კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რის მიხედვით არჩევდნენ ძველად ქორწილისთვის შესაფერის დროს და რატომ ახევდნენ ქორწილში პატარძლის დედას საცვალს

 

ქართული ეთნოკულტურა  ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია, მაგრამ, განსაკუთრებით საინტერესოა ოჯახის შექმნის, დანიშვნისა და ქორწინების ის ძველი, ტრადიციული  რიტუალები, რომლებიც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღემდე შემორჩა.  ქართულ ქორწინებასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე ბატონ ბიძინა ნანობაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალის შესახებ გვიამბო. 

ბიძინა ნანობაშვილი: იმის მიუხედავად, რომ ქართული საოჯახო ყოფისა და საქორწინო ურთიერთობის შესწავლაში ძალიან ბევრ ცნობილ ქართველს მიუძღვის წვლილი (რომელთა შორის იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, თედო სახოკია და სხვები), ეთნოგრაფიული სახის გამოკვლევები ქორწინების ინსტიტუტის შესახებ საქართველოს ყველა კუთხის მიხედვით არ არსებობს. არადა, ყველა კუთხეს ქორწინებასთან დაკავშირებით თავისი, ზოგჯერ, ერთი შეხედვით, უცნაური და უჩვეულო ტრადიციები ჰქონდა, თავ-თავისი წესები გააჩნდა მთასა და ბარს. ეს ჩვეულებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ, წინაპირობა თითქმის ყველგან ერთი და იგივე იყო: სარწმუნოებრივი თანხვედრა, ქონებრივი მდგომარეობა, ტერიტორიული ასპექტი... მაშინ ყველა თავის კუთხესა და სოფელში თხოვდებოდა. სხვა საშუალება არც იყო – სად უნდა ენახათ ერთმანეთი მეგრელსა და კახელს? ძალიან მკაცრი იყო მთის წესები. ქალ-ვაჟის შეუღლებამდე  ყველგან არსებობდა ჯიშისა და გვარის გაკითხვა; არკვევდნენ იმას, წინაპრებში ხომ  არ ჰყავდათ ვინმე ან ავადმყოფი, ან ფსიქიკურად მოშლილი.  ხალხმა იცოდა, რომ „ყველაყა” ჯიშიდან შთამომავლობაც ისეთივე გამოვიდოდა. ეს ხალხური სიბრძნეა ჩაქსოვილი ანდაზაში: „ბუისგან ბუი გამოვა, ბუკნაჭოტიდან – ოლოლი”. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მორალურ პრინციპებს – წინაპრების გამოკვლევასა და გაჩხრეკას  ქალებში ყოფაქცევის მიხედვით იწყებდნენ, ვაჟებში – კრიმინალური წარსულით. ქალის ოჯახს ზუსტად უნდა სცოდნოდა, ვის აბარებდნენ ქალს, ამას ერქვა „მისხი-მისხი” გამოკვლევა. მთაში ყველა იცავდა „საგორმენტოს”. იქ ორი გვარი იყო ყველაზე პოპულარული – ბურდულებისა და ჩოხელების; შესაბამისად, ამ ორი გვარის ქალის თხოვნა ან ვაჟის დაქორწინება, ყველასთვის ხელსაყრელი იყო. მთაში ყველაფერს მკაცრად იცავდნენ, ბევრ რამეს არ გაპატიებდნენ.   მთიულები და მოხევეები ქალს არ ატანდნენ ფშავ-ხევსურს, რადგან მათთვის ცნობილი იყო წაწლობისა  და სწორფრობის  ჩვეულების შესახებ. მათ ერჩიათ, ქალი ოსისთვის  გაეტანებინათ, ვიდრე ფშავ-ხევსურისთვის.  ერთ-ერთ წინასაქორწინო, მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა ქონებრივი მდგომარეობა. ძალიან მრავალფეროვანი  ადათები იყო აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთში. აქ, როგორც მთელ საქართველოში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა გვარსშინა ქორწინებას, რომელიც შვიდი თაობის წარმომადგენლებს შორის აკრძალული იყო.  ქორწინება არ შეიძლებოდა  ხელოვნური ნათესაობის ისეთი  ფორმების ოჯახებს შორის, როგორიც იყო  დობილობა, დაძმობა და ძმადნაფიცობა. დობილები ღვინოში ან წყალში ვერცხლის ფულს ჩათლიდნენ, რასაც „ფიცვერცხლა“ ჰქვია და დალევდნენ. ამის შემდეგ ისინი დებად ითვლებოდნენ. დაძმობა ერთმანეთის თმის გადაბმით მტკიცდებოდა; რაც შეეხება ძმადნაფიცობას, ერთი მათგანი მეორეს მთელ პურს გაუწოდებდა და ორივენი ცდილობდნენ, თავის მხარეს მცირე ნაწილი გადაეტეხათ, რაც უღალატობას ნიშნავდა.     

– ქორწინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მზითევი. როგორ ხდებოდა მზითევის მიღება ვაჟის ოჯახში? 

– მანამდე, სანამ მაჭანკლობა, როგორც ხელობა, გაირყვნებოდა, მაჭანკალი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალ-ვაჟის დაქორწინებაში. მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ფული შემოვიდა მიმოქცევაში, მაჭანკლებმა დაკარგეს ავტორიტეტი და სპეკულანტები გახდნენ.  მათ უკვე აღარ ენდობოდნენ არც ქალის და არც ვაჟის მშობლები. მაჭანკალს უნდა გაერკვია, ვინ ვისი ფანდი იყო, ქალს როგორი ბიჭი ეკუთვნოდა. მაჭანკალს უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია როგორც დაინტერესებული ვაჟის, ასევე ქალის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის, სარჩო-საბადებლის შესახებ.  იმასაც კი იკვლევდნენ, მინდორი სახლიდან შორს ჰქონდათ თუ არა; თუ მათი კატა ან ძაღლი ქუჩაში მსუქანი გამოდიოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალი „კაი ოჯახში ჩავარდებოდა”. მაჭანკალს ოჯახში პირველ მისვლაზე პასუხს არ აძლევდნენ, რადგან საჭირო იყო „გამოეწვლილათ” მოპირდაპირე მხარის ღირსება-ნაკლოვანებები. ოჯახებს შორის საკმაოდ  ხანგრძლივი მოლაპარაკება მიდიოდა  მზითევთან  დაკავშირებით; გარკვეული პროცედურები ტარდებოდა მზითვის ჩაბარების დროსაც.  მზითევი ძალიან მრავალფეროვანი იყო და, ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური დონის განვითარებასთან ერთად, ცვლილებებს განიცდიდა. მზითევში შედიოდა: მამული, ძროხა, ხარ-კამეჩი, სამკაულები, საფენები, ხალიჩები, სკივრი, კომოდი, ტაშტი, ბაღდადი, ქოლგა, მაფრაშა, თეთრეული, ქვაბი და ასე შემდეგ. რაც შეეხება „ქრთამს”, რომელიც წარმოადგენდა მომგებიან ქონებას, ის 60 თუმნით ყოფილა გამოხატული და ქალის ოჯახი სათავნოდ აძლევდა სასიძოს ოჯახს.    

აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქიზიყში, ქორწინებისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო საქორწინო ასაკი. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, მოუმწიფებელი, მცირეწლოვანი საპატარძლო საქმროს ოჯახში ცხოვრობდა და რძალთან, სადედამთილოსთან ან გასათხოვარ მულთან ერთად იძინებდა. ის ბუნებრივი ცოლქმრობის უღელში 13-15 წლიდან ებმებოდა. უწლოვანი ქალის დაქორწინებას სრულწლოვან ვაჟზე უძველესი ჩვეულება განაპირობებდა, რაც ოჯახის სამეურნეო მოთხოვნილებებით არის ახსნილი. ქალის ფიზიკურ მომწიფებამდე მოწიფული და შრომისთვის მომზადებული სასიძო, სიმამრის ოჯახში „ტრიალის” სავალდებულო წესს ასრულებდა. ეს გარემოება ქალის ოჯახის სასარგებლოდ სიძის შრომით ვალდებულებაზე მიუთითებს. საყურადღებოა, რომ ქალიშვილების ნაადრევი გათხოვება ხელმოკლე ოჯახებისთვის ყოფილა დამახასიათებელი; რაც შეეხება ვაჟის მხარეს, მისთვის ეს სასურველი საპატარძლოს დასაკუთრებისთვის იყო გამიზნული, რაც პატრიარქალური წყობილების დამყარების ნიშნად არის მიჩნეული.    

