კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლის სუნიეს გრძნობა მასზე ძლიერი იყო. ხვდებოდა, რომ ვერასოდეს შეძლებდა მასთან გამკლავებას, თუმცა, ყველანაირად ცდილობდა. ანონიმი ალკოჰოლიკების ჯგუფშიც კი ჩაეწერა და სეანსებზეც დაიწყო სიარული, მართალია, ალკოჰოლი არასდროს ყოფილა მისი სისუსტე, მაგრამ, სხვა პრობლემა აწუხებდა. მის დაავადებას სხვა სახელი ჰქონდა, თუმცა, იმდენი შეძლო, რომ ალკოჰოლიკების წრეში თავი შინაურად იგრძნო. შესანიშნავი ტყუილიც შეთხზა საკუთარ ბავშვობაზე, ალკოჰოლიკ დედაზე და ალკოჰოლიკ მამაზე... იმაზეც, თუ როგორ შეეჩვია სასმელს თავადაც... ზღაპარი ემოციური იყო და ამაღელვებელი. განსაკუთრებით იმ გოგოს აუჩუყა გული, სინდის თუ სანდის, კეიტს რომ ჰგავდა... ალკოჰოლიკები დიდი გამბედაობითა და ინიციატივით არ გამოირჩევიან, მაგრამ, ამ სინდიმ თუ სანდიმ გაბედა და სეანსის შემდეგ ყავაზე დაპატიჟა... უარი უთხრა, იმ საღამოს სურვილის მოძალებას გრძნობდა და შეეშინდა, ვაითუ, თავს ვერ მოვერიოო. გზაში გაახსენდა, როგორ ყვებოდა ერთ-ერთი ალკოჰოლიკი, მგონი, მაიკი, მკვლელობის შესახებ. დეტალურად და ხატოვნად აღწერდა ყველაფერს. ნაჯახით მიყენებულ ჭრილობებს, თითების ანაბეჭდებს, დაფლეთილ, სისხლით გაჟღენთილ ტანსაცმელს... გააჟრჟოლა. მერე გაეღიმა. სასაცილოები ხდებიან ადამიანები, როცა სხვისი განცდების შესახებ ყვებიან...
პირველი ჭიქა სულმოუთქმელად დალია და მაშინვე მეორე შეუკვეთა... ნიუ-იორკში იშვიათი, ვარსკვლავიანი ღამე იყო... მანჰეტენზე ჩვეულებრივზე მეტი ხალხი მოძრაობდა. უცებ, ძალიან მოუნდა, ეგრძნო სიცოცხლე ისე, როგორც ეს ადამიანები გრძნობდნენ. მაშინ, იქნებ, უკეთ გაეკეთებინა არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ბარის დახლს დაეყრდნო და ირგვლივ მიმოიხედა. აქ ის ხალხი იყო, ვინც, ჩვეულებრივ, ამ დროს ბარში ერთობა: მარტოხელა მოხუცები მშიერი თვალებით, რომლებიც ცდილობენ, მოსაუბრე იპოვონ; შეყვარებული წყვილები, რომლებიც ბარის შორეულ კუთხეში არჩევენ ხოლმე ჯდომას: მამაკაცები, ცოლები რომ მობეზრდათ და მათთან საღამოს გატარებას  ლუდით  გაჭყეპა ურჩევნიათ... მოკლედ, საინტერესო არავინ. თუმცა, მოგვიანებით შეამჩნია სიმპათიური გოგონა – მაღალი, კარგი აღნაგობის, გრძელი, ლამაზი ფეხებითა და ქერა თმით. ტყავის „შორტი“ ეცვა და სხეულზე მჭიდროდ მორგებული „ტოპი“. მოკლედ, ეს შესანიშნავი სხეული საკმაოდ შილიფად იყო „შეფუთული“. როგორც კი შეამჩნია, რომ უყურებდნენ, ფეხი გამომწვევად გადაიდო ფეხზე – აშკარად კარგად იცოდა საკუთარი მომხიბვლელობის ფასი. თვალი მოარიდა... რეიჩელი, ბარმენი ქალი, მის წინ დაიხარა და ჭიქა შეუვსო:
– ეს ბარის ხარჯზე... დღეს განსაკუთრებით სევდიანი ხარ...
