კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბალერინები და შავი გედი – დევიდ კომას ახალი კოლექცია

 

„ვიკიპედიაში” მასზე ვკითხულობთ: „დევიდ კომა საქართველოში დაბადებული ლონდონელი დიზაინერი, რომელმაც 2009 წელს, ლონდონის „სენტრალ სენ მარტინის კოლეჯის“ მაგისტრის ხარისხი აიღო. კომა ცხოვრობს ლონდონში, არის დაოჯახებული. მისი მეუღლე ბრენდის მენეჯმენტს ხელმძღვანელობს“... რა თქმა უნდა, ქართველი დავით კომახიძის შესახებ ჩვენ „ვიკიპედიაზე” მეტი ვიცით, დეტალური ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებაც, თუ როგორ ჩავიდა ლონდონში, როგორ სწავლობდა, როგორ იმოსებიან მის ულამაზეს კოსტიუმებში მსოფლიოს მეგა და უფრო მეგა ვარსკვლავები. დიზაინერმა 2010 წლის 20 სექტემბერს ლონდონში წარმოადგინა, გაზაფხული-ზაფხულის „რედი-თუ-ვეარ” კოლექცია – ის, რის ჩაცმასაც დღეს ყველაზე მდიდარი მოდის მიმდევრები ცდილობენ. 

 ბევრი ვეძებე და ამ ვარდისფერ-შავ-თეთრი კოლექციის შესახებ კრიტიკული ვერაფერი წავიკითხე, ბალერინას თემაზე შექმნილმა სამოსმა მოდის კრიტიკოსების, რედაქტორების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომას ჩვენება ჩაიკოვსკის ბალეტის „გედების ტბის” რიტმებით დაიწყო და ნელ-ნელა გარდაიქმნა ძლიერ, რიტმულ და ენერგიულ ტალღებად. ეროვნებით ქართველმა კომამ შოუ მარინის თეატრის ბალერინებს მიუძღვნა და შექმნა ულამაზესი, დახვეწილი ქალბატონი, საოცარი სიარულისა და დგომის მანერით, „მეტყველი“ კიდურებით, რომელიც თეატრის კულისებში სიგარეტის ბოლში გახვეული მაყურებლის საოცარ ცნობისმოყვარეობას იწვევს. 

 კომამ კაბები ბალერინის კაბის კონსტრუქციის მიხედვით ააწყო: განიერი, ფაშფაშა, თეძოებზე მობჯენილ ქვედაბოლოებს მაღალი სათავე ისე ჰქონდა მომდგარი, სიფრიფანა მოდელებს კიდევ უფრო გრაციოზულებს ხდიდა. მყარი, უხეში კონსტრუქციით შეკერილი პაწაწინა ბიუსტჰალტერები მკერდს სრულიად კარგავდა, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ნაზ, ჰაეროვან სილუეტს ქმნიდა. პოდიუმზე დადიოდნენ ქალები, რომლებიც თითქოს იქვე, პოდიუმზე უნდა აცეკვებულიყვნენ – ისეთი ნაზი არსებები, რომლებიც გინდა ხელით ატარო. ჩვენება კომამ საყვარელი „ოდეტ“ თეთრით გახსნა – კაბით, „ტკბილი“„ ქვედაბოლოთი, ბაცი ვარდისფერი ელემენტებით. კაბების ძირითადი ნაწილი საკმაოდ უცნაურად იყო შეკერილი და ეს სტილი შარშანდლიდან ამ სეზონზე უკვე კარგად არის გავრცელებული და დამკვიდრებული. თხელ, ტანზე მომდგარ კაბებს, ზოგან მოკრული ჰქონდათ ბალერინის „პაჩკის” გავლენით შექმნილი „იუბკა-სარტყელი”, რომელიც დამატებით სინაზეს სძენდა ისედაც ძალიან ქალურ სამოსს.  

 რა თქმა უნდა, კომამ ჩვენება შავით დაამთავრა. ნატურალური ტყავით შექმნილი სწორკუთხოვანი ბისერებით გაფორმებულმა შავმა შესამოსელმა არავინ დატოვა გულგრილი. სწორი ხაზებისა და ფორმებისადმი კომას განსაკუთრებული სიყვარული ამ კოლექციაშიც გამოჩნდა. შავმა გედმა თეთრი ზოლებიც იკადრა – შავის შემდეგ საინტერესო გადასვლა იყო შავ-თეთრ კაბებზე, რომლებისთვისაც კომამ საკმაოდ მყარი ქსოვილი გამოიყენა. ამ ტიპის ქსოვილით შექმნილ კაბებს განსაკუთრებით ბევრი ფანი ჰყავს. მოდის კრიტიკოსები წერენ, რომ ეს კოლექცია კიდევ უფრო გაამყარებს დევიდის ისეთ ვარსკვლავებთან მეგობრობას, როგორიც შერილ კოული და ბიონსე არიან. ისინი იმედგაცრუებულები ნამდვილად არ დარჩებიან, რადგან ყოველ სეზონზე, ყოველ მომდევნო კოლექციასთან ერთად, ქართველი დიზაინერი სულ უფრო მეტ სრულყოფილებას აღწევს.

 

скачать dle 11.3