კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე აგებს პასუხს სახლში მცენარე და რატომ უნდა შეარჩიოთ ის თქვენი ზოდიაქოს შესაბამისად



თუ ბინაში თქვენ გვერდით გაიხარებს მცენარეებიც ეს წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ. ამიტომ, გირჩევთ, შეიძინოთ თქვენთვის ასტროლოგიურად საჭირო ქოთნის ყვავილები. ისინი, ასევე, სახლისა და ზოგადად, საცხოვრებლის ატმოსფეროს ასუფთავებენ. ეს გამოიხატება არა მარტო ნახშირორჟანგის შთანთქმაში, არამედ უარყოფითი ენერგიის დადებითად გარდაქმნაში.
ყვავილები ყველა ბინაში ვერ ხარობს. ისინი აგრესიული ადამიანების სახლში ვერ უძლებენ ემოციურ დატვირთვას და იღუპებიან. სადაც ბევრია ყვავილი,  იმ სახლის მცხოვრებთ ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ნაკლებადაც აწუხებთ ავადმყოფობები. ყვავილს შეუძლია პატრონს ხასიათი შეუწყოს.
ცნობილია, რომ მცენარეები, ადამიანის მსგავსად, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანსა და პლანეტის გავლენას ექვემდებარებიან. თუ სახლში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი მცენარე ხარობს, ეს თქვენს წარმატებებზეც აგებს პასუხს. ის შეუმჩნევლად და სიძნელეების გარეშე, თქვენში დამატებით ენერგიას გააძლიერებს და უარყოფით ენერგიას ჩამოგაშორებთ. სხვა ზოდიაქოს ნიშნის მცენარეები კი იმ თვისებებს შეგძენთ და მოგანიჭებთ, რომლებიც არ გაგაჩნიათ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია იელი, ბეგონია და გერანი. ვერძებს ეს მცენარეები წარმატებებს მოუტანს პირად საქმეებში, გაუუმჯობესებს გუნება-განწყობას, მოუხსნის სტრესს და ასევე, განუვითარებს საკუთარი თავის რწმენას.
კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია ია და ყოჩივარდა. ეს მცენარეები მათ მატერიალური სახსრების გაუმჯობესებასა და მოზიდვაში ეხმარება. ასევე, ამ ადამიანებში შემოქმედებით უნარს ავითარებს და მათ საცხოვრებელს უარყოფითი ენერგიებისგან წმენდს.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია სურო და გვიმრა. ეს მცენარეები მათ ურთიერთობების დასტაბილურებაში ეხმარება, სიამოვნებას ანიჭებს და უფრო ტაქტიანს ხდის.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ალოე და აგავა. ეს მცენარეები მათში თვითრწმენას ავითარებს, ეხმარება ახლობლებთან საერთო ენის გამოძებნაში, სახლში კი სიმშვიდე შემოაქვს. ასევე, კირჩხიბებს ალოე და აგავა ინტუიციის განვითარებაში ეხმარება.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია კალა, ვარდი და უკადრისა. ისინი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უვითარებს დამოუკიდებლობის გრძნობას, უმყარებს თვითრწმენას, ეხმარება შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში. სახლში კი თბილ და მყუდრო ატმოსფეროს უქმნის.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული კარგია თუ სახლში მონსტერას გაახარებს. ეს მცენარე ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ინტელექტუალურ საქმიანობასა და საღ აზროვნებაში ეხმარება მათ.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ქრიზანთემა. ეს მცენარე სასწორებს ათავისუფლებს უსარგებლო ეჭვებისგან, ანიჭებს სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნებას, მატებს სიმტკიცესა და საკუთარი თავის რწმენას. ასევე, წმენდს ატმოსფეროს ნეგატიური ენერგიისგან.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია კაქტუსი. ის, მათ ასწავლის ემოციების კონტროლს, ამშვიდებს, იცავს შეცდომებისგან. ეხმარება, რომ საჭირო სიტუაციებში თავი ხელში აიყვანონ, აუმჯობესებს მეხსიერებას და შემოსავლების მოზიდვაში ეხმარება.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულისთვის კარგია ლიმონი. ეს მცენარე აძლიერებს ახლის შეცნობის უნარს, ავითარებს ცნობისმოყვარეობას, ეხმარება დამოუკიდებლად მოქმედებაში.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის კარგია ფიკუსი. ეს მცენარე ამ ნიშნით დაბადებულებს წარმატებების მოპოვებაში ეხმარება, უქმნის მყუდრო გარემოს ბინაში, თავიდან ააცილებს ჩხუბს და აძლევს ძალას კრიტიკულ სიტუაციებში.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის კარგია რძიანა და მარანთა. ეს მცენარეები მათ სძენს ორიგინალურ თვითგამოხატვას, უბიძგებს სიახლეებისკენ და ეხმარება კარიერულ წინსვლაში. ეს მცენარეები ზრუნავს ბინაში ოჯახური სიმყუდროვის შექმნასა და შენარჩუნებაზე.
თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ორქიდეა. ეს მცენარე მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება, აძლევს სტიმულს და ათავისუფლებს დეპრესიისგან. ასევე, ორქიდეა ინტუიციას უვითარებს თევზებს და მათ ოჯახურ სიმყუდროვეზეც აგებს პასუხს.
ასე რომ, შეიძინეთ თქვენი ზოდიაქოს შესაბამისი ქოთნის მცენარეები, დადგით სახლში და მიიღეთ მათგან დადებითი და საჭირო მუხტი, ენერგია. ეს თქვენი მომავლისთვის სიმშვიდისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

скачать dle 11.3