კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

100 ყველაზე საპატიო იაპონელის სიაში შესულ წითელ და ყვითელ იროკეზებს სახელად „გამარჯობა“ ჰქვიათ



წითელი და ყვითელი იროკეზები! წითელ-და ყვითელთმიან, პიჯაკებიან მამაკაცებში უამრავი რამ არის საკვირველი და სასაცილო. თუმცა მთელი მსოფლიოსთვის, ისევე, როგორც ჩვენთვის, გაცილებით უცნაურია დუეტის სახელი. როდესაც „იუთუბიზე” შემთხვევით იაპონური დუეტი სახელად „გამარჯობა” აღმოვაჩინე, ბევრი ვიფიქრე იმაზე, რამეს ხომ არ ნიშნავს ეს სიტყვა იაპონურ ენაზე. წყვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ კი, ორმაგად გავოცდი. მათ მითითებული აქვთ, რომ სახელი ქართული სიტყვიდან აირჩიეს, რაც მისალმებას ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ წყვილი ძალიან დაკავებულია, ჩვენ მიერ გაგზავნილ მხოლოდ რამდენიმე შეკითხვაზე მოახერხეს პასუხის გაცემა, თუმცა, პატარა ბიოგრაფიული დეტალებიც მოაყოლეს. კეჩი – წითელი მოჰიკანი  და ჰაირო-პონი – ყვითელი მოჰიკანი (როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ), 1999 წლამდე დამოუკიდებლად მუშაობდნენ. 1999 წლის შემდეგ კი მთელ მსოფლიოს ერთად აოცებენ და აცინებენ. დუეტის მთავარი „ფიშკა” პლასტიკაა, რისი წყალობითაც ისინი არღვევენ კულტურულ და ენობრივ ბარიერებს. სხეულის ენით ახერხებენ ისინი, გულიანად გააცინონ ნებისმიერი ქვეყნის მაყურებელი. მათი გამოსვლები ყოველთვის ძალიან დიდ აჟიოტაჟსა და ხმაურს იწვევს, რის გამოც მოღვაწეობის განმავლობაში მონაწილეობდნენ 200 ფესტივალზე ოცდაექვს ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით.
 „გამარჯობას” უდიდესი შეფასებები აქვს როგორც მსახიობების, ისე მაყურებლების მხრიდან. სწორედ ამის გამოა, რომ წელიწადში მინიმუმ ექვს თვეს ატარებს გასტროლებზე. დუეტი ყველა თაობის მაყურებელში დიდ მოწონებას იმსახურებს, თვითონ ქვეყნის შიგნითაც, „გამარჯობა” სისტემატურად მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში, ფესტივალებსა და სასცენო დადგმებში. ცნობილი იაპონური გამოცემის „ჯეპნ ნიუსვიკის” მიხედვით, კეჩი და ჰაირო-პონი ას ყველაზე დასაფასებელ იაპონელთა სიაში შევიდნენ. 2010 წელს დუეტმა ჩამოაყალიბა უხმო თეატრალური კომპანია „პროჯექთ გამარჯობა”.  
 „გამარჯობას” უამრავი პრიზი აქვს აღებული მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე, მათ შორის ორჯერ ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზეც, სადაც ამ მშვენიერი და ლამაზად მჟღერი ქართული სიტყვის მნიშვნელობაც გაიგეს.
– როდის და როგორ შეხვდით ერთმანეთს?
კეჩი: წლების წინ ზუსტად ისეთივე პერფორმანსები გვქონდა, როგორც შეხვედრამდე. ერთმანეთი 1995 წელს გავიცანით, როდესაც ორივე ვიღებდით მონაწილეობას აზიის მიმო-ფესტივალში იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში. მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ერთმანეთი მხოლოდ ხელის ჩამორთმევით გავიცანით და დავშორდით. 1997 წელს კი, ამავე ფესტივალის გახსნაზე, ორივე დამოუკიდებელი ნომრით ვმონაწილეობდით.
