კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი ეკლესიაში და შეიძლება თუ არა ტაძარში ახლად მისული ადამიანისთვის შენიშვნების მიცემა



დღეს ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი შედის ეკლესიაში და მას ჩაცმულობის, ვარცხნილობისა თუ სხვა მიზეზების გამო, მრევლი, სტიქაროსნები, ზოგჯერ სასულიერო პირებიც მკაცრ შენიშვნას აძლევენ, ზოგჯერ კი ეკლესიაშიც არ უშვებენ. ეს საბოლოო ჯამში,  იწვევს ამ ადამიანების, განსაკუთრებით კი, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, დაბრკოლებას სულიერი ცხოვრების გზაზე. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):
– ეკლესია ის ინსტიტუტია, ის სიწმიდეა, სადაც ადამიანი უფრო უკეთესი ხდება და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ავითარებს სულიერ ძალებს, შესაბამისად, სულიერადაც ვითარდება. ზუსტად ეს არის ეკლესიის მოწოდება და ყველა ადამიანის ცხოვრების მიზანი – გახდეს უკეთესი და მიემსგავსოს ღმერთს თავისი საქმეებით, შემოქმედებით. ადამიანის ეკლესიაში მისვლა მისი პირადი ნება, პირადი არჩევანია, მაგრამ იქ როგორი გარემო დახვდება – როგორ შეხვდება სასულიერო პირი, მის მომავალ ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება. თუ როგორ უნდა დახვდნენ ეკლესიაში ახლად მოსულ ადამიანებს, ეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სასულიერო პირზე, არამედ იმ მრევლზე, რომელიც წლების განმავლობაში დადის ეკლესიაში და ასევე სტიქაროსნებსა და ტაძარს მომსახურე პერსონალზე თანაბრად ნაწილდება. ერთია, ადამიანი რომ მიდის ეკლესიაში და მეორე – იქ მას როგორ დახვდებიან.
– როგორ უნდა დახვდნენ ეკლესიაში ახლად მისულ ადამიანს, რომ ის რწმენაში არ დაბრკოლდეს?
– როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ის პირველ ეტაპზე ყველაფერს იისფრად აღიქვამს, ანუ ის ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც მას ელოდება, სულიერ ბრძოლაზე წარმოდგენა ხომ საერთოდ არ აქვს, რადგან გამოცდილება არ გააჩნია. არა მხოლოდ ახლად მისული ადამიანი, ძალიან ბევრია, წლების განმავლობაში რომ დადის ეკლესიაში, მაგრამ ჭეშმარიტი სულიერი ბრძოლა არ გადაუტანია – ისე, როგორც ეს არის საჭირო, იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს. ბრძოლა, ეს არის არა მხოლოდ ეშმაკის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. ჩვენ ბევრ რამეს ეშმაკს ვაბრალებთ, არადა ხშირად ამ დაცემის, ცოდვის მიზეზი თავად ადამიანია. ეკლესია სწორედ ამ ბრძოლების მიმართ სწორ მიდგომას, სწორად შეწინააღმდეგებას გვასწავლის. ამას კი დიდი დრო სჭირდება, რამდენიმე წელი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს ადამიანი ჭეშმარიტ ქრისტიანად. ეკლესიამ ადამიანს უნდა