კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი „ბაიერნის” რიგებში „ბუნდესლიგის“ გათამაშებაში და რის გამო აცხადებს კონსტანტინ რაუში გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარს

 

 

 

2010-2011 წლის გერმანიის ჩემპიონატის ტრიუმფატორი დორტმუნდის „ბორუსია” გახდა, რომელმაც უკან მოიტოვა ბავარიული გიგანტი მიუნხენის „ბაიერნი” და „რეალის” ექსვარსკვლავ რაულით გაძლიერებული „შალკე”. წლევანდელი სეზონი ახალი ტალანტების აღმოჩენითაც იყო გამორჩეული და რიგ ფეხბურთელებზე უკვე ნადირობენ კიდეც ევროპის ტოპ-კლუბები. ამჯერად „ბუნდესლიგის“ მობურთალთა ტოპ-ათეულით დავასრულებთ ევროპის წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელების წარდგენის სერიას.

სინდზი კაგავა – დორტმუნდის „ბორუსია”

რომ არა აზიის თასზე მიღებული ტრავმა, „ბორუსიას” იაპონელი ჰავბეკი „ბუნდესლიგის“ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდებოდა. კაგავას ნახევარი სეზონი გაუცდა და მხოლოდ უკანასკნელ ტურში გამოჩნდა 2 წუთით, თუმცა, პირველ წრეში ის შთამბეჭდავ ფეხბურთს აჩვენებდა და თითქმის ყველა შემტევ პოზიციაზე მოსინჯა ძალები, რაც აისახა კიდეც 8 გატანილ გოლში. იაპონიაში ამბობენ, რომ, თუკი კაგავა იმავე თამაშს აჩვენებს, მომდევნო სეზონიდანაც მას ჰიდეტოში ნაკატასა და კეისუკე ჰონდას მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ნევენ სუბოტიჩი – დორტმუნდის „ბორუსია”

2008 წელს დორტმუნდულმა კლუბმა ყველასთვის უცნობი, ამერიკაში დაბადებული 20 წლის სერბი, ნევენ სუბოტიჩი შეიძინა, რომელშიც, დღევანდელი მონაცემებით, ევროპის ტოპ-კლუბები მზად არიან, ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე გადაიხადონ 20 მილიონი ევრო. სუბოტიჩი იდეალური ცენტრალური მცველია, ფიზიკურად ძლიერი, „მეორე სართულზე” საუცხოო მოთამაშე და თამაშის წაკითხვის იშვიათი უნარით დაჯილდოებული ფეხბურთელი. ამბობენ, რომ მომავალი სეზონიდან სუბოტიჩი ინგლისურ „პრემიერლიგაში“ გადაბარგდება, სადაც თავის თანამემამულე ნემანია ვიდიჩს დაჩრდილავს.

თომას მიულერი –

მიუნხენის „ბაიერნი”

თავისი მეორე სეზონი დიდ ფეხბურთში მიულერმა მაღალ დონეზე ჩაატარა, „ბაიერნის” ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი გახდა გასულ სეზონში და თითქმის მარტომ, საკუთარი მხრებით ათრია ბავარიული გრანდი. მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ მიულერისგან გაცილებით მეტს მოელოდნენ, თუმცა ხან წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობამ და ხან უფერულმა თამაშმა, „ბაიერნს” მხოლოდ მესამე პოზიცია არგუნა „ბუნდესლიგაში“.

კონსტანტინ რაუში – „ჰანოვერი”

მოკრძალებულმა „ჰანოვერმა” იდეალური ფლანგური მოთამაშე აღუზარდა თანამედროვე ფეხბურთს. რუსეთში, ტომსკის ოლქში დაბადებულმა რაუშმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და კლუბს სენსაციური მეოთხე ადგილი მოუტანა „ბუნდესლიგაში“. ამბობენ, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი რაუშის ნაკრებში მიწვევას აპირებდა, მაგრამ, 21 წლის მცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

ანდრე შურლე – „მაინცი”

შურლე უნიჭიერესი თავდამსხმელია, რომელსაც 20 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა ბუნდეს-ნაკრებში. მოკრძალებული „მაინცისთვის” შურლეს დონის ფეხბურთელის შენარჩუნება ურთულესი რომ იქნებოდა, ყველამ იცოდა და მომავალი სეზონიდან იგი ლევერკუზენის „ბაიერის” რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ამბობენ, რომ გასულ სეზონში 15 გოლის გამტან შურლეს ნაკრებში ლუკაშ პოდოლსკის შემცვლელად მოიაზრებენ.

