კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინათლის ფასი

 

 

 

„იმ მდინარის გეშინოდეს, რომელიც არ ხმაურობს“

ჩვენი ენერგორესურსების სიუხვისდა მიუხედავად (თანაც, ისეთი სიუხვისა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო გვარწმუნებს, ლამის მთელ ევროპას გავანათებთ ჩვენი მცირე-მცირე, ოღონდ ხმაურიანი მდინარეების ძალა-მადლითო), აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარშემო ელენერგია იმაზე იაფიც კი ღირს, ვიდრე ჩვენ თავად ვიხდით (აი, იმ მცირე-მცირე და ხმაურიანი მდინარეების პატრონები).

კერძოდ, ანალიტიკური კვლევების ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე იაფი ელენერგია (ევროპაში ყველაზე იაფი) უკრაინაშია (სულ რაღაც, 3 ცენტი, ანუ 5 თეთრამდე). რეიტინგში მეორე ადგილზე ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ლუკაშენკოს სამყოფელი ბელორუსიაა – 5 თეთრზე ოდნავ მეტი; ხოლო, თუ არეალს გავაფართოებთ, ვნახავთ, რომ მესამე საპატიო ადგილზე ყაზახეთია (1 კილოვატსაათი ელენერგიის ფასი ნაზარბაევის სამფლობელოში 6 ცენტი, ანუ 10 თეთრამდეა); მეოთხეზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სომხეთია (1 კილოვატსაათზე 10-თეთრიანი ტარიფით); რფ-ის მოქალაქეები კი ყოველ მოხმარებულ კილოვატ საათში 12 თეთრამდე იხდიან. სურათი რომ სრული და ნათელი გახდეს, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელენერგიის ტარიფი 10 ცენტის ფარგლებში, ანუ, 17 თეთრამდეა.

ოღონდ სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ელენერგიაში ამაზე ძვირსაც იხდიან: ყველაზე ძვირად ის დანიაში ფასობს (კილოვატ-საათი – 39 ცენტი), გერმანიაში კილოვატ-საათში 35 ცენტს გადაიხდიდით, კვიპროსში კი – 29 ცენტს.

ქართველი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, განსაკუთრებით ზაფხულში, საქართველოს ელექტრომომარაგება მხოლოდ ენერგორესურსებზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სულ ცოტა, ზაფხულის ტარიფი ზამთრისაზე ნაკლები უნდა იყოს. ხოლო, თუკი ამას იმ იმედიან ცნობებსაც დავამატებთ, რომ საქართველოს ენერგორესურსები ევროპას ამოასუნთქებს, დასაწყისისთვის ქართველი აბონენტებისთვის რომ მიეცათ სუნთქვის საშუალება, ვითომ, ევროპელი აბონენტები განაწყენდებოდნენ?! 

 

скачать dle 11.3