კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ქართველი აგრესორი“

 

 

 

ხელები შორს დედიშობილა ქალებისგან!

რაკი ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის ამბავი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გასცდა, ამ ფაქტს უკრაინელი „ფემენელებიც“ გამოეხმაურნენ, ბუნებრივია, ჩვეულ „კოსტიუმებში“, ანუ, საერთოდაც უკოსტიუმოდ. უკრაინელმა თითქმის დედიშობილა ქალბატონებმა საპროტესტო აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოს წინ გამართეს, თუმცა არ დასცალდათ, რადგან საელჩოს თანამშრომელი ისეთი ჟინით დაერია როგორც უკრაინელ „ფემენელებს“, ისე უკრაინელ ჟურნალისტებს, რომ ერთი-ორიც გალახა და, ზედაც, კამერები შემოამსხვრია.

მოგვიანებით, გაირკვა, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, ვინმე ალექსანდრე იამკოვო (მისი არაქართველობა ქართველმა საზოგადოებამ მოგვიანებით დააზუსტა), უკრაინაში საქართველოს საელჩოსვე უმალ დაუთხოვნია, მეტიც, ბოდიშიც მოიხადეს (რაც გვაფიქრებინებს, რომ, ყოველ შემთხვევაში, უკრაინაში უახლოეს მომავალში არც მოპროტესტე ქალების ცემას აპირებენ და არც ჟურნალისტების).

ისიც ითქვა, რომ ხსენებულ იამკოვოს (შიშველქალთ და ჟურნალისტთმმუსვრელის) წინააღმდეგ საქმეც აღიძრება და, შესაძლოა, გისოსებს მიღმა თავი შვიდი წლითაც უკრან (თუმცა, თავად „ფემენელებს“ არ სჯერათ, რომ „ქართველი აგრესორი“ დაისჯება).

მეორე მხრივ, ქალთმმუსვრელის მოქმედებას ჩვენს სამშობლოში გამოეხმაურნენ, ძირითადად, შემდეგნაირი პათოსით: ქართველმა კაცმა შიშველ ქალს როგორ დაარტყაო, რაც, ბუნებრივად, ბადებს ეჭვს, რომ ჩვენს სამშობლოში მამრებს ჩაცმული ქალის დარტყმა მზის ამოსვლასავით ბუნებრივი პროცესი ჰგონიათ.

 

скачать dle 11.3