კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

 

 

კითხვა: ვიცი, რომ ზაფხულის პერიოდში ადამიანმა მეტი სითხე უნდა სვას, რადგან ამ დროს გაცილებით მეტად ხდება კანიდან სითხის აორთქლება და კანისა და მთლიანად ორგანიზმის გაუწყლოება ან გამოშრობა შეიძლება მოხდეს. მაგრამ, მაინტერესებს, როგორ დავიცვა ბალანსი, ანუ, ზაფხულში დღეში რამდენი წყალი უნდა დავლიო?

პასუხი: ალბათ, იცით, რომ წყალი ჩვენი ორგანიზმის 60 პროცენტს შეადგენს და აქედან მხოლოდ 10 პროცენტია კანში. წყლის ბალანსის დასაცავად დიეტოლოგები გვთავაზობენ შემდეგ პროპორციას: 30 მილილიტრი წყალი სხეულის 1 კილოგრამზე (დღე-ღამის განმავლობაში).

კითხვა: როცა თმის ბოლოებს ვიხვევ, მინდა, რომ თმა მთელ სიგრძეზე ფუმფულა და მოცულობითი იყოს. როგორ უნდა მოვიქცე?

პასუხი: ტენიან თმაზე თანაბრად გადაანაწილეთ მუსი, რომელიც ზრდის თმის მოცულობას, შემდეგ თავი წინ გადმოხარეთ და ფენით ისე გაიშრეთ. მაგარი ფიქსაციისთვის, გაშრობის ბოლოს, ფენის რეჟიმი ცივ ჰაერზე ჩართეთ.

კითხვა: რაში იყენებენ კოსმეტოლოგები ცისფერ თიხას?

პასუხი: თეთრი და ცისფერი თიხა ბუნებრივი ადსორბენტია, რომელიც, თავისი სტრუქტურის წყალობით, ღრუბელივით იწოვს კანიდან მტვერსა და ცხიმს. ცისფერი თიხა შესანიშნავი საშუალებაა გამონაყარისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, კვირაში ორჯერ გაიკეთოთ ნიღაბი: 2-3 ჩაის კოვზ თიხას დაასხით გრილი წყალი და კარგად აზილეთ (უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა, რომ არ ჩამოგეწვეთოთ). თანაბრად, სქელ ფენად წაისვით მთელ სახეზე (მხოლოდ თვალების გარშემო არ შეიძლება წასმა). 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს ნიღაბი შეგიძლიათ, გაიკეთოთ ბეჭებზე ან მკლავებზე, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

კითხვა: ხშირად წამიკითხავს, თმის ძვირად ღირებული საღებავების ინსტრუქციებში, რომ მის შემადგენლობაში შედის ზეითუნის, კარიტესა და ავოკადოს ზეთები. მაინტერესებს, რომელს რა ფუნქცია აკისრია?

პასუხი: ზეითუნის ზეთი ძირების ჩათვლით კვებავს თმას; კარიტე თმას არბილებს და აძლევს ბზინვარებას; ავოკადო შეიცავს 20 პროცენტ ეთერულ ცხიმოვან მჟავებსა და თითქმის ყველა სახის ვიტამინს, კვებავს თმას და ატენიანებს თმის ღერებს ძირიდან, მთელ სიგრძეზე.

 

скачать dle 11.3