კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოამარაგეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით სამკურნალო ნაყენების წყალობით

 

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.

კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით დაახლოებით 5-6 საათით ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.

მოცვის ნაყენი: 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს. 

დამამშვიდებელი ნაყენი: 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ.

გვირილის მკვებავი ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები – გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს. 

ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ ერთი საათით თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია  გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.

ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი: გაატარეთ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთი და მიღებულ ნახარშს დაუმატეთ იმდენივე ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, რადგან ქიშმიშიც და ასკილიც გულის კუნთს ამაგრებს. 

ასკილისა და ცირცელის ნაყენი: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.

ავიტამინოზის დროს: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით სამი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტებით.

 

скачать dle 11.3