კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი


გაბრიელ ეპისკოპოსი: კაცი უნდა ებრძოდეს თავის მარადიულ მტერს, რომლის საცდურნიც მას ხშირად მოღვაწებასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას ავიწყებენ. ასე ძნელია და მძიმე ცხონება სულისა.
იოანე კასიანე: ჩვენ განვეწყობით... ვაწარმოოთ ბრძოლა რვა მთავარი მანკიერების წინააღმდეგ, ესენია: პირველი – ღორმუცელობა, რაც გაუმაძღრობის ვნებას ნიშნავს; მეორე – სიძვა; მესამე – ვერცხლისმოყვარეობა, რაშიც ანგარებისმოყვარეობა ან, უფრო ზუსტად, ფულის სიყვარული იგულისხმება; მეოთხე – მრისხანება; მეხუთე – სევდა; მეექვსე – მოწყინება, გლოვა გულისა; მეშვიდე – პატივმოყვარეობა, ეს – ამაო, ცრუ დიდებაა, მერვე – სიამაყე.
ოპტინელი ბერი: სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან, ხშირი ზიარების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ერში. შენი სხეული ხომ იფიტება და უძლურდება, როდესაც საკვებს არ აწვდი? სულსაც სჭირდება თავისი ზეციური საზრდო, არადა, გამოიფიტება და დაძაბუნდება. ზიარების გარეშე შენში მინელდება სულიერი ცეცხლი, მას ამსოფლიური „ხარახურა“ დაეყრება და ქვეშ დაიტანს.
ილია მეორე: ჭეშმარიტი კულტურა არის ისეთი რამ, რაც აახლოებს ერებს. იგი უმტკივნეულოა და სხვა ქვეყნების კულტურას არ შეურაცხყოფს. პირიქით, უფრო ამდიდრებს მას. არც შეიძლება, რომ რომელიმე კულტურა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, თავის ნაჭუჭში. დიდი შეცდომაა, რომელიმე ქვეყანამ ჩათვალოს, რომ მისი კულტურა სრულიად საკმარისია.
პაისი მთაწმინდელი: თუ ადამიანს სტკივა ის, რისთვისაც ლოცულობს, მაშინ იგი ერთი ამოოხვრითაც კი აღასრულებს გულისმიერ ლოცვას. მრავალნი, როცა ადამიანები ლოცვას სთხოვენ, დროს არ დაგიდევენ და ამ ადამიანების გაჭირვებისთვის მხოლოდ ერთი ამოსუნთქვით ლოცულობენ. მე არ ვამბობ, რომ ლოცვა საჭირო არაა, მაგრამ, თუ ისე მოხდება, რომ დრო არ გაქვთ, სხვისი ტკივილის გამო ოხვრაც კი უკვე გულისხმიერი ლოცვაა, ანუ თავისი ძალით იგი საათობით ლოცვას უტოლდება.
წმიდა ეგნატე: დაგვიფაროს ღმერთმა და, თუ ჩვენი ცოდვები ყოველგვარ ზღვარს გადავა, მაშინაც კი არ უნდა ჩაცვივდეთ სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ არ ვიმწუხაროთ, რამეთუ არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის მოწყალებას. ყველა ჩვენი ცოდვა, ერთად აღებული, ვერ შეედრება ჩვენი უფლის მოწყალებათა სიუხვეს, რომელმაც უსასყიდლოდ გამოგვიხსნა სახიერებითა თვისითა.
ბასილი დიდი: ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი მოიპოვება ადვილად? განშვებით ვის დაუდგამს საკუთარი თავისთვის გამარჯვების ძეგლი? სარბიელის გარბენის გარეშე ვერავინ იღებს ჯილდოს. შრომა წარმოშობს დიდებას. თუ მკაცრად შევხედავთ, ეშმაკის საქმეებიც უკანონობის ჩამდენს უშრომლად როდი ეძლევა. განა თავშეკავება სხეულს იმდენივეს ართმევს, რამდენსაც აზიანებს ჯოჯოხეთური და გაშმაგებული თავშეუკავებლობა? უძილო ღამეები აქვთ მათ, ვინც მათ ლოცვაში ატარებენ; მაგრამ სიამოვნებათა ვნება ყოველგვარ სიმშვიდეს განდევნის.
მარკოზ განშორებული: სიბრძნე არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება ბუნებრივი წესით შევიცნოთ, არამედ იმაშიც, რომ შეურაცხმყოფელისგან ბოროტება ისე გადავიტანოთ, როგორც საკუთარი, რამეთუ პირველში მყოფნი ამპარტავნებისკენ მიიდრიკებიან, ხოლო, ვინც მეორეს შეიძენს, სიმდაბლეს მოიპოვებს.

скачать dle 11.3