ამოიოხრა. რეიჩელს დიდი მკერდი ჰქონდა და საკმაოდ თავდაჯერებული ქალი იყო, მიმზიდველიც ეთქმოდა...
– მომისმინე, დიდი ხანია, შენთვის იმის თქმა მინდა, რომ...
– ოღონდ დღეს არა, რეიჩ... დღეს აღსარების მოსმენის გუნებაზე არ ვარ.
ქალს თითქოს მდუღარე  შეასხეს. მის თვალებში წყენა და იმედგაცრუება გამოისახა. კაცს სისხლი სახეზე მოაწვა... სისხლი... თითქოს დაინახა, როგორ მოძრაობდნენ მისი თბილი ტალღები კაპილარებში... ყოველი წუთი ამძაფრებდა მის ტანჯვას. ალისფერმა ნისლმა ნელ-ნელა ყველაფერი დაფარა. სისხლის ხმაურმა ყველა ადამიანური თუ არაადამიანური ხმა ჩაახშო. სწრაფად ადგა და ბარიდან გავიდა. ადვილი არ იყო იმ სურვილთან გამკლავება, რომელიც მის გონებას თითქმის მთლიანად დაეუფლა. სხეული სტეხდა და სტკიოდა. მაინც ახსოვდა პირობა, რომელიც საკუთარ თავს დაუდო: ბოლომდე არ დაეკარგა ადამიანური სახე... სახლამდე შვიდი კილომეტრი ჰქონდა გასავლელი. გვერდით მდედრობითი სქესის ორმა მოზარდმა ჩაუარა. ერთს ისეთი მკერდი ჰქონდა, ძლივს მოერია თავს, თითებით არ შეეგრძნო მისი სიმკვრივე. ჩვეულებრივ, ბრბოში უკეთ გრძნობდა თავს. მით უფრო, თუ გვერდით მამაკაცები ირეოდნენ. სურვილს უმძაფრებდა ქალის თეძოს, მკერდის შეხება და მდედრის სხეულიდან წამოსული სიმხურვალე. გარშემო მაშინვე სისხლისფერი ნისლი ფარავდა ყველაფერს და მისი ტანჯვაც იწყებოდა... ამშვიდებდა მხოლოდ მკვდართან შეხება და იმის წარმოდგენა, რომ მან სიცოცხლე ტანჯვით დაასრულა, წამებასა და ტკივილში ამოხდა სული... სახლს მიუახლოვდა... ეს მისი თავშესაფარი იყო, სადაც მაშინ იკეტებოდა, როცა სურვილისგან ხელები უკანკალებდა და სისხლის სუნი ნესტოებს უწვავდა...
კეიტი დერეფანში ელოდა ქურქში შეფუთული, თვალებანთებული და ტუჩებაცახცახებული. დაინახა და გაიღიმა.
– აქ რას აკეთებ, კეიტ? უკვე ძალიან გვიანია. ახლა შენ სახლში უნდა იყო, ტომთან და გეძინოს.
– ვერ დავიძინე... ვერც სახლში დარჩენა შევძელი... – ქალმა მაცდურად გაუღიმა...
ტკივილმა მთელი გული გადასერა და კბილი კბილს ისე დააჭირა, ლამის ჩაეფშვნა.
კეიტმა პირდაპირ თვალებში შეხედა:
– მე ვიცი, რომ შენც გინდა ეს... ვგრძნობ...
– კეიტ, არ გინდა...
მაგრამ ქალი არ უსმენდა:
– აბა, შემიპატიჟებ სახლში თუ აქ, დერეფანში მომიწევს ყოფნა? იცი, ქურქის ქვეშ არაფერი მაცვია, ისე მეჩქარებოდა შენთან მოსვლა...
ისევ ტკივილი და სისხლისფერი ნისლი... ოთახში შევიდნენ. ქალმა სწრაფად გაიხადა ქურქი. მისი გლუვი, მკვრივი სხეული თავისკენ იზიდავდა... უხმობდა... კეიტმა გეზი საძინებლისკენ აიღო... ისიც მონუსხულივით მიჰყვა უკან.