სრდჟან ლაკიჩი –

„კაიზერსლაუტერნი”

ხორვატ ლაკიჩს ორი უფერული სეზონი ჰქონდა გატარებული კაიზერსლაუტერნში. ამბობენ, რომ მის გაყიდვასაც კი აპირებდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გუნდი „ბუნდესლიგაში“ გადავიდა, ლაკიჩი თითქოს შეცვალეს. მან მარტომ მოახერხა გუნდისთვის ადგილის შენარჩუნება „ბუნდესლიგაში“ და, ამასთან ერთად, 16 უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა. მომავალი სეზონიდან ლაკიჩი დიადი ფელიქს მაგათის გაწვრთნილ „ვოლფსბურგში” გააგორებს ბურთს.

მარიო გიოტცე – დორტმუნდის „ბორუსია”

მარიო გიოტცეს „ბუნდესლიგაში“ ადგილობრივ მესიდ მოიხსენიებენ. მწვრთნელის, იურგენ კლოპის თქმით, გიოტცეს ყველა მონაცემი აქვს, რომ გახდეს ფეხბურთის ვარსკვლავი და იდეალური ფლეიმეიკერი, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის თანამედროვე ფეხბურთი. გასულ სეზონში გიოტცემ მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, თუმცა მისი პასით 11-ჯერ გავიდა გოლი, რაც ბრწყინვალე შედეგია ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის, რომელიც ახლო მომავალში გერმანიის ნაკრების ძირითად ფეხბურთელად მოგვევლინება.

რაული – „შალკე 04”

დიადი რაულის გადასვლით, გელზენკირხენულ გუნდს თანამედროვე ფეხბურთის უკაშკაშესი ვარსკვლავი შეემატა, რომელმაც მცირეხნიანი ადაპტაციის გასვლის შემდეგ ჩვეულად დაიწყო გოლების გატანა. „ბუნდესლიგაში“ რაულმა 13 გოლი გაიტანა, ამას დაუმატეთ მნიშვნელოვანი გოლები ჩემპიონთა ლიგაში, რამაც საშუალება მისცა გელზენკირხენულ კლუბს, გასულიყო ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშების ნახევარფინალში. ვარაუდობენ, რომ მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ სწორედ ესპანელი გახდება „შალკეს” კაპიტანი.

მარიო გომესი – მიუნხენის „ბაიერნი”

28 გოლი და 2 საგოლე გადაცემა – ასეთია „ბუნდესლიგის“ 2010-2011 წლების საუკეთესო ბომბარდირის მონაგარი. აღსანიშნავია, რომ 28 გოლი ან მეტი, ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში სულ ათ ფეხბურთელს გაუტანია და უკანასკნელად მსგავსი შედეგი 1980-1981 წლებში დაფიქსირდა, როდესაც სახელოვანმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მეტოქის კარი 29-ჯერ აიღო.

მარკო როისი – მიუნხენგლადბაგის „ბორუსია”

როისი „ბუნდესლიგის“ ერთ-ერთი აუტსაიდერის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც სტაბილური და შედეგიანი თამაშით გერმანიისა და ევროპის ბობოლა კლუბების ყურადღება მიიქცია. გასულ სეზონში როისმა ათჯერ აიღო მეტოქე გუნდების კარი და 9-ჯერ შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მიუნხენგლადბახური კლუბისთვის როისი დიდი ხანია, საკულტო ფეხბურთელად იქცა, რადგან, რომ არა ის, ახალ სეზონს კლუბი მეორე „ბუნდესლიგაში“ დაიწყებდა.

 

скачать dle 11.3