კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის აუცილებელი შტოში ადამიანის ჯანმრთელობისთვის

 

შტოში მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებითა და მინერალური მარილებით, ასევე, პექტინებითა და მთრიმლავი ნივთიერებებით, კერძოდ, ფლავონოიდებით. შტოშს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და გამაჯანსაღებელი თვისება, ხელს უწყობს ჭრილობების ადვილად შეხორცებას.

შტოშის ცოცხალი ნაყოფი, ახალი წვენი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, შტოშით მკურნალობენ გასტრიტს დაბალი მჟავიანობით და კუჭქვეშა ჯირკვალს. ეს მჟავე კენკრა ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას და ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.

შტოშის წვენი ჭარხლის წვენთან ერთად, საგრძნობლად აქვეითებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიკურობას, სასარგებლოა გულის მუშაობისთვის, აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საკვების ათვისებას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.

შტოში ეკრძალებათ მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულ ადამიანებს და მათ, ვისაც ღვიძლის დაავადებები აწუხებთ.

 

скачать dle 11.3