ჰაირო-პონი: შეიქმნა ერთგვარი ჯგუფი, სადაც სამი მსახიობი ვმონაწილეობდით, მაგრამ, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ კეჩის კრეატიული პროცესი და მისი მუშაობის პრინციპის მარცვლები ძალიან ჰგავდა ჩემსას. იქვე ვიფიქრე გაერთანებაზე – რატომაც არა?! მიუხედავად ამისა, თავიდან ამოვიგდე ეს აზრი, რადგან, მიმაჩნდა, რომ პანტომიმა ერთ ადამიანს, სოლოში, გაცილებით უკეთ გამოსდის. გაერთიანებისთვის ბევრი რამ იყო საჭირო და პირველი რაც ვთქვი ეს იყო: „თუ გვინდა გაერთიანება, ჩვენ, ორმა ადამიანმა, ერთი ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ”. 1999 წელს გაერთიანება ოფიციალურად გაფორმდა. 
– რატომ მოხდა, რომ დუეტის სახელად ქართული სიტყვა აირჩიეთ? მოგვიყევით ეს ამბავი.
კეჩი: საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავით გერმანიაში, სადაც, ასევე, ჩამოსული იყო ბავშვთა ანსამბლი საქართველოდან. ისინიც იღებდნენ მონაწილეობას. მათგან გავიგეთ სიტყვა გამარჯობა, რომელიც აგვიხსნეს, რომ თქვენს ენაზე მისალმებაა. ანსამბლის წევრებთან კომუნიკაციას მხოლოდ „გამარჯობით” ვამყარებდით და ნებისმიერ სიტუაციაში ამ სიტყვას ვხმარობდით. „გამარჯობით” გამოვხატავდით „გემრიელიას“, „ნახვამდის“, „მადლობას“ და სხვა, რადგან სხვა სიტყვა ქართულად ვერ დავიმახსოვრეთ.
ჰაირო-პონი: მათაც „გამარჯობებს“ ვეძახდით.
კეჩი: როდესაც დუეტისთვის სახელის არჩევაზე მიდგა საქმე, უამრავი შემოთავაზება და ალტერნატივა გვქონდა, მაგრამ, იმდენად ვიყავით ამ ქართული სიტყვის საოცარი ჟღერადობის გავლენის ქვეშ, ყურში ისე მუსიკალურად გვხვდებოდა, რომ ერთხმად გადავწყვიტეთ ჯგუფისთვის „გამარჯობა” დაგვერქმია.
– გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, სახელის გარდა არის რამე საერთო?
კეჩი: ვიცით, რომ ძალიან კარგი ღვინო გაქვთ და ულამაზესი ქალები გყავთ, მაგრამ, ეს მხოლოდ გაგონილი გვაქვს. არასდროს ვყოფილვართ თქვენს ქვეყანაში და ეს ამბავი თავად ვერ გადავამოწმეთ.
– ყველაზე წარმატებული ქართველი იაპონიაში კოკაი ლევან ცაგურიაა. შემთხვევით ხომ არ იცნობთ?
ჰაირო-პონი: კოკაის ვიცნობთ, ძალიან კარგი ადამიანია.
– სასიხარულოა, რომ თქვენთვის ქართული სახელწოდება წარმატებული გამოდგა – უამრავი ჯილდო გაქვთ მიღებული...
კეჩი: ბოლო დროს ძალიან დატვირთულები ვართ. იაპონიაში ტურნე გვაქვს და ყოველი დღე გაწერილია. ასეთი სავსე შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან მოგვწონს. კარიერის დასაწყისში, 1999 წლიდან 2006 წლამდე, ისეთი ცნობილები არ ვიყავით, რომ ქვეყანაში ამხელა ტურნე გაგვეკეთებინა. მაგრამ, 2006 წლიდან უამრავი საერთაშორისო ჯილდო მივიღეთ, სისტემატურად ვმონაწილეობთ გადაცემებში და ჩვენი პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა. მუდმივად ვართ მედიის ყურადღების ცენტრში. მიხარია, რომ ამდენი მუშაობის შედეგად ჩვენს თეატრში უამრავი ადამიანი დადის.
– საინტერესოა, ხომ არ გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას, ოდესმე თუ გქონიათ რაიმე სახის მოწვევა?
ჰაირო-პონი: არასდროს გვქონია საქართველოდან მოწვევა, ალბათ, ეს იმის ბრალიცაა, რომ ჩვენ შესახებ ინფორმაცია თქვენთვის ცნობილი არ არის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ძალიან გვინდა თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, გაცნობა. გადასარევი იქნებოდა, თუ იმ ბიჭებსაც ვნახავდით ფოლკლორული ცეკვის ჯგუფიდან, რომლებმაც ჩვენი სახელწოდება გვაპოვნინეს 1999 წელს მიმო-ფესტივალზე. გვაინტერესებს, საქართველო უფრო ახლოს გავიცნოთ.

скачать dle 11.3