კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლამაზი ვარცხნილობის 5 „საიდუმლო“

გთავაზობთ 5 „საიდუმლოს“, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი ვარცხნილობა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზი და ეფექტური იქნება, საზეიმო განწყობას შეგიქმნით და თქვენი ქალური ღირსებების უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ.

1. საიდუმლო გრძელი თმისთვის

თუ სამსახურის შემდეგ მოულოდნელად გახდით წასასვლელი ოფიციალურ წვეულებაზე ან თაყვანისმცემელმა დაგირეკათ და შეხვედრა გთხოვათ, თქვენი თმა „მოწყენილად“ გამოიყურება, სალონში წასვლის დრო კი არ გაქვთ, ეს პრობლემა მარტივად შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ: მაქსიმალურად დახარეთ თავი, თმა მთლიანად გადმოიყარეთ წინ და შიდა მხრიდან, ისე, რომ სახეზე არ მოიხვედროთ), თმის ძირებში და მთელ სიგრძეზე შეისხურეთ ცოტაოდენი თმის ლაკი. შემდეგ მსუბუქად დაივარცხნეთ ჯაგრისიანი სავარცხლით, თმის ბოლოები კი ნაწილ-ნაწილ დაიხვიეთ თითით.

2. საიდუმლო მოკლე, თხელი თმისთვის

თუ აპირებთ თმის ქერად შეღებვას, გაქვთ შანსი, თქვენს თხელ თმას მეტი მოცულობა და, შესაბამისად, უკეთესი ვიზუალი შესძინოთ.

როცა თმის ბოლოები უფრო ბაცია, ვიდრე ძირები, ან, თუ თმის ზედა ფენა ქერაა, ქვედა ფენა კი – მუქი, ხდება ეგრეთ წოდებული ფერთა თამაში, რომლის დროსაც თმა უფრო სქელი ჩანს. უფრო ეფექტური კი მეორე ვარიანტია.

3. ლოკონების „შენახვის“ საიდუმლო

თუ თქვენი მშვენიერი ლოკონები მეორე დღისთვისაც გჭირდებათ, ნუ შეიწუხებთ თავს სალონში ვიზიტის მოსწრებაზე ფიქრით. ლოკონებს ძალიან ადვილად შეინახავთ... ერთჯერადი  ხელსახოცების დახმარებით:

გაშალეთ ხელსახოცები სიგრძეზე და თითოეულ მათგანში გადაახვიეთ თითოეული ლოკონი და პატარა რეზინებით დაუმაგრეთ ბოლოები, რომ არ დაიშალოს. როცა ყველა ლოკონს „დააბინავებთ“, თავი მოუყარეთ მათ კეფაზე, ჩამოიცვით თავზე ბადურა ქუდი და მშვიდად დაიძინეთ. 

4. თხელი თმის „გაფუების“ საიდუმლო

ამისთვის საჭიროა სტაილინგის მხოლოდ 1 წვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი თხელი თმა მოცულობას ვერ შეინარჩუნებს. საუკეთესო ვარიანტია თმის მუსი: დაიწვეთეთ თითებზე, ხელები კარგად გაუსვ-გამოუსვით ერთმანეთს (მუსი ორივე ხელის თითებზე თანაბრად რომ განაწილდეს) და შემდეგ ამ მუსიანი თითებით კარგად „დაივარცხნეთ“ თმა, ძირებიდან თმის ბოლოებისკენ მიმართულებით.

უარი თქვით ცვილზე – მისი მძიმე ტექსტურა თქვენს თხელ თმას წებოვან „ლოლოებად“ აქცევს.

5. ვარცხნილობის „გამოსწორების“ საიდუმლო

თუ თქვენმა სტილისტმა დიდად ვერ ისახელა თავი, ანუ, საკმაოდ უღიმღამო ვარცხნილობა გაგიკეთათ, თქვენ კი, კვლავ არ გაქვთ დრო, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, არადა, აუცილებლად კარგად უნდა გამოიყურებოდეთ იმ წვეულებაზე, სადაც მიიჩქარით, ამაში დაგეხმარებათ თმის აქსესუარები.

გახსოვდეთ: კვადრატულ სახეს უხდება ფართო ლენტი-„აბადოკები“; მრგვალ სახეს – დეკორატიული თმის სამაგრები, ოღონდ, ცალი მხრიდან; თუ ვიწრო და მოგრძო სახე გაქვთ, ჭრელი ქსოვილისგან დამზადებული „აბადოკი“ მოგიხდებათ.

скачать dle 11.3