დაანახოს რეალობა, ასწავლოს სულიერი საკითხები – თუ ეკლესიაში შეუფერებელი სამოსით შემოდის და არ არის ჯერ ეკლესიის წევრი, სასულიერო პირმა თუ სტიქაროსანმა მას არ უნდა დაატოვებინოს ეკლესია უხეში ფორმით. თუ ახალშესულ ადამიანს რაღაცის გამო – ეკლესიაში საუბრის, შეუფერებელი სამოსის, ვარცხნილობის გამო – შენიშვნას მისცემენ, უხეშად, აგრესიულად დაელაპარაკებიან, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიის მრევლია, ის შეიძლება, საერთოდ აღარ დაბრუნდეს ეკლესიის წიაღში. ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია სასულიერო პირის დამოკიდებულება. თუ ადამიანს აქვს სურვილი გახდეს ეკლესიის წევრი, ილოცოს თუნდაც ცოტა ხნით, ის ეკლესიაში შეუფერებელი სამოსით რომც იყოს შესული, მაინც არ უნდა იქნას იგნორირებული. ის, რომ ადამიანი მოვა შარვლით და მას ზეთს ვაცხებთ, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე – ამით არაფერი დაშავდება, ასეთია ჩემი, როგორც სასულიერო პირის მიდგომა ამ საკითხისადმი. ჩვენ, ადამიანებს, შეიძლება სამართლიანი, მაგრამ უხეში მიდგომით, არ უნდა დავუკეტოთ სასუფევლის, ეკლესიის კარი, რადგან, როდესაც  ის ჯერ არ არის მყარი სარწმუნოებაში, რაღაცეები ეშლება, სცოდავს და ვერც წარმოუდგენია, სხვანაირად ჩაცმული, როგორ უნდა დადიოდეს, ან სხვანაირად როგორ უნდა იქცეოდეს. ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ისინი შევრისხოთ, უბრალოდ, ზეთისცხების, ჯვარზე მთხვევის შემდეგ, ჩუმად ვუთხრათ, დაგველოდოს, არ წავიდეს და ვუთხრათ, იქნებ სხვა დროს ეკლესიაში  შარვლით, ან შეუფერებლად ჩაცმული არ შემოვიდეს. არ უნდა ვამხილოთ სხვა ადამიანებთან ერთად, არამედ ცალკე უნდა გავიყვანოთ და ტკბილად, მშვიდად ავუხსნათ ყველაფერი, მოკლედ ჩამოვუყალიბოთ საეკლესიო სწავლება და ნელ-ნელა განვკურნოთ. ანუ, ყველა ადამიანს სჭირდება სწავლება, განსაკუთრებით ეკლესიაში ახალმოსულს. მაგრამ, ეს უნდა მოხდეს შეგონებით, სიყვარულით, რამეთუ მაცხოვარი მკაცრად შეაგონებს ადამიანებს, განსაკუთრებით სასულიერო პირებს: ვინც ჩემს გზაზე მომავალ თუნდაც ერთ ადამიანს დააბრკოლებს, მას ურჩევნია, საერთოდ არ დაბადებულიყო, ან დოლაბის ქვა დაეკიდა და ზღვაში დანთქმულიყოო. რუსეთში ერთ-ერთი ეკლესიის კარზე ასეთი ტექსტი იყო დაწერილი: თუ გაქვთ ბრძოლები და გჭირდებათ ჩვენი დახმარება, კარი ღიაა, მობრძანდით. მაგრამ, თუ აღარ გაქვთ სულიერი ბრძოლები, აღარ გჭირდებათ სულიერი მკურნალობა, მაინც მოდით ჩვენთან და გვითხარით, რათა ვისწავლოთ თქვენგან, თუ ეს როგორ გამოგდითო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან ვსწავლობთ ბევრ რამეს.
– ანუ, თუ ადამიანი ეკლესიაში არღვევს წესებს, არ არის შესაბამისად შემოსილი, არავის  აქვს უფლება, ის ტაძარში არ შეუშვას.
