კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ემიგრანტები, ატირებული ჩინელი და მაცივარში აღმოჩენილი მიცვალებული



საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამსახურში გული აღარ მიჩერდებოდა. უკვე საპენსიო ასაკიც მქონდა, თან ისე გაიხრწნა ყველაფერი, მაფიას ვერაფერს ვაკლებდით. იმ პერიოდში ჩინეთიდან ჩამოსულმა არალეგალებმა იმატეს. ჯგუფ-ჯგუფად ჩამოდიოდნენ რუსეთში და იაფი სამუშაო ძალა იყო. ამჟამად ეს ხალხი უკონტროლოა რუსეთში, მაშინ კი ჯერ კიდევ ვახერხებდით მათ გაკონტროლებას და უკან გაძევებას. ჩინელები ძირითადად პორტში მუშაობდნენ შავ მუშებად და იქვე, სიბინძურეში, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ეძინათ. იყო შემთხვევები, კვდებოდნენ კიდეც. მაშინ მათ სპეციალურ კრემატორიუმში წვავდნენ. იქ მიწის მწვავე დეფიციტი იყო და არალეგალი, უპატრონო ჩინელებისთვის არავინ გახსნიდა სასაფლაოს.
ერთხელ, მორიგი რეიდის დროს, ჩინელების კვარტალს დავუარეთ, ვინც მოვიხელთეთ, „მოვხიკეთ“ და საექსტრადაციოდ გავამზადეთ. ასეთ დროს „ბადეში“ მოხვედრილი არალეგალები მშვიდად იყვნენ და არანაირ პროტესტს არ გამოთქვამდნენ. მიუხედავად ამისა, ერთი ახალგაზრდა ჩინელი ძალიან აღელვებული ჩანდა და, რაღაცეებს გვეუბნებოდა ჩინურად. ბოლოს ატირდა კიდეც. თარჯიმანი მოვუყვანეთ, ატირებული ჩინელი დავამშვიდეთ და ვთხოვეთ, ყველაფერი მოეყოლა. ჩინელმა ცრემლი შეიმშრალა და მუდარით განაცხადა – ნება მიბოძეთ, ჩემი მეზობელი თან წავიყვანოო... შემდეგ ჩინელმა უფრო უმატა ტირილს და ხელები თავში წაიშინა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩინელმა პორტში წაგვიყვანა და ერთ-ერთი მაცივარი გვიჩვენა, რომელშიც მისი გარდაცვლილი მეზობელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ის გულის შეტევით გარდაცვლილიყო. ეს ფაქტი კი, მისმა მეგობარმა კრემაციის შიშით დამალა და მეზობელი მაცივარში მოათავსა, რომ არ გახრწნილიყო.
პოლკოვნიკ მალხაზ მანიას
ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3