კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

„მესამე ოპოზიციური“

 

 

 

ანუ ჩასკამებულები

ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკური ცხოვრება არ ცნობს ჭეშმარიტებას: „ისა სჯობს, რაც ძველია“. არ ცნობს, რადგან ახალი-ახალი პარტიები, ახლა უკვე ფრაქციებიც, ჩვენი თანამედროვე, თუმცა პოსტრევოლუციური ცხოვრების ორგანული ნაწილია. ჰოდა, რაკი არის, პარლამენტში ახალი ოპოზიციური პარტია შეიქმნა (მით უფრო, რომ ფრაქციის შექმნას ჩვენს სამშობლოში მრავალრიცხოვნობა სულაც არ სჭირდება), მეტად აქტუალური სახელწოდებით: „ერთობა სამართლიანობისთვის“! ჯერჯერობით ამ ფრაქციის თავმჯდომარე ხალხის რჩეული გია ცაგარეიშვილია, დანარჩენი ხუთნი კი (მოგეხსენებათ, ამ ჩვენს ევროპაზე დაქიჩმაჩებულ  და დასავლეთისკენ სინათლის სიჩქარით მქროლავ საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად სულ რაღაც ექვსი პერსონაა საკმარისი, ოღონდ, აუცილებლად ხალხის რჩეული) არიან: ჯონდი ბაღათურია, პეტრე მამრაძე, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რაც ყველაზე საინტერესოა: ახალი ფრაქციის შექმნა ჩვენი მონოლითური პარლამენტის არანაკლებად მონოლითური უმცირესობისა (უფრო ზუსტად, ორი ოპოზიციური ფრაქციის) და უმრავლესობის რღვევას არ გამოიწვევს, რადგან მესამე ოპოზიციური  ფრაქცია არავის უერთდება (თვით უმცირესობასაც კი). მისი თავმჯდომარის პოსტი კი მონაცვლეობით ყველას შეხვდება (ყველას, ვინც ფრაქციაშია). თუმცა გამორჩეულად ნათელი პერსპექტივა მაინც ჯონდი ბაღათურიას ელის: მისი კანდიდატურა ვიცე-სპიკერობაზეა წარდგენილი (რაკი თავისი წარმომადგენელი ამ პარლამენტის სპიკერატში ყველას ჰყავს, ამიტომაც შვიდნი ბრძანდებიან). აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი (თუმცა რაღა ეჭვი): ბედი მომეც, პარლამენტში დამაგდეო!

ერთი სიტყვით, დარდი ნუ გექნებათ, ბ-ნი ბაღათურიაც დაბინავებულა, ანუ ჩასკამებულა.

 

скачать dle 11.3