– რა თქმა უნდა, ეს ასეა, შეიძლება ადამიანი ცუდად მოიქცეს ეკლესიაში, მაგრამ ის არ იყოს ახლად მოსული. ხშირად ისინი, რომლებიც დიდი ხნის წინ მოვიდნენ ეკლესიაში, უფრო ცუდად იქცევიან, ვიდრე ახლად მოსულები. თუმცა, ადამიანები ტაძარში არა მღვდლის, არამედ ღვთის შიშით უნდა იდგნენ და მათი სულიერი მოთხოვნილება უნდა გახდეს, რომ სულიერად, ზნეობრივად მოწესრიგებულები იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს, როდესაც ადამიანები დაუტევებენ ძველს, შეიმოსავენ ახალს, იწყებენ ზნეობრივ ცხოვრებას, ხორციელიდან სულიერ ცხოვრებაში გადადიან, ცხოვრების წესს იცვლიან, მაგრამ შინაგანად ისინი ისევ ძველი ადამიანები არიან. ახალი ცხოვრების წესით არიან ქრისტიანები, მაგრამ დარჩნენ წარმართობაში. ერთ-ერთი ასეთი შედარებაც მინდა მოვიტანო. ხშირად ეკლესიაში ზოგს, როგორც თავად ამბობენ კონკრეტული ადგილი აქვთ, სადაც წლების განმავლობაში დგანან. ასეთებს შემდეგ არაჯანსაღი დამოკიდებულება უჩნდებათ და მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი მათია და ვინმე თუ ადრე მოვა და ამ ადგილას დადგება, ეს უკვე კონფლიქტის მიზეზი ხდება. ეუბნება საყვედურს, რატომ დადექი ჩემს სადგილზე – ეს, რა თქმა უნდა, არასწორია და თუ ასეთი რამ ხდება, უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა მოძღვარს მოეთხოვება. მან მრევლში ასეთი არაჯანსაღი მიდგომა უნდა აღმოფხვრას – სითბოთი და სიყვარულით ორივე უნდა დაარიგოს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობამ ქალი და მამაკაცი, როგორც რელიგიური პიროვნებები სულიერად გააერთიანა. ძველ აღთქმაში არ იყო ასე. სამლოცველო ნაწილში, სადაც კაცები იყვნენ, ქალებს არ უშვებდნენ და ისინი ეზოდან უყურებდნენ სასულიერო პირის საქმიანობას. მაცხოვარმა ქალი მამაკაცს რელიგიური გაგებით გაუთანასწორა, მაგრამ უპირატესი მდგომარეობა ეკლესიაში მაინც კაცს აქვს. პავლე მოციქული და სხვა წმიდა მამები ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას – ქალს ყოველთვის მოუწოდებდნენ მორჩილებისა და მდუმარებისკენ. მორწმუნე ქალი ტაძარში თვალებსაც არ უნდა სწევდეს მაღლა, თავდახრილი უნდა იდგეს, რაც არის გამოხატვა მორჩილებისა და სიყვარულისა მამაკაცის, ადამიანების მიმართ. თუმცა, დღეს აღსარებაზე, როდესაც მღვდელს ბევრი აღმსარებელი ჰყავს, მამაკაცები ბოლოში დგანან და წინა რიგი ქალებს აქვთ დაკავებული. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. როცა იერარქიულობა ირღვევა, იქ არ შეიძლება, ჯანსაღი სულიერი მდგომარეობა არსებობდეს. ერთმანეთის პატივისცემასა და სიყვარულზეა ჩვენი რელიგია დაფუძნებული. ასეთი პატარ-პატარა წესების დაცვით ყალიბდება ადამიანი და თუ ამას ვერ ასრულებ, უკვე დიდ, უფრო მნიშვნელოვან წესებს როგორ შეასრულებ?!
– თუმცა, მამაკაცებიც ხშირად სარგებლობენ საკუთარი უპირატესი მდგომარეობით და ეს მათი მხრიდან კონფლიქტის წამოწყების მიზეზი ხდება.
– თუ იერარქიულ პრინციპებს არღვევს დედაკაცი და მას ამის გამო მამაკაცი შეურაცხყოფას მიაყენებს, გულს ატკენს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა, ერთიც სცოდავს და მეორეც. არც არის გამორიცხული,  შემდეგში ეს კონფლიქტი პირიქით გაღრმავდეს და ღმერთმა დაგვიფაროს, მრევლი ერთ ტაძარში იდგეს, ერთი ბარძიმიდან ეზიარებოდეს და ერთმანეთს არ ელაპარაკებოდეს. იშვიათად, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცეები. მღვდელს თავის წიგნში, რომლის მიხედვითაც აღასრულებს წირვა-ლოცვას, ასეთი რამ უწერია: თუ ვინმეზე ხარ გულძვირი, ანუ გაბრაზებული და იმ დღეს უნდა შესწირო უსისხლო მსხვერპლი, აღასრულო წირვა, უნდა დაუტევო ყველაფერი, შეურიგდე შენს ძმას და მერე სწირე. ასევე მოეთხოვება უბრალო მრევლსაც. ის ვერ მიიღებს ზიარებას, თუ ვინმეზე გულძვირია, ყოველ შემთხვევაში, ზიარება მისთვის სასჯელად იქცევა, რადგან უფალი ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის და არა ქიშპობას.

скачать dle 11.3