისი

1928 – კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის ლოგოში პირველად დაიღრიალა ლომმა, რამაც სათავე დაუდო ხმოვან კინოს.

1965 – დიდ ბრიტანეთში აიკრძალა სიგარეტის რეკლამა ტელევიზიით.

 

скачать dle 11.3