 ძალიან საინტერესო იყო ქალ-ვაჟის დანიშვნის ცერემონიალი. ეს  რიტუალი სრულდებოდა დედაბოძთან – ოჯახის გამაერთიანებელ ცენტრთან, როგორც ნაყოფიერებისა და უკვდავების მომნიჭებელ მფარველ ძალასთან.  დანიშვნის პროცესში, საფუძველი ეყრებოდა რა ოჯახის გამრავლებას, ვაჟიანობის სურვილის შემთხვევაში, სიმბოლოდ კაკალი ან თხილი გამოიყენებოდა, თუკი ქალის დაბადების სურვილი ჰქონდათ, პატარძალს ლეღვს მიართმევდნენ. ლეღვის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თესლის სიუხვე და ძუძუს ფორმა მდედრის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. განაყოფიერების, ბარაქიანობის სურვილი იყო  გამოხატული ნიშნობის დროს გამართულ ცეკვა-თამაშსა და ოხუნჯობაში. ღარიბულად, ძველისძველ ტანსაცმელში „მორთული“ ქალები  ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს, სასქესო ორგანოს ადგილას შიბაქს უკეთებდნენ და თან თხილსა და კაკალს მიაყრიდნენ. ნიშნობის დასასრულს, გადაჯვარედინებულ ხმალთა ქვეშ ნეფე ზღურბლთან დადებულ ქოთანს, ხოლო დედოფალი – ჯამს ან თეფშს, ფეხის ქუსლით ამტვრევდნენ. ერთი ვერსიით, ეს აქტი ახალდაქორწინებულთა ბოროტი სულებისგან დაცვისთვის იყო გამიზნული. რაჭაში ჯამის გატეხას „მტრის გატეხვას” უკავშირებდნენ; ქართლში თეფშს დედოფალი ტეხდა, რათა ცუდი  ფეხი არ მოჰყოლოდა; კახეთში თეფშის გატეხას ბიჭიანობას უკავშირებენ. გავრცელებული ვერსიით, გასატეხი თეფში დედოფლის უმწიკვლოების სიმბოლო იყო, სანამ იგი ვაჟის სახლის ზღურბლს  გადააბიჯებდა; ძირგავარდნილი ქოთანი ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში არაქალწულობის სიმბოლური გამომხატველია.

  ნიშნობის შემდეგ სიძე სიმამრის ოჯახის ჩვეულებრივ წევრად ითვლებოდა, აქტიურად მონაწილეობდა საოჯახო წვეულებებში, სამეურნეო საქმეებში. სიდედრი სიძეს ბევრ ერბოკვერცხს აჭმევდა – ფერსა და ჯანზე იყოსო. სიძეს საქანელაზე გამოცდიდნენ: „თუ კბილები  კრეჭით ეჭირა, ეს ნიშნამდა, რომ მშიშარა იყო.”      

– როგორ იმართებოდა ქორწილი ძველად საქართველოში?

– ქორწილს ყველა კუთხეში მათთვის დამახასიათებელი ჩვეულებები ახლდა. ქორწილი ძირითადად იმართებოდა შემოდგომის ბოლოს და ზამთარში. ხალხის რწმენით, ანგარიში უნდა გაეწიათ არა მხოლოდ წლის დროისთვის, არამედ, დღეებისთვისაც; ცდილობდნენ, ქორწილი სავსემთვარიან შაბათს ყოფილიყო –  მათი ცხოვრებაც „სავსე და სრული იქნებაო”. აღმოსავლეთ საქართველოში ქალის მოსაყვანად გამოიყენებოდა ურემი და ცხენი, ზოგან – „ფურგონიც”. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში პატარძალი ქორწინებამდე უბნის პატარძლებში ჰყავდათ დამალული; ხევში დედოფალი იმყოფებოდა დაბნელებულ სენაში, კასრებსა და ქილებს შუა.   ნეფე მეჯვარეს დაავალებდა ქალის გამოხსნა-გამოსყიდვას. მეჯვარის გარდა, ნეფესაც უნდა გადაეხადა გასამრჯელო 10-20 მანეთი, რასაც „პირდასაბანი” ერქვა; სამაგიეროდ, ნეფე ცხენის მორთვას  მოითხოვდა.  ქორწილის განმავლობაში ქალს თეთრი ფერის კაბა უნდა სცმოდა, პერანგი და საცვალი კი აუცილებლად  ფერადი უნდა ყოფილიყო.   კახეთში ნეფე-დედოფლის თანდასწრებით სრულდებოდა ისეთი საინტერესო  და მხიარული აქტი, როგორიც იყო სიდედრ-სიმამრისთვის ქუდის დახევა და პატარძლის დედისთვის საცვლის ჩამოხევა. ეს რიტუალი საყოველთაო მხიარულებას ემსახურებოდა. საქორწინო სუფრა ქართულ ქორწილში  დიდი ლხინისა და გართობის, მოლექსეობის, ცეკვისა და სიმღერის არენა  იყო.      

 

скачать dle 11.3