– ასე რატომ იქცევი, კეიტ, თავს რატომ იმცირებ? ლამაზი, ჭკვიანი ქალი ხარ, ადვოკატი... შენი ცხოვრება გაქვს, საინტერესო... მდიდარი, არაჩვეულებრივი ქმარი გყავს, რომელიც გაღმერთებს... ბოლოს და ბოლოს, შვილებზე მაინც იფიქრე...
– ერთი, ყველასიც... – ვნებიანად ჩაიჩურჩულა ქალმა და კაცს წელზე შემოხვია ხელები, მთელი სხეულით მიეკრა... – მხოლოდ შენ მჭირდები... მხოლოდ შენ...
კეიტი რომ გაიცნო, ის უკვე ხვდებოდა ტომს, მაშინვე შეუყვარდა, კეიტმა მაინც ტომი ამჯობინა – ამით დასცინა და დაამცირა. სწორედ ის, კეიტი იყო დამნაშავე ყველაფერში...
ქალი გააქტიურდა... ცხელი ტუჩებით ეხებოდა მკერდზე, მხრებზე... მერე მუცელზე, ჭიპზე... კაცმა სისხლის გემო იგრძნო არაჩვეულებრივი. თავბრუდამხვევი... არა, არა, ოღონდ ის არა, ოღონდ კეიტი არა!.. ქალის რბილი დუნდულები საამოდ ელამუნებოდა მის თითებს. თეძოს არტერია ისე მკვეთრად და ძალუმად ფეთქავდა... კაცმა სისუსტე იგრძნო... შიგნით ყველაფერი უდუღდა... ქალმა შარვალი გაუხსნა. მისი თითები ქვემოთ ჩაცურდა, უფრო ქვემოთ და უცებ გაჩერდა... კაცს გაოცებით შეხედა და ამ მზერაში იმედგაცრუება იგრძნობოდა.
– ეს რა არის? შენ მე ოდნავადაც არ აღგაგზნებ? – კეიტმა ხელები უკმაყოფილოდ აიქნია და ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა – კაცს სისხლი მოაწვა. ხელი კეიტის ნატიფ ყელს წაუჭირა და კბილები გააღრჭიალა.
– არ გაინძრე... იცი, მე რა მინდა? შენ იცი? მინდა, ყელი გამოგგლიჯო და შენი თბილი სისხლი დავლიო... მინდა, მთლიანად ამოვითხუპნო შენს სისხლში... რომ სისხლი იატაკზე მდინარესავით მოდიოდეს... ვინ გითხრა, რომ არ აღმაგზნებ, მაგრამ, ეს სხვა გრძნობაა, შენ ამას ვერასოდეს მიხვდები...
კეიტმა ფერი დაკარგა წინააღმდეგობას არ უწევდა, შიშმა გაახევა. კაცს ამან კიდევ უფრო გაუმძაფრა ჟინი და სურვილი. ისე ცხადად ხედავდა, როგორ ახეთქებდა თავით კედელზე, რომ მისი გადაზნექილი კეფაც კი დაინახა, ფოტოსურათივით... კეიტს სწრაფად გაუშვა ხელი და ლოგინზე მიაგდო.
– ეს არ უნდა გაგეკეთებინა, კეიტ... დღისით კიდევ შემიძლია საკუთარი თავის მართვა, მაგრამ, ღამით... ღამით... ახლავე წადი აქედან...
კეიტმა იატაკზე დაგდებულ ქურქს სტაცა ხელი... სწრაფად იცვამდა დაფეთებული. კაცს ისევ მოუნდა მისი ნაზი თავი კედელზე მიესრისა... კეიტს რომ სცოდნოდა, რას უშვრებოდა ის ქალებს...
– მეშინია, კეიტ... წადი აქედან, ჩქარა წადი! მე ისეთი რამის ჩადენა შემიძლია...
კეიტმა კარი გაიჯახუნა. ეს ხმა ყრუდ ჩაესმა და გამოფხიზლდა. სამზარეულოში გავიდა და უჯრიდან დიდი, ბასრი დანა აიღო – კიდევ მოასწრებდა, ჯერ შორს არ იქნებოდა წასული... ნეტარებით გაიზმორა და თითქმის სირბილით გამოუდგა კეიტს უკან...
           თარგმნა
ნინო  წულუკიძემ

скачать